ეს უკვე ქვეყანა აღარაა... ქვეყანაში, სადაც ქალის პატივისცემის კულტი იყო, კუდელ ქალებამდე დავიდა, ქალი საშიშ არსებად აქციეს, აქაოდა კუდის მოგზავნილი არ იყოსო... და საერთოდ, იმდენად ამაზრზენია ეს ყველაფერი, რომ კომენტარი ზედმეტია... როცა სიყვარული, ოჯახი, ქალი უფასურდება იმ ქვეყნის საქმე წასულია...ახლა ჩოხა-ახალუხის და ეროვნული სამოსის წაბილწვაღა გვაკლდა, ეს ხომ შემთხვევით არ ხდება, ალბათ კუდელ ქალს ეს დავალებაც ჰქონდა და სავსებით მიზანმიმართულად... ახლა მხოლოდ უფალი თუ გადაგვარჩენს, ვისი იმედი გაქვთ ხალხო?!
ეს არის უზნეობის აპოთეოზი, როცა ქვეყნის ზნეობა და ღირსება უღირსების ფეხქვეშ ითელება.
იქნებ რაღაცამ გამოგვაფხიზლოს, იქნებ გონს მოვიდეთ... ნუთუ ამ ქვეყანაში ზნეობრივი ძალა აღარ დარჩა, ვისაც კომპრომატების არ ეშინია და მოუხმობს ერს ერის გადასარჩენად....
თუ ასეა, ყველაფრის ღირსი ვყოფილვართ და ჯობია აკაკის დავეთანხმოთ : "ფურთხის ღირსი ხარ , შენ, საქართველო..."...