ცრუსთავი-2 ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ არჩევნების წინ მოვლენათა ესკალაცია და სისხლიანი აურზაური განვითარდეს.
ვისაც ეს არ სჯერა, ის ან გონებრივად ბეცია, ან ორგანულად ნაცი!
უახლესი გამოცდილებაც გვიჩვენებს, რომ სააკაშვილთან ყოველდღიურ სატელეფონო კონსულტაციებს გადიან კონჩიტა გვარამია, მატრაკვეცა გაბუნია და ნაცხროვის ოდიოზური ფიგურები, რომელთაც ერთი სული აქვთ, რომ ქვეყანაში შეიარაღებული გადატრიალება მოხდეს, მხედველობაში მაქვს გვარამია-სააკაშვილის სატელეფონო დიალოგი, რომელიც გასაჯაროვდა და რომელშიც ტერორისტულ სცენარსა და სისხლიან ალიაქოთზე კეტდებოდა აქცენტი. ეს არავის არ უნდა დაგვავიწყდეს.
მართალია, სირაქლემას პოზაში მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების პატივცემული ელჩი - მისტერ იან კელი მომღიმარი და გაბადრული სახით, მხიარულად აცხადებდა, რომ მას ამ ჩანაწერების ავთენტურობაში ეჭვი ეპარება (მაშინ როცა თავად სატელეფონო დიალოგის მონაწილეებს არ უარყვიათ საუბრის ნამდვილობა), მაგრამ ფაქტი ჯიუტია, ნაციონალური მოძრაობა და მისი შტაბბინა - ცრუსთავი-2, ყველაფერს იკადრებენ და თავიანთი უტიფრობით, ამაზრზენობითა თუ სასაცილო უნამუსობით ვაბანკზე წავლენ! ისინი, ქვეყნის წარმატებაში - პირად მარცხს ხედავენ, ხოლო ქვეყნის წარუმატებლობაში - საკუთარ ბედნიერებას!
ეს ძალიან თვალშისაცემია და ამაზე მეტყველებს თუნდაც კანდელაკის ცოფიანი ძაღლივით სირბილი ევროსაბჭოში, სადაც ის ვიზალიბერალიზაციის დაუმსახურებლობაზე მიდის საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ.
მიუხედავად ბნელ და გაუნათლებელ მასაზე გათვლილი სიუჯეტებისა თუ გადაცემებისა, დარწმუნებული ვარ, რომ რევოლუციურ სცენარს ვერ ეღირსებიან და ვერც მოსახლეობას ვერ აიყოლიებენ, რადგან სიძულვილისა და ბოროტებისაგან აზროვნება წართმეული დეზინფორმატორი, აუცილებლად აღმოჩნდება პოლიტიკური ისტორიის სანაგვეზე!
აქვე ერთს დავძენ, ამ დიპკორპუსმა და უცხოელმა „დიდაქტიკოსებმა“ სწორედ ახლა უნდა აირჩიონ: სააკაშვილი თუ საქართველო.
ან ჩაყვებიან გახრწნილ საფლავში იმ მტარვალს, ან ცხოვრებაში ერთხელ მაინც შეულამაზებელ სიმართლეს იტყვიან და დადგებიან მომავლის გვერდით.
მოკლედ, ფაქტია, რომ სულით მახინჯები, ეგოისტები, მატერიალისტები და პოტენციური თუ განხორციელებული კრიმინალები ხართ ნაცებიც და მათი მხარდამჭერებიც!