ივერიონი / ბაღების სააგენტო უდიპლომო პატრიული კოორდინატორების დასასაქმებელ "კანტორადაა" ქცეული

ბაღების სააგენტო უდიპლომო პატრიული კოორდინატორების დასასაქმებელ "კანტორადაა" ქცეული

   საბავშო ბაღების აღსაზრდელების მშობლებმა ბაღების მართვის სააგენტოს შენობასთან სავალი გზის გადაკეტვა სცადეს. თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა. მშობლების შეფასებით თემურ თორდინავასთან შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

 სამართალდამცველებმა არასამთავრობო ორგანიზაცია მშობლების საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელი თამარ იარაჯული მიცკევიჩის ქუჩაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე დააკავეს.

   დღეს მომხდარ ინციდენტს „გაერთიანებული საზოგადოების“ ლიდერი ანი დარსალია ეხმიანება და ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს, თემურ თორდინავას მიმართავს:

    -„თემურ თორდინავას და მის გუნდს ! ! ! თქვენი დღეები დათვლილია და პირადად მე ვითვლი ამ დღეებს... ის რაც დღეს მოხდა ბაღების სააგენტოს შენობის წინ ეს არის ქვეყნის სირცხვილი და მე კიდევ ერთხელ დავინახე, რომ ხალხის წინააღმდეგი დღეს ხელისუფლების წარმომადგენლები არიან... ბაგა-ბაღების სააგენტო არ უსმენს მშობლებს და მხოლოდ პარტიული ინტერესების მიხედვით არაკვალიფიციურ და უდიპლომო პატრიული კოორდინატორების დასასაქმებელ "კანტორადაა" ქცეული.

 

   ოცნება ღირსეულად აგრძელებს ნაციონალური მოძრაობის გზას !“-აცხადებს დარსალია.

8-04-2016, 23:07
უკან დაბრუნება