გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები შეხვედრებს საგარეჯოში, გურჯაანში, ყვარელსა და თელავში გამართავენ. შეხვედრების მიზანია განათლების ეროვნული ცენტრის ახალი გეგმების გაცნობა და დირექტორებისა და პედაგოგების მოსაზრებების მოსმენა.
24-25 ნოემბერს მაია მიმინოშვილი თელავსა და გურჯაანში გამართულ შეხვედრებს დაესწრება, ხოლო ყვარელსა და საგარეჯოში განათლების მუშაკებს სამომავლო გეგმებს განათლების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, ივა მინდაძე გააცნობს.