გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა გეპატიჟებათ ღონისძიებაზე – “ქართლის ღვინის ფესტივალი ატენი 2016″.
ფესტივალზე სტუმრები დააგემოვნებენ ქართლში არსებული ვაზის ჯიშებისგან დაწურულ ღვინოს. სტუმრებს მარანში, ქართულ ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი მსახიობები და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული მეარღნე უმასპინძლებენ. გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა მოაწყობს ფაცხებს, სადაც გამოფენილი იქნება სოფლის ნობათი და ღვინო. ორბელიანების ეზოში მოეწყობა სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან მოწვეული ქართული რეწვის ოსტატების ნიმუშების გამოფენა – გაყიდვა.
ორბელიანების ეზოში, ღია ცის ქვეშ გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლები “მაჩაბელა,”და “ქსოვრელები”, ქორეოგრაფიული ანსამბლი “ჩუქურთმა,”ინდივიდუალური შემსრულებლები ტატო გოდერძიშვილი, მერაბ ვარდოსანიძე, სოფო ბედია, ნინო ტერმაკოზაშვილი და ნინო კოჩუაშვილი.
ფესტივალზე დასასწრებად გორის მუნიციპალიტეტი უმასპინძლებს სტუმრებს პოლონეთიდან და საფრანგეთიდან.
“ქართლის ღვინის ფესტივალი ატენი 2016″ წელს პირველად ტარდება და ტრადიციულ ხასიათს მიირებს. ფესტივალის მიზანია ქართლში დაწურული ღვინის პოპულარიზაცია.