ივერიონი / გია ხუხაშვილი ტარიფების დაწევაზე საუბრობს

გია ხუხაშვილი ტარიფების დაწევაზე საუბრობს

"ძირითადი რესურსი აქ არის ის საინვესტიციო კომპონენტი ტარიფში, რომელსაც კომპანიები არასათანადოდ ასრულებენ. ვფიქრობ, აუცილებელი გახდება მშვიდ ვითარებაში კომპანიებთან მოლაპარაკება", - აღნიშნა ხუხაშვილმა "პალიტრა.ტვ"-ს ეთერში, ტარიფების კლებასთან დაკავშირებით.

 

ხუხაშვილის განცხადებით, ბევრი დაბრკოლება არსებობს, რაც  ნელ-ნელა იჩენს თავს და  პრობლემებს ქმნის ტარიფების დაწევის საქმეში. 

 

 "იმ ადამიანებს, რომლებიც კოალიციასთან იყვნენ დაახლოებული, რეალურად ჰქონდათ ტარიფების შემცირების სურვილი და გააჩნდათ რაღაც გათვლებიც, თუმცა, ეს გათვლები ხშირ შემთხვევაში არ ემყარებოდა კონკრეტულ მონაცემებს და ამას ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ერთია, როცა ითვლი თეორიულად იმ პარამეტრებით, რაც ხელთ გაქვს, მაგრამ მეორეა, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ტარიფებთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პარამეტრი  დახურული იყო - მოულოდნელი პარამეტრები აღმოჩნდა, მათ შორის არამიზნობრივად აღებული ვალდებულებების სახით, როგორც ნავთობისა და გაზის კორპორაციაში, ისე სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში", - განაცხადა  ხუხაშვილმა.

24-11-2012, 10:44
უკან დაბრუნება