„ჩვენ აქამდე გვყავდა ბელადების მიერ და მათი პოლიტიკური გემოვნებით შედგენილი პარლამენტი. ჩვენ არ გვყავდა პიროვნებათა პარლამენტი. საქართველოს კი სჭირდება არა ბელადების გემოვნებით შერჩეული არამედ პიროვნებათა და პიროვნებაზე ორიენტირებული პარლამენტი. - აცხადებს თეთრების ლიდერი თემურ შაშიაშვილი.
ამავე დროს, თეთრების ლიდერის აზრით, ყველა პარლამენტი აქამდე იყო მოლაპარაკე პარლამენტი. ჩვენ არ გვყოლია კანონშემოქმედი პარლამენტი.
„დამოუკიდებლობის წლებში საქართველოს ჰყავდა სამი ტიპის პარლამენტი.
„პირველი პარლამენტი, გამსახურდიას პარლამენტად ცნობილი, იყო სერიოზულად ეროვნული იდეით დატვირთული ადამიანებით. მეორე პარლამენტი შევარდნაძესთან იყო დაკავშირებული და იყო პოლიტიკოსების პარლამენტი. შემდგომი და ყველა მომდევნო პერიოდი არის დაკავშირებული ფულთან. პირველმა პარლამენტმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა, მეორე პარლამენტმა მიიღო საქართველოს კონსტიტუცია. ყველა დანარჩენი დაინტერესებულია ფულით და დაკავშირებულია მხოლოდ ფულთან. რაც მეტი ფული დაიხარჯება არჩევნებზე, მით მეტ ფულს ამოიღებენ ისინი, ვინც ამ ფულს ხარჯავს!“
6 ივნისი, 2016 წ.