ივერიონი / თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით გიორგი მელაძე დაკითხეს

თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით გიორგი მელაძე დაკითხეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილი ხელმძღვანელის  თენგიზ გუანავას საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პროკურატურაში "თავისუფლების ინსტიტუტის" წევრი გიორგი მელაძე დაიბარეს. მისი დაკითხვა  უკვე დასრულდა.

მელაძემ გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. "მე ვიყავი ერთ-ერთი ის პირი, რომელმაც გუნავა ნახა მისი დაკავების დღეს. მას შემდეგ ძალიან მოკლე ხანში მოხდა მისი აყვანა. იმ ნაწილში, სადაც მე მქონდა გარკვეული ინფორმაცია, მოწმის სტატუსით მივეცი ჩვენება. გამოძიებამ მთხოვა, თავი შემეკავებინა ზედმეტად ინფორმაციის გაზიარებისგან, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე", - განმარტა მელაძემ.


შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უკვე სამი საათია, რაც პროკურატურაში საპარლამენტო უმცირესობის წევრს აკაკი მინაშვილსაც კითხავენ.

23-11-2012, 18:14
უკან დაბრუნება