დღეს ვარდების მოედანზე საზოგადოების ნაწილი შეიკრიბა "ვარდების რევოლუციის" 9 წლისთავი აღნიშნა.
აქციის მონაწილეთა განცხადებით, ეს დღე არა "ნაციონალური მოძრაობის", არამედ თითოეული ქართველის გამარჯვების დღე იყო.
"მინდა ვთქვა, რომ დღეს სახალხო ზეიმია", _ აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციაზე მისულები 9 წლის მანძილზე გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ შედეგებს დადებითად აფასებენ.