სიტყვა საუცხოო უცხოურიდან გამომდინარეობს და ნიშნავს - უცხოსთვის მისართმევს, უცხოსთან თავმოსაწონებელს, ანუ ყოველივე საუკეთესო - უცხოს!
სტუმარი ღვთისაა და გასაგებია, რომ მასაც საუკეთესო პატივს სცემდნენ, მაგრამ - საუკეთესო უნდა ეკუთვნოდეს ღმერთს!
ერთი სიტყვით, უცხოურისადმი, თუ შეიძლება ასე ითქვას - პლებეური, არაჯანსაღი პატივისცემა ჩამოგვიყალიბდა: საკუთარის დამდაბლებას და უცხოურით გატაცებას დაემატა - უცხოსადმი თავმოწონების გულისთვის, სასიკვდილოდ თავის გაწირვაც, სხვათა ომებში(არ დავასახელებ...) თავდავიწყება... თუმცა - მედასავლეთეობამ ყველას და ყველაფერს გადააჭარბა... განსხვავებით მერუსეთეობისაგან, (რომელმაც თავისი იდეური სენი მოჭამა... იგულისხმება არა აგენტურა, არამედ ვისაც ალალად უნდა გონივრული, მშვიდობიანი თანაცხოვრება და რუსეთი სჭირდებათ, როგორც საქართველოს დამცავი ისლამიზაციისაგნ), მედასავლეთეობა იქცა სულიერ-მსოფლმხედველობრივ ორიენტირად, სნობურ მიმდინარეობად და პანაცეად, რომელიც ითვლება ყველაფრის წამალ - საშველად და რომელმაც გადაფარა თვით ღმერთის სასოებაც კი, როგორც ერთობ სეკულარისტულ-ჰედონისტურმა ორიენტაციამ...
ეშმაკი ადამიანს ვერ მოატყუებს, რომ არ სარგებლობდეს და სპეკულირებდეს ღმერთის სიკეთის მარგალიტებით, რომლის ფონზე ახორციელებს თავის შავბნელ ზრახვებს, რის გამოც ეწოდა - „სიცრუის მამა“...
ასევეა, დასავლური ღირებულებები - შირმად გამოყენებული და მით გადაფარული ის ბოროტება, რომელიც მთელი მსოფლიოს შთანთქმას ცდილობს...
ანუ, ეს ღირებულებები სატყუარაა, საკენკია, მისაზიდია - დიიიდ ხაფანგში ჩასაგდებად, გამოხრული ცხვარია, რომლის ტყავშიც მგელია გახვეული, თვალწარმტაცი ია-ვარდებია - ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზაზე... შხამიანი თაფლია და ერთმანეთისგან ვერაფრით ვერ განაცალკევებ - აი, ესაა დასავლეთი და კიდევ უფრო ზუსტად, ასე გავშიფრავდი: ქრისტეანულ სახელწოდებას ამოფარებული ნეოწარმართობა - რომელიც, აგრეთვე - „რჩეული ერის“ სახელწოდებას ამოფარებული, გაწარმართებული კლან-კასტის ხელშია. ამ უკანასკნელმა დასავლეთის გამოყენებით აიღო რევანში ქრისტეანობაზე... დაამხო რა, ქრისტეანული სახელმწიფოებრიობა, ათეოკრატია-დემონკრატია-ანტიქრისტეკრატიის სამეტაპოვანი მსოფლიო მოწყობით, პარალელურად, მალთუსიანურად იწირავს „ზედმეტ“ მოსახლეობას და დანარჩენ „გოი“-კაცობრიობაზე გაბატონებული - მიწიერ „სამოთხეს“ იწყობს დედამიწაზე...
ვითომ ხელს უშლის რუსეთი „დასავლურ პროგრეს-დემოკრატია-ღირებულებების“ მიმართულებას საქართველოში?
- არა, ვინაიდან ეს - მიმართულება არის „ახალი მსოფლიო წესრიგი“ - რასაც თავადვე ემსახურება(სხვას რომ თავი დავანებოთ - ეკუმენიზაციით და სხეულში ჩიპიზაციის განხორციელების ვალდებულებით - 2024 წლამდე)...
უბრალოდ, თავის გეოპოლიტიკურ სივრცეში, მას თავისი მერკანტილური ინტერესები აქვს და მას ამაში ხელს არ უშლის დასავლეთი, იმიტომ, რომ თვითონაც ასე იქცევა ყველგან და ასევე, პირიქითაც უწყობს ხელს რუსეთიც.
რუსეთი და ამერიკა პარტნიორები არიან, რაც არაერთჯერ გაცხადებულა, მაგრამ „ცივი ომით“ და მსგავსი თვალდასაფსები ჟონგლიორობით მალავენ...
სხვათაშორის, ეს სირიაშიც გამოჩნდა, სერბეთშიც, როცა „ნატო“ იუგოსლავიას ბომბავდა - აღდგომის „მისალოცი“ რაკეტებით, საქართველოშიც ერთად დაამხეს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობაც - როგორც მსოფმთავრობის „მდინარების წინააღმდეგ სვლა“.
დიახ, მსოფმოწყობას სჭირდება - რუსეთთან მიგვაკავშიროს, მაგრამ ჯერ ბოლომდე უნდა დაგვაპროგრამონ დემოკრატია-ლიბერალიზაციაში და მერე, არც გვკითხავენ, ისე გაგვაერთიანებენ, როგორც იგივე გაგვიკეთეს - ჰომოსოვეტიკუზაციაში, რის მერეც გაგვიღეს „რკინის ფარდა“ და „თავისუფლების სარკმელი“.
რაზეა ლაპარაკი, გვიყვარდეს ადამიანი და ნუ გვიყვარან მათი ცოდვები, მაგრამ - ჩვენთვისვეა საჭირო რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა, რამეთუ - „მამული, ენა და სარწმუნოებიდან“ ტერიტორია გვაქვს აღსადგენი...
რუსეთის წართმეულს - ამერიკა ვერ დაგვიბრუნებს, რაც არაერთხელ განგვიცხადა დასავლეთმა. არ მიყვარს მე მათი ცოდვები და თუნდ გადაკვდომიან ერთმანეთს; თვისტომთა ნეოორჯონიკიძეობის ცოდვისგან ხსნა და გამოფხიზლება მალაპარაკებს, თორემ ისინი უჩვენოდაც აღასრულებენ უსჯულოების საიდუმლოს გეგმებს!
არაფერია დაფარული ჩემში, ყველაფერი განცხადებული მაქვს ჩემს წერილებში! დასავლეთთან, რუსეთთან(კომკავშირის სიძულვილიდან, პიონერის ყელსახვევსაც კი ვებრძოდი, ანუ 65-70-იანი წლებიდან),სუკთან, შსს-თან(1978 -ის რუსიფიკაციის საწინააღმდეგო ენის დაცვის პერიოდში ბევრს შეაბეს ეჟვანი), ფულთან, კარიერასთან, ცრუ-სთან თუ მოსადთან - არაფერი მაკავშირებს, გარდა კრიტიკისა;
საქართველო მიყვარს ჩემი მშობლიური გარემოდან, ლიტერატურის ინსტიტუტის ფოლკორული ექსპედიციებიდან(ზეპირსიტყვიერების ჩაწერა ხალხში), და მეათე კლასში აღებული ინტერვიუდან, კონსტანტინე გამსახურდიასგან, სადაც „კოლხური კოშკი“ გამიღო ზვიად გამსახურდიამ და მას მერე, არაერთჯერ მოგვივლია სამშობლოს მთა და ბარის ზოგიერთი ნაწილი.
რასაც წარმოვადგენ, იმდენადვე ვზრუნავ, სამშობლოსა და ეკლესიაზე, თუმცა თავმოსაწონი იმდენად არაფერი მაქვს, გარდა იმისა, რომ მაქვს ტრადიციული ოჯახი, მყავს პოეტი, მწერალი, ღირსეული მეუღლე, შვიდი შვილი და შვილიშვილები.
...და, თქვენ, ვიეთნი თუ მავანნი, ვინ ხართ და რის უფლებას აძლევთ თავს?!
რას დაამსგავსეთ - ეროვნული, მით უფრო სარწმუნოებრივი საკითხები, მასზედ მსჯელობა-დამოკიდებულება და ურთიერთობები?! –
„ნინიას ბაღში“ გგონიათ თავი, ბირჟის კაცები ხართ, თუ „ბაზრის დედაკაცები“?!
თქვენი უკულტურობით, ვულგარულობით, ფამილარობით, გოი-სნობურ-ფსიქოპათოლოგიური არშემდგარობით, საკუთარი თავის ვერ შეცნობით და საკრალური ფენომენებისადმი შეუფერებელი კადნიერი გატოლებით, როგორ გააუბრალოეთ, დაამახინჯეთ და დაამდაბლეთ ეს ყოველივე!!!...
სასაცილოები გავხდით სხვა ერების თვალში და ეშმაკიც დაგვცინის და გვამასხარავებს; „ხუთი მართალიც“ კი არ დატოვეთ, ისე გასვარეთ და დაამდაბლეთ(დაიმსგავსეთ), რადგან, როგორც წმინდა ნიკოლოზი(სერბი) ბრძანებს - „ძნელი არაა ასწავლო ცხოველს, ძნელი არაა ასწავლო უბრალო ადამიანს, მაგრამ რა ძნელია ასწავლო უვიცს, რომელიც უკვე - მასწავლებელი გახდა“...
ღირს კი, თქვენთვის თავგანწირვა, ან - ღმერთი დაიცავს ასეთთა სამშობლოს?!...
...და, საკრალურის მოღალატის იარლიყებიც - ვინ ჩაგაბარათ წაღმა-უკუღმა საფრიალოდ?! ეგეც არ გესმით, რომ - სიკვდილს ეთამაშებით უდანაშაულოს დადანაშაულებით: „აგენტი“, „რენეგატი“, „ანტისახელმწიფოებრივი“, „ანტიეროვნული“... უმანკოთა განკითხვა, ცილისწამება, გაშაყირება - შეგრჩებათ გგონიათ - „ნაქურდალი ხახვივით“?
არავის შეგრჩებათ ადამიანში - წმიდათაწმიდის შეურაცხყოფა, რამეთუ, სტიგმატიზებული, დაჩმორებულ-გაორებული და იხტიბარწამხდარი - ვერც სამშობლოს დაიცავს და ვერც ეკლესიას. გონს მოდით, ერთმანეთს ნუ წაახდენთ ქართველები!
თქვენისთანებს რად უნდა სხეულში ჩიპით მართვა, ისედაც ზომბირებულები ხართ და მტრის წისქვილზე ასხამთ წყალს, იმიტომ, რომ - აგენტურული სოციუმი გაგხადათ მსოფმთავრობამ და ისიც ვერ გაგირკვევიათ - ვინაა მტერი და ვინ მოყვარე.
თითქმის სამოქალაქო ომამდეა მისული საქმე - სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაეკიდა ორი მხარე ერთმანეთს და რადგან „მრისხანებამან გულისამან სიმართლე ღმრთისა არა ჰყვის“- ბოროტისკენ წარიმართა ქართველთა საჭე!
ეს რა უბედურებაა, კაშპიროვსიმ და ჩუმაკმა დაგაგიპნოზათ, თუ ცეერუს მაგებმა: „ზვიადისტები“ და „ედიკისტებიო“, ილია მეორის მადიდებლები და მაქარაშვილისტებიო, იეღოველები და მართლმადიდებლებიო, ლგბტ-ეები და ტრადიციულებიო, მედასავლეთეები და მერუსეთეებიო, ქალი ჯობია კაცსაო, თუ რომელი ერთი არ გვექცა საბრძოლველ-საასპარეზოდ...
და, რადგან უარყოფით შედეგამდე მივედით, ვასკვნი - ერთი და იგივე ჭირია, ჰიპნოზია, ზომბირებაა მედასავლეთეობაც და მერუსეთეობაც, რამეთუ გაერთიანებისა და თავისთავადობის საშველს არ აძლევს საქართველოს; გასაქანს არ აძლევს და ამ სტაგნაციით ღუპავს ერს, დარჩენილებს კი - გაუღებენ საზღვრებს და დაიცლება საქართველო;
არის თუ არა ეს რუსეთ-დასავლეთის გარიგება?! და, ვინ შოულობს ამით ფულს? - მხოლოდ პროფესიონალი მედასავლეთე-მერუსეთეები.
ასე რომ, ისინიც ნეოსერგოორჯონიკიძეები არიან და თქვენც - უნებლიედ! ისინი შტატის აგენტურაა, თქვენ კი უშტატო, აგენტურული სოციუმი, რადგან, რასაც ჩაგძახებენ -იმას ახმოვანებთ. რას ემსახურება და საით მიდის ეს? - ეს ემსახურება, პირველ რიგში, საქართველოს განხეთქილებას, მერუსეთე და მედასავლეთე ბანაკებად ჩამოყალიბებას და კოჰაბიტაციური მოქალაქეობის წესების დანერგვას, ვინაიდან და რადგანაც ასეა დეფაქტო: აქაა რუსეთიც და აქაა ევრო-ატლანტიკაც; აქაა რუსეთი, როგორც გეპოლიტიკური ბატონ-პატრონი და აქვეა დასავლეთიც- როგორც მსოფლიო იდეოლოგია-მენტალობის დამკანონებელი.
ხოლო, მეორეს მხრივ, რას ემსახურება და საითკენ მიდის ეს? - ეროვნულობის შეგნების ტრანსფორმაციამდე და სამშობლოს ცნების დაკარგვამდე - როგორი ფსევდო დამოუკიდებლობაც გვაქვს, ისეთივე ფსევდოეროვნულობაა ეს მედასავლეთეობაც, რამდენადაც ამზადებს კოსმოპოლიტ, მსოფლიო მოქალაქეს.
თქვენი მედასავლეთეობა-მერუსეთეობა ინსპირირებულია რუსეთ-დასავლეთის საერთო პოლიტიკიდან. თქვენ(არა აგენტ - მერუსეთე და მედასავლეთეებს), კარგი კი გინდათ, მაგრამ ცუდი გამოდის (ამას ემსახურებიან სამსახურებრივი აგენტ - მერუსეთეები და აგენტ - მედასავლეთეები და ძალაუნებურად მათ უწყობთ ხელს) - უძრაობამ და ადგილზე ბუქნამ, უმუშევრობამ და უპატრონობამ, მიწასთან გაასწორა ერი. უკვე, ყველაფერზე თანახმაა, ოღონდ ამოისუნთქოს.
და, ეს ხომ ის ცნობილი ხერხია, რასაც მასონები არც კი მალავენ: „ერთი გაწბილებიდან მეორე გაწბილებამდე, არაქათს გავაცლით ყველაზე ჯიუტ ერებს, მანამ, სანამ, ჩვენს ჭკუაზე არ მოექცევიან-ო“...
როგორც თქვენ გგონიათ, რომ - დასავლეთი უშველის საქართველოს, ასევე გონია მერუსეთეებს და მეგონა მეც, რომ - ორი უკიდურესობიდან, შედარებით უკეთესი უკიდურესობა იქნებოდა, თუკი - რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას მოყვებოდა - ეკონომიკის გაუმჯობესება, სასოფლო პროდუქციის ევრ-აზიურ ბაზარზე გატანა, მოსახლეობის დამაგრება საქართველოში... მაგრამ, მივხვდი, რომ - არ უნდა რუსეთს ზედმეტი ხარჯი, იმიტომ, რომ ისედაც მისია საქართველო;
ასევეა დასავლეთიც - იმიტომ კი არ დაეპატრონა საქართველოს, რომ ტვირთად აიკიდოს, არჩინოს და გადაარჩინოს. ორთავეს აწყობს საქართველოს სტაგნაცია, ანუ, მღვრიე წყალში თევზაობა, რადგან, ამასობაში(25-30 წელი - ორი თაობაა) - ძვალსა და რბილში გაუჯენენ საქართველოს მოქალაქეებს ცნობიერებით ამერიკანიზაციას(ისე, როგორც საბჭოეთის „სკოლაში“ წითელ-კომუნისტური და შავ- ქურდული იდეოლოგია-ზომბირება ჩაუტარეს) და მერე გაუღებენ რუსეთის კარს.
ხომ წარმოგიდგენიათ, რა ხდება ჩვენს თავს, რას გვტენიან, როგორ ლახავენ ჩვენს უფლებებს, საცდელ და ცირკის ცხოველებივით გვათამაშებენ და თქვენ კი დახოცეთ ერთმანეთი მედასავლეთეობა-მერუსეთეობისთვის...
დიახ, ჩვენ ვიბრძოდით დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ არა იმისთვის, რომ - რუსეთთან ერთად დასავლეთიც გაგვბატონებოდა და საერთოდ, დაგვკარგვოდა ადამიანური თავისთავადობა და ეროვნული ინდივიდუუმი!
რაც ახლა ჩანს, ის არ ჩანდა მაშინ... მაშინდელები ვცდილობდით გაგვერღვია „რკინის ფარდა“ და „თავისუფალი სამყაროს“ თავისუფალი თანაბარუფლებიანობა მოგვეპოვებინა. აღმოჩნდა, რომ - ეს ბლეფია, რომ - საბჭოთა მიკრო საკონცენტრაციო ბანაკი, გაგვიღო და ჩაანაცვლა სრულიად მსოფლიო საკონცენტრაციო ბანაკმა, რომლის ნაშიერი იყო ჩვენს „გამოსაყვანად“ შექმნილი საბჭოთა ბანაკი, რათა - მსოფმთავრობისგან დამხობილი ქრისტეანული სახელმწიფოებრიობა, ქრისტეანული მოქალაქეობა და სულიერება, გადაევიწყებინა და გადაერთო ათეიზმზე(75 წელი, ანუ 3-4 თაობა) და მის შედეგად კი - ე. წ. დემოკრატიულ-ლიბერალურ მენტალობაზე.
სამწუხაროდ, რაც არ ჩანდა მაშინ და ოდენ ზოგიერთებისთვის გამოჩნდა, უმრავლესობისთვის დღესაც არ ჩანს და იმდენად გადასავლეთდნენ და გადემოკრატდნენ, რომ - საწინაღმდეგო აზრის მქონეს - „ანტისახელმწიფოებრივად“რაცხავენ და დასაჭერად იმეტებენ , ანუ ბოლშევიკურ - მასონურ-სადისტური სულისკვეთებით გამოირჩევიან;
ასეთებს შეგისწორებთ: ანტისახელმწიფოებრივია - რევოლუცია და არა საკუთარი, თავისუფალი შეხედულება; ასევე, იმასაც უნდა დაზუსტება - ვისთვის რომელი სახელმწიფოებრიობაა „მშობლიური“ - ქრისტეანული თუ მისი დამამხობელი ათეისტურ-დემოკრატულ-ლიბერტარიანული?..
ჩემთვის - ღმრთივკურთხეული მონარქიული, ქრისტეანული სახელმწიფოებრიობისა და ქრისტეანული წესრიგის დამხობაა - ანტისახელმწიფოებრივი.
ალბათ, თქვენთვისაც, მაგრამ, თქვენ ხომ - ამ „დასავლურობასთან“ შერჩევითი დამოკიდებულება გაკავშირებთ და იმედოვნებთ, რომ მხოლოდ „დასავლურ ღირებულებებს“ გიწილადებენ, ხოლო,სანაცვლოდ, რომ - გავალდებულებენ „ადამიანთა უფლებების“, ტოლერანტობის, სოლიდარობის საფარველქვეშ გახვეულ ანტიქრისტიანობას, ამაზე თვალს ხუჭავთ და ამართლებთ - ეს გლობალური პრობლემააო; ესეიგი, დასავლური ორიენტაციისანი ხართ, რაღაც ღირებულებების გამორჩევის ხარჯზე და გამოისობით, და, რა განგასხვავებთ მერუსეთეებისგან, რომლებიც, თქვენსავით, გამოირჩევენ, ელემენტარული საყოფაცხოვრებო და სამშვიდობო ღირებულების გულისთვის, კავშირ-ურთიერთობის აღდგენას რუსეთთან...
ანუ, ისინიც, არასწორად გგონიათ - „ანტისახელმწიფოებრივნი“ და არც, რუსეთთან კეთილმეზობლობა შეგიფერხებთ, „დასავლური ღირებულებების“ დაწაფებას, რამეთუ „დასავლური“, ანუ მასონური „ახალი მსოფლიო წესრიგით“ - ანტიქრისტესთვის - საერთო მსოფლიო სახლისა და გაერთიანებული რელიგიის მაშენებელია - სახელმწიფო რუსეთიც(ისევე, როგორც ყველა ქვეყანაა ჩაბმული მაგ „ფერხულში“)...
სსრკ იმის აწყობილია,ვინც ამერიკა დაარსა, ვინც მართავს მსოფლიო პროცესებს და მანვე დაშალა სოციალისტურ-კომუნისტური უტოპიური წყობილება, მას მერე, რაც ამ იდეოლოგიურმა მონსტრმა, შეასრულა ამ ტერიტორიაზე ხალხის მანქურთიზაცია, ტრადიციებს მოწყვეტა და „ახალი ადამიანის“ - მსოფლიო მოქალაქის შემზადება მომდევნო (“დემოკრატული“) ეტაპისთვის, რომელიც, მისდათავად, შეუმზადებს საფუძველს მესამე (სინამდვილეში - ანტიქრისტეკრატიაა, დაერქმევა კი - „მონარქია“) საბოლოო ეტაპს...
სწორედ საამისოდ მოაწყობინეს რევოლუცია ლენინს, მოაგებინეს ომი სტალინს და დონორობდნენ სსრკ-ს მთელი 70 წელიწადი. მერე კი, რაღა გასაკვირია, რომ კაპიტალიზმზე (დემოკრატიით შეფარული) გადაწყობა უნდა დაეწყოთ და შექმნეს კიდეც თავისი „ძაღლიშვილებისგან“ თანამედროვე მონათმფლობელები, არააგენტი ხალხისგან კი - მონები.
თქვენ, რომ იცოდეთ, ეროვნულობის გარდა, ამის გამოც უწოდა ამერიკამ ზვიად გამსახურდიას (მაშინ, როცა ჩეხი ვაცლავ ჰაველი თან ეროვნული გმირიც გახადეს და თან - პრეზიდენტიც) - „მდინარის წინააღმდეგ მავალი“ და როცა მან მათ უპასუხა - „მდინარებას დამპალი თევზები მიჰყვებიანო“, ამით მან უარი თქვა ნეომონათმფლობელთა(ოლიგარქთა) რიგებში გაწევრიანებაზე და უბრალო ხალხის მხარეზე დადგა(თენგიზ სიგუას ააწევინეს აჯანყება - ვითომ „მიწის რეფორმის“ საბაბით).
სწორედ ასე გადაწყდა მისი ბედის საკითხი და ზუსტად მაგიტომ უთხრა რუს-ამერიკული ნეომონათმფლობელების წარმომადგენელმა გენერალმა დანანებით - „ხომ იცით, ბატონო განსახურდია, რას მოგიტანთ ეს? - პასუხი: სიკვდილს!
- რუს-ამერიკელი გენერალი: ძალიან ვწუხვარ, კონსტანტინეს ძევ“!
ანუ, რომ არა, 1978-ის 14 აპრილის ენის დაცვის დღე(არც ერთ რასპუბლიკას იგივე არ მოუმოქმედნია, მაგრამ საქართველოს გამოისობით ყველას მოათხოვინეს და გაუფორმეს), რომ არა 9 აპრილის ეროვნულ-განმათავისუფლებლური თავდადება და რომ არა ზვიად გამსახურდიას რეფერენდუმი - არც ერთი რესპუბლიკა არ გამოაკლდებოდა სსრკ-ს და მოხდებოდა პირდაპირი გადასვლა კაპიტალიზმზე, მაგრამ, რადგან საქართველომ მოახერხა სსრკ-დან გამოყოფა, ბუნებრივია ბალტიისპირეთიც უნდა დაეთმოთ და საბოლოოდ დაშალეს სსრკ, მაგრამ აამუშავეს მეორე გეგმა - რაც განხორციელდა და ჩვენს წინაშე ჯერაც მიმდინარეობს.
ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირები, საბჭოთა რესპუბლიკების კავშირები და მისთანები, ემსახურება - მსოფლიოს გაერთიანება - გამთლიანებას, საერთო იდეოლოგიით, რელიგიით, მსოფლმხედველობით... ანუ, რუსეთის ხელისუფლება მსოფწესრიგის აქტიური წევრია და რელიგიურადაც(ეკუმენიზმი) უერთდება მსოფლიო გაერთიანებას და ჩიპიზაციითაც, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფიზიკურ არსებობაზე ანუ გეოპოლიტიკურ სივრცეზე არ იზრუნოს.
აი, სწორედ ამაში - სრული კარტბლანში აქვს ამერიკა-ევროპისგან რუსეთს და როცა ქართველი მედასავლეეთეები მისი გეოპოლიტიკური გავლენის სფეროშიც ხელს აფათურებენ, ცხადია ეს ეწინააღმდეგება ამერიკა-რუსეთის საერთო გეგმას და არც დაგვხმარებია და არც დაგვეხმარება ევრო-ატლანტიკა რუსეთთან ფიზიკურ ბრძოლაში.
როცა ასეთი მოცემულობაა - არაა მედასავლეთეობა ნეოსერგოორჯონიკიძეობა, „სატოპკის აწევა“ და მათ „წისქვილზე წყლის დასხმა?!
„ძაღლი ძაღლის ტყავს არ დაგლეჯს“ და ისინი ერთმანეთის „ძაღლისშვილები“ გახლავან(„ძაღლისშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლისშვილიაო“- მასონური ფორმულა). ისინი - დიდი კაპიტალისტ-მონათმფლობელები არიან და ჩვენ კი - პატარა მოსამსახურენი.
აქ უპრიანი იყო - „მონა“ დამეწერა, მაგრამ არ ვიკადრე, იმიტომ, რომ მართლქრისტეანი ერი - არაა მონა, არამედ - აზნაურია, არაა გოი - არამედ თავისუფალია, არაა ბნელი - არამედ ნათლით განბრძნობილია, მაგრამ... არის კი სადღეისოდ ეს ასე?!..
ჩვენი ეკლესია რომ არ იყოს - გაერთიანებული რელიგიის ფერხულში - ეკუმენიზმით ჩაბმული, ანუ ღმერთის კანონმორჩილი რომ იყოს - ანტიეკუმენიზმით, კვლავაც საზეპურო, რჩეული ერი ვიქნებოდით და ღმერთი შურდულითაც კი დაგვამარცხებინებდა გოლიათს(ებს), მაგრამ საპატრიარქოს კურს-ნაბიჯები, ერთი ღმერთმა უწყის - ნებსით თუ უნებლიედ - სრულიად ეწერება მასონურ მსოფლიო მოწყობის გეგმაში...
როგორც სსრკ-ს დაშლამდე იცოდნენ „ძაღლიშვილებმა“ რომ - თანამედროვე ფეოდალები უნდა გამხდარიყვნენ, (რაშიც ხელს უშლიდნენ ეროვნული მოძრაობის ლიდერები და მოიშორეს, და, ასევე მოიშორებენ ჩემისთანებს-რელიგიურ დისიდენტებს, რათა ბუნებრივი აღქმა-გააზრება ჰქონდეს - ეპისკოპოსების ფეოდალიზაციას, რომელთათვისაც სულერთია - ეკუმენიზაციაც და ანტიქრისტეკრატიაც!), ასევე იციან - საეკლესიო მასონურმა წრეებმა, რომ ანტიქრისტეს გამეფებას უნდა წინ უძღოდეს - დემოკრატიიდან მონარქიაზე გადაწყობა და პარლამენტში ისეთი პარტიების მობილიზება მიმდინარეობს, რომლებიც კონსტიტუციურ მონარქიაზე გადაიყვანენ სახელმწიფო წყობას ...
ამჟამადაც ასეა, უმრავლესი მათგანისთვის და ამის ბრალია, რომ ე. წ. „მერვე კრება“ - ავაზაკთა კრებით დასახელდება მართალ მატიანეში! შეადარეთ: ქრისტეს ბილიკებს უმზადებდა ბიბლიური - ღმერთის აღთქმა ადამისადმი („მოგივლენ მხსნელს(მესიას) და ის დაგაბრუნებს სამოთხეშიო“), ამ აღთქმის მიმდევარი წინასწარმეტყველები და იოანე ნათლისმცემელი, ხოლო,ანტიქრისტეს, როგორც ორხელისუფლიან მეფე-პატრიარქს, საპატრიარქო ტახტს უმზადებენ - პანეკუმენისტები და სამეფო ტახტს კი - პოლიტიკოსები...
ამ უკანასკნელთა, სულიერმა წინაპრებმა, ხალხს, თავის ხელით დაამხობინეს ღმრთივკურთხეული მონარქია - ბატონყმობისგან განთავისუფლების საბაბით და თვითონ გაუბატონდნენ, რათა, მათმა მემკვიდრეებმა, ახალი მონარქია(სულ ერთია - თავიდან კონსტიტუციურით დაიწყებენ და მაინც აბსოლუტურ-ანტიქრისტულზე გადაიზრდება) მოახვიონ თავს მსოფლიოს.
აბა, გაიაზრეთ, როგორი აპოსტაზიური დროა, სამყარო მთლიანად სეკულარიზებულია და უცერემონიოდ(მსოფლიო კრების დონეზე) აწარმოებს - ზეციური სარწმუნოების გამიწიერებას, ანუ მართმადიდებლობის გაგნოსტიციზებას, პანთეიზაციას და პაგანიზაციას!...ამავდროულად - ადამიანის გაღმერთებას -ქრისტოცენტრულიდან ანთროპოცენტრულამდე პროფანაციას!..
ასეთ დროს, ნაცვლად ანტიეკუმენისტური მისიისა, რომ საქართველოს ეკლესია ევქარისტულად გაემიჯნოს ქვაბავაზაკთა საკრებულოს და მთელი მსოფლიო ეკლესიის დატერორებული ანტიეკუმენისტები შემოიერთოს თავის იურისდიქციაში, საპატრიარქო ზრუნავს - პოლიტიკურ გაბრწყინებაზე, ანუ - როგორც ძველ საქართველოში ითვლებოდა - პატრიარქი მეფის სწორად, ხოლო თავადის სწორად ეპისკოპოსი, ასევე იქნება საპატრიარქო - მონარქიული ინსტიტუტის პრივილეგირებული ფენა. მაგრამ, ეს არ იქნება მართლმადიდებლური, რამეთუ განსხვავება ისაა - ძველ, ქრისტეანულ მონარქიულობასა და ახლებურ მონარქიულობას შორის, რომ ეს უკანასკნელი - მასონურია; ამაზე შეიძლება ითქვას: „ნუ ჩაასხამთ ძველ ტიკებში ახალ ღვინოს, თორემ დასკდება-დაიღვრებაო“! ის, ძველი, ემსახურებოდა(ავად თუ კარგად - მნიშვნელობა არა აქვს - ახლანდელთან შედარებით) ქრისტეანობას, ეს ახალი კი - ვერც ახალ რუის-ურბნისს მოიწვევს და ვერც - იბერიას გააბრწყინებს!
იცოცხლეთ, ჩვენ, რომ დავითის, თამარის, გიორგი ბრწყინვალისნაირი საქართველო ვიყოთ, და - ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს, მაშინ სხვა ქვეყნებთან თანაბარუფლებიანობისა და ბრძოლის შნოც გვექნებოდა, მაგრამ ამჟამად უკიდურესობებს შორის გვიწევს სასიცოცხლო პირობების გამოძებნა...
ჩვენს ხელთ არის მხოლოდ - სარწმუნოებრივ-ეროვნული(და არა - ეროვნულ-სარწმუნოებრივი), ანუ - ანტიეკუმენისტური ბრძოლა, რომელიც საქართველოს სულიერ მისიად შესაძლოა ვაქციოთ, და რომელსაც არ იყენებს საპტრიარქო,თორემ - რუსეთთან ჩხუბით კი, უბრალოდ, სრულ სიგიჟესთან და კამიკაძეობასთან გვაქვს საქმე და ეს - ეროვნულობა ტყუილად გგონიათ...
ეს უნდა დამთავრდეს, ამ ჰიპნოზისგან დაუყოვნებელი განთავისუფლებაა აუცილებელი -საჭიროა გაარჩიოთ ერთმანეთისგან მენტალური მედასავლეთეობა-მერუსეთეობისა თუ გეოპოლიტიკური კავშირ-ურთიერთობების მნიშვნელობანი, შესაბამისად კი შეფასებები - დასალეთისა ან რუსეთისადმი დამოკიდებულებანი - „რენეგატობა“ გამოდის თუ ჩვეულებრივი, სამეზობლო და პოლიტიკური დაზავების დიპლომატია.
ხოლო - ჩვენი ეროვნული და სარწმუნოებრივი, მოყვრულად მოქმედი, შინაური და გარეული მტრების და მათი საიდუმლო იარაღის გამოცნობა-მხილება, მოყვარის და მტრის გარჩევის მეთოდიკა და ასევე, საკუთარი თავისგან მტრობის ცნობადობის გადაცემა თაობებისადმი(რომლებისგანაც მანქურთების გამოყვანას ცდილობენ), ისეთივე აუცილებლობაა, როგორც სამოთხისეულ-ბიბლიურ-სახარებისეული მეხსიერებისა.
აი, ეს ზღვარი შეგნებისა, გონიერებისა, ავის და კარგის გარჩევისა, ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევისა და მოქმედებისა, რომ წაეშალათ ხალხთა ცნობიერებაში მასონებს, იმიტომ იყო სავალდებულო „ანტისახელმწიფოებრივების“ მუსრის გავლება მშენებარე სსრკ-ში... ისევე როგორც, ეს ხდებოდა დასავლეთში: სანამ თავის ჭკუაზე მოიყვანდნენ ხალხს, მანამდე - ტრადიციულად მოაზროვნეებს აპატიმრებდნენ, ან საგიჟეთში ამწყვდევდნენ, რაშიც თვით - სახელმწიფოებრივად ზომბირებული აგენტურული სოციუმი ( სამეზობლო თუ სამსახურის თანამშრომლები) მონაწილეობდა, ანუ აბეზღებდა „ანტისახელმწიფოებრივებს“. რაც მოგვიტანა ეროვნული გონის „ნაღებმოხდილმა“ არსებობამ, იგივეს მოგვიტანს ეს უგნური იარლიყი - „ანტისახელმწიფოებრიობაც“ და ვერც ეროვნული, ვერც სარწმუნოებრივი და საერთოდ - ადამიანური განსჯის უნარი შეგვრჩება!
არც ერთ მამას, რომელიც ამბობდა - „დასავლეთით გვსჯიდა უფალი და დასავლეთით დაგვსჯისო“ - არ სძულდა დასავლეთის ადამიანები და მათი ტერიტორია(სადაც მართლმადიდებელი ეკლესიაც იყო), არამედ ამაში იგულისხმებოდა ის „საიდუმლო უსჯულოებისა“, რომელიც შეტანილ იქნა დასავლეთში, შუა საუკუნეებში, იქცა ერესად, მერე, ქრისტეანობის სახელს ამოფარებულ წარმართობად, შემდგომ ათეიზმად(ღმერთი არ არისო - ამასაც ავრცელებს ეშმაკი, რათა თავად გაუღმერთდეს ბრმამორწმუნეებს), ანუ - ათეოკრატიად, რაც გარდამავალი ეტაპია, გადასასვლელად დემონკრატიაში( ანუ ხალხის და თავისუფლების სახელით, სატანასთან სულმიყიდულების კრატიაზე, რომელთა მმართველობა არის კერპთაყვანისმცემლობა და ისეთი ცხოვრების აწყობა, რაც განაპირობებს ხალხის - ეშმაკთა ჭკუაზე სვლას და იმის კეთებას, ვისაც რას ჩააგონებენ დემონები), და შემდგომ კი - ანტიქრისტეკრატიაში განსრულდება.
აი, რას ემსახურება დასავლეთი, თავის პოლიტიკიან-ორიენტაციან-რელიგიურობიანად, ვინაიდან,ანტიქრისტეს ორხელისუფლებიანი სამეფო-საპატრიარქო ტახტი, პოლიტიკურადაც მზადდება და რელიგიურადაც, ანუ - კაცობრიობის ცნობიერების შემზადება ხდება დასავლური სისტემით, რაც წარმოადგენს უსჯულოების საიდუმლო სისტემას... საიდუმლოს, იმიტომ, რომ იგი საუკუნეების მანძილზე გველივით მოქმედებდა იატაკქვეშ და იმიტომაც, რომ - გასაიდუმლოებულია მისი წარმმართველი ძალა - ცრუ „სიონიზმი“...
წმინდა სიონი, ისევე როგორც იერუსალიმი, ძველი აღთქმიდან ახალ აღთქმაში, ანუ ქრისტეანობაში გაგრძელდა და აქაც სულიერ ორიენტაციაზეა აქცენტი და არა გეოგრაფიულ სიონსა და ისრაელზე...
ასევე, როცა, სისტემას და მის წარმმართველ „სიონისტებს“ ვამხელთ, ცხადია, არც გეოგრაფიული ისრაელის ადამიანების მათთან იდენტიფიკაციასა და ანტისემიტიზმზე არაა საუბარი;
ყოველი ადამიანი ღვთის გაჩენილია და როგორ შეიძლება რასიზმზე იყო ორიენტირებული; სამყარო ღმერთმა მოგვცა და რანაირად შეიძლება ტერორიზმით ანადგურებდე; ღმერთმა ყველას თავისუფლება გვიბოძა და როგორ უნდა დაიპყრო კაცობრიობა? რა გაიძულებს, რომ კეთილი საწყისი შეცვალო ბოროტით?
- აი, ამაში ვამხელთ უსჯულოების საიდუმლო სისტემას და მის წარმმართველ ძალას!
გასაგებია?!
კეთილგონიერება მაშინ გეუფლება, როცა რწმენით გაითავისებ ღმერთისგან შექმნილ ადამიანს, რომელიც ღმერთმა შექმნა განსაღმრთობად და აკურთხა - უპატრონე და ემსახურე სამყაროს, ფლორას, ფაუნას, მეუღლეს, შვილს, მოყვასს... როცა გაითავისებ - განკაცებული ღმერთის ადამიანისადმი სიყვარულს და მსხვერპლს, რომელიც სამოთხეში დასაბრუნებლად შეგწირა...
გთხოვთ, თვალთა მზერა ღმერთს გაუსწორეთ და დაინახავთ, ყურთასმენა პროწმინდანობისკენ გაამახვილეთ და არ მოტყუვდებით, სულიერება მშვინვიერებისგან და პოლიტიზირებისგან გაინთავისუფლეთ და სიმართლეს და სიმრუდეს გაარჩევთ.
ერთიანობა სჭირდება საქართველოს, ერთობა ჭეშმარიტებაში.
მადლობა ღმერთს, რომ მიმახვედრა ამ ყოველივეს.