ივერიონი / „ქართული ოცნების“ #1 სირცხვილი!

„ქართული ოცნების“ #1 სირცხვილი!

„ჩემს თავსაც ვადანაშაულებ, რომ ის თავის დროზე ავირჩიეთ მაშინ, როცა არსებობდა გაცილებით ღირსეული კანდიდატი - დიმიტრი ლორთქიფანიძე, მაგრამ, „ქართულმა ოცნებამ“ მაშინ „რესპუბლიკელების“ ზეწოლით პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო... მეც არ გამიპროტესტებია, რადგან, სათანადოდა არ ვიცნობდი და არ ვიცოდი თუ მისი მხრიდან ასეთ ქმედებებს ექნებოდა ადგილი“ - სინანულით აცხადებს ამ ბოლო დღეებში აღიარებული პროტესტანტი თამაზ მეჭიაური.

 

ცუდია, რომ პარლამენტარს, რომელმაც ბოლო აქტიურობებით ლამის ეროვნული მოღვაწის მანტია მოისხას, 3 წელი დასჭირდა იმაში დასარწმუნებლად, რომ უჩა ნანუაშვილის სახალხო დამცველად დამტკიცება არა მარტო შეცდომა, არამედ, საზოგადოების დაცინვა იყო!

 

ცუდია, როცა თავიანთ „შეცდომებს“ თუ „დანაშაულებს“ ადამიანები მხოლოდ მაშინ ამჩნევენ, როცა „ტოპკის“ აწევა და საზოგადოების გაძლიერებული ყურადღება სჭირდებათ!

 

ბატონმა მეჭიაურმა ამ „აღიარებით“ შეიძლება „გორდიას კვანძი“ ბოლომდე არ გახსნა, მაგრამ, საზოგადოებას მნიშვნელოვანი გზავნილი მისცა - „რესპუბლიკელები“ კიდევ ერთხელ ჩაუშვა და „ქართული ოცნების“ უპრინციპობაც (იქნებ ვცდები და მათაც ასე უნდოდათ) დაამტკიცა.

 

სხვათაშორის, ძალიან  ეხამუშება ყურს - სიტყვა „პოლიტიკური გადაწყვეტილება“. ბატონი თამაზი არ აკონკრეტებს: „ოცნებამ“ რესპუბლიკელების“ დაჟინებულ მოთხოვნას გაუწია ანგარიში, თუ ნანუაშვილის სახალხო დამცველობა უფრო „ზემოდან“ იყო ნაბრძანები!

 

მეორეც, თუ მაშინაც თვლიდა, რომ დიმიტრი ლორთქიფანიძე გაცილებით „ღირსეული“ კანდიდატურა იყო, რატომ არ შეაწუხა „სინდისის ჭიამ“ და რატომ არ შეაპარა (აბა კატეგორიულობას როგორ გაბედავდა) თანაგუნდელებს, რომ უჩა ნანუაშვილის სახალხო დამცველის პოსტზე დამტკიცებით ისინი საზოგადოების არჩევანს უპირისპირდებოდნენ (ყველას გვახსოვს, რა მხარდაჭერა ჰქონდა მაშინ საზოგადოებისგან დიმიტრი ლორთქიფანიძეს).

 

მესამეც, თუ „სათანადოდ არ იცნობდა“ და „არ იცოდა მისი მხრიდან ასეთ ქმედებებს ექნებოდა ადგილი“, როცა გაიგო, ვინ იყო (ნანუაშვილი დღეს არ გამხდარა საზოგადოებისთვის მიუღებელი ფიგურა), რატომ აქამდე არ იყვირა? ახლა გაიგო, რომ იგი მხოლოდ ლგბტ-ს უფლებების დამცველია?!

 

მოდით, დროებით თავი დავანებოთ უჩა ნანუაშვილს და გავიხსენოთ, როდის შეიქმნა საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტი და რა ფუნქცია შეუსრულებია მას ხალხის უფლებების დაცვის თვალსაზრისით...

 

თუმცა, ვიდრე სახალხო დამცველის ინსტიტუტის ეფექტიანობაზე ვისაუბრებთ, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ინსტიტუტის შექმნის მიზანი ადამიანის უფლებების დაცვაზე ზრუნვა არ ყოფილა - მიუხედავად იმისა, რომ შიგადაშიგ სახალხო დამცველის ანგარიშებში „მწვავე“ შეფასებები ეძლეოდა ადამიანის უფლების დარღვევის ფაქტებს საქართველოში, ეს შეფასებები მხოლოდ ფასადურ ხასიათს ატარებდა და შედეგზე არ იყო ორიენტირებული - არავის ახსოვს სახალხო დამცველის „პრინციპული“ პოზიციის გამო ხელისუფლებას (სამართალდამცავ ორგანოებს) უკან დაეხია. გამონაკლისს წარმოადგენს ლგბტ-სთან დაკავშირებული „პრინციპული“ განცხადებები, სადაც ნამდვილად იგრძნობა, რომ სახალხო დამცველის აპარატი მუშაობს!

 

აქედან გამომდინარე შეიძლება მარტივი დასკვნა გაკეთდეს: სახალხო დამცველის ინსტიტუტი სწორედ ლგბტ-ს უფლებების დასაცავად არის შექმნილი. ტყუილი კი არ უთქვამს ბ-ნ თამაზ მეჭიაურს, რომ „უჩა ნანუაშვილი მხოლოდ ლგბტ-ს უფლებების დამცველია“-ო! ჩვენ ამას ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობთ, მაგრამ სულ სხვაა, როცა ხალხის აზრს ამჯერად „ამბოხებული“, მაგრამ, მაინც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელიც იზიარებს.

 

უჩა ნანუაშვილი, რომ „ქართული ოცნების“ #1 სირცხვილია, მისი ინიციატივებიდანაც ჩანს. ერთ-ერთი შთამბეჭდავი მაგალითი მისი მხრიდან სქესის შეცვლის გამარტივების ინიციატივაა. ასევე მისგან ხშირად გვესმის, რომ საქართველოში ირღვევა ლგბტ-ს წარმომადგენელთა უფლებები, იგი ემხრობა ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებასაც. ვერ დავამტკიცებ, მაგრამ, ალბათ, ჰომოსექსუალებისთვის შვილის აყვანის პროცედურის დაკანონებაზეც არ იტყოდა უარს...

 

აქედან გამომდინარე, იბადება მარტივი კითხვა: უჩა ნანუაშვილი საქართველოს სახალხო დამცველია თუ მართლა ჰომოსექსუალების, ბისექსუალების, ტრანსგენდერებისა და ლესბოსელების უფლებების დამცველი?

 

ყოველივე ამის ფონზე სავსებით გასაგებია, თუ რატომ არ დაამტკიცეს ჭეშმარიტი მართლმადიდებელი, კვალიფიციური იურისტი და უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველად (რომელსაც, როგორც ზემოთ ვთქვი, მხარს საზოგადოების დიდი ნაწილი უჭერდა) და რატომ ამჯობინეს მას სექტანტი (ანტიმართლმადიდებელი) უჩა ნანუაშვილი.

 

გასაგებია ისიც, თუ რისთვის და რატომ შეიქმნა საქართველოში სახალხო დამცველის ინსტიტუტი (მერე რა, რომ ამ ინსტიტუტის შექმნა შევარდნაძის პერიოდს უკავშირდება) და როგორ იყენებენ მას ჰომოფობიური „გამოხტომების“ აღსაკვეთად და უმცირესობის უფლებების დასაცავად უმრავლესობის უფლებების საზიანოდ!

 

ასე რომ, როცა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო რეიტინგზე მიდგება საქმე, უჩა ნანუაშვილიც არ დაგავიწყდეთ!!!

 

მე კარგი, შეიძლება ინტრიგანობაში ჩამეთვალოს, მაგრამ, თაამაზ მეჭიაურსაც რომ არ მოსწონს?!

 

                        ზაურ ნაჭყებია

18-05-2016, 16:33
უკან დაბრუნება