ივერიონი / ვისაც კალამი უჭრის და ფუნჯიც ემარჯვება!

ვისაც კალამი უჭრის და ფუნჯიც ემარჯვება!

მათთვის, ვისაც სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს ლიტერატურულ კონკურს "ოდეონში" და სამხატვრო პლენერში!

 

ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, ლიტერატურულ კონკურს "ოდეონს" და სამხატვრო პლენერს, წელს, 28-29 მაისს ერთდროულად გამართავს უნიკალურ სოფელ ფარცხნალში. ეს ის სოფელია, სადაც დაიბადნენ და გაიზარდნენ მსოფლიოში ცნობილი უდიდესი მეცნიერები და ხელოვანები  და სადაც პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა 18 წლის გალაკტიონ ტაბიძე.

 

კონკურსში მონაწილეობას მიიღებს 20-25 მწერალი და ამდენივე მხატვარი. წელს გაიცემა მხოლოდ 2 პრემია - საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაწარმოებებისთვის. ჟიურის შემადგენლობა უცვლელია (ჟიურის თავმჯდომარე ბატონი როსტომ ჩხეიძე).

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველთა ანკეტების გადმოგზავნა იწყება შაბათს, 7 მაისს და გაგრძელდება 17 მაისამდე, ლიტერატურულ კონკურს "ოდეონში" მონაწილეობის მსურველთათვის დადგენილია შემდეგი კრიტერიუმები: გამოცემული უნდა ჰქონდეს 1 ან რამდენიმე წიგნი, გადმოგზავნოს ერთი რეკომენდაცია (სასურველია რეკომენდაცია იყოს ლიტერატორის, მწერლის, პოეტის, კრიტიკოსის), მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული რომელიმე ლიტერატურულ კონკურსში და იყოს ან კონკურსის გამარჯვებული, ან რაიმე ნომინაციის მფლობელი მაინც. ამ მონაცემებთან ერთად ელექტრონულად უნდა გადმოგზავნოს 1 გვერდის მოცულობის წინასაკონკურსო ნამუშევარი, რომლის თემაა "თავისუფლება" (ჟანრი შეუზღუდავია).

 

 

აქვე გთავაზობთ ანკეტის ფორმას:

 

სახელი ---------------------

 

გვარი -----------------------

 

მისამართი ------------------

 

ტელეფონის საკონტაქტო ნომერი ---------------

 

რომელ ლიტერატურულ კონკურსში გაქვთ მიღებული მონაწილეობა (აქვე მუთითეთ კონკურსში რომელი ადგილის მფლობელი გახდით) -------------------

 

რატომ გსურთ ლიტერატურულ კონკურს "ოდეონში" მონაწილეობის მიღება -----------------

 

ხელმოწერა ------------------------

 

შევსების თარიღი -------------------

 

დამატებითი კითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ ტელეფონის ნომერზე 557192332

 

 

 

* * *

რაც შეეხება პლენერში მონაწილე მხატვრებს, მსურველთა ანკეტების მიღება ასევე იწყება 7 მაისიდან და გაგრძელდება 17 მაისამდე, მათ ელექტრონულად უნდა გადმოგზავნონ 2 ნამუშევარი საკუთარი კოლექციიდან. 

 

ანკეტის ფორმა მხატვრებისთვის:

 

სახელი ---------------------

 

გვარი -----------------------

 

მისამართი ------------------

 

საკონტაქტო ნომერი -------------------

 

რატომ გსურთ სამხატვრო პლენერში მონაწილეობის მიღება -------------------

 

ხელმოწერა --------------------- 

 

თარიღი -------------------

 

სამხატვრო პლენერში მონაწილეობა ისევე, როგორც შარშან, წელსაც საქველმოქმედო ხასიათს ატარებს, რაც გულისხმობს იმას, რომ ტილო და სხვა საჭირო მასალები ნახატის შესაქმნელად მხატვარმა თავად უნდა უზრუნველყოს...

 

 

სამხატვრო პლენერს არ ექნება კონკურსის ხასიათი, თუმცა გამოიცემა კატალოგი შექმნილი ნამუშევრების მიხედვით.

 

ორივე კონკურსის მონაწილენი იცხოვრებენ ოჯახებში. 

 

ლიტერატურული კონკურსი დაიწყება 28 მაისს 13:00 საათზე და დასრულდება 29 მაისს იგივე დროს.

 

კონკურსის მონაწილენი დანიშნულების ადგილზე უნდა გამოცხადდნენ 28 მაისს, 11:00 საათზე.

 

ადამიანებს, ვისაც სურთ, თავიანთი წვლილი გაიღონ ამ ორი კონკურსის ღირსეულად და მაღალ დონეზე ჩატარებაში, შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი მხარდაჭერა (გასულ წელს, ჩვენ ბევრი ასეთი მხარდამჭერი გვყავდა: არა მარტო ქართველი, არამედ ებრაელი მეგობრებიც).

 

ვისაც გიყვართ ლიტერატურა და მხატვრობა, მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ ეს ორი კონკურსი ტარდება რეგიონის ულამაზეს და მსოფლიოში უნიკალურ სოფელში, გთხოვთ გამოხატოთ თქვენი მხარდაჭერა.

 

კონკურსის მინდინარეობის პერიოდში გარეშე პირები დაიშვებიან მხოლოდ გახსნაზე, დახურვაზე და 28 მაისს, საღამოს 7 საათზე, სპექტაკლზე "ფარცხნალი - კორიფეთა სამკვიდრო", რომელიც გაიმართება სოფლის ცენტრში, გალაკტიონ ტაბიძის მიერ დარგული ცაცხვის ქვეშ.  ცაცხვი პოეზიის მეფის პატივსაცემად "გალაკტიონის ცაცხვის" სახელწოდებას ატარებს.

 

29 მაისს, 14:00 საათზე, ამავე ცაცხვის ქვეშ გაიმართება პლენერზე შექმნილი ნამუშევრების გამოფენა.

 

განსაკუთრებულ მხარდაჭერას ვთხოვთ ფარცხნალელებს - არა მარტო მათ, ვინც დღეს იქ სახლობს, არამედ იმათაც, რომლებიც დედაქალაქში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ცხოვრობენ.

 

 

5-05-2016, 16:08
უკან დაბრუნება