-რას იტყვით “პატრიოტთა ალიანსისა“ და მასთან შეამხანაგებული 5 პოლიტიკური პარტიის შესახებ?
-ინაშვილს ეს პარტიები არაფერში არ სჭირდებოდა. ეს გაერთიანება მხოლოდ კოალიციის ილუზიურობას ქმნის, რომელიც “პატრიოტთა ალიანსს“ „დიდ სისხლად“ არ დაუჯდება - თითო-თითო, ან 2-2 ადგილს მისცემს სიაში ამ პარტიებს, სამაგიეროდ თვითონ საარჩევნო პროცესში უფასო მოლაპარაკე თავებს და ოპონენტების ნაცვლად მოკავშირეებს შეიძენს, რომლებიც, ფაქტობრივად, “პატრიოტთა ალიანსის“ აქსესუარი იქნებიან და სხვა არაფერი.
ესაუბრა ია ჯღარკავა