ივერიონი / თემურ შაშიაშვილი: ცრუ მოლოდინებს უნდა დავემშვიდობოთ!

თემურ შაშიაშვილი: ცრუ მოლოდინებს უნდა დავემშვიდობოთ!

დიდი ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვებამ აჟიოტაჟი გამოიწვია მთელს მსოფლიოში. საქართველოშიც ამასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობაა. ევროკავშირის მომხრენი და მოწინააღმდეგენი საკუთარ შეფასებებს აკეთებენ.

„თეთრების“ ლიდერის, თემურ შაშიაშვილის აზრით, ბოლოდროინდელი მოვლენები ევროკავშირის კრიზისზე მიგვითითებს, რის შესახებას ის ჯერ კიდევ ორი წლის წინ საუბრობდა. მაგრამ განსაკუთრებით შემაშფოთებლად მას მიაჩნია პოლიტიკური ძალებისა და ხელისუფლებების მიერ ნატოსა და ევროკავშირში ქვეყნის გაწევრიანების თემის გამოყენება საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის და არა ქვეყნის ინმტერესებიდან გამომდინარე.

„მიგვაჩნია,რომ ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავება კარგი მოვლენაა, თუმცა განსაკუთრებული ხაზგასმა მინდა გავაკეთო ერთ მეტად დამაფიქრებელ მომენტზე, ევროკავშირსა და ნატოსკენ საქართველოს სწრაფვა გარკვეული პოლიტიკური ძალებისთვის ხელისუფლებისთვის ბრძოლისა და ძალაუფლების შენარჩუნების იარაღად იქცა.

ამ თემების პოლიტიზება დაიწყო შევარდნაძის მმართველობიდან, გრანდიოზული მასშტაბები მიიღო „ნაცმოძრაობის“ ეპოქაში და გრძელდება „ოცნების“ პერიოდშიც.

ნატოსკენ და ევროკავშირისკენ გამალებულმა სწრაფვამ დაგვავიწყა საქართველო, ქართული ინტერესები. ჩვენ გაცილებით მეტს ვფიქრობთ ევროპელ ლიდერთა კეთილგანწყობის მოპოვებაზე, ვიდრე, ქვეყნის ინტერესებზე.

თუმცა, არაერთხელ, პირად საუბრებში, თვით ევროპელი პოლიტიკოსები, მათ შორის მაღალი პოლიტიკური ეშელონების წარმომადგენლებიც ღიად და დაუფარავად გვეუბნებიან, რომ საქართველოს გაწევრიანება როგორც ნატოში, ასევე ევროკავშირში უახლოეს მომავალში უტოპიურია. ისინი გამოხატავენ გაკვირვებას, რომ საქართველოს ხელისუფლებებმა და გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა მოსახლეობას შეუქმნეს გრანდიოზული ცრუ მოლოდინი ამასთან დაკავშირებით.

როგორც ბოლო მოვლენებმა დაადასტურა, თვით ევროკავშირია კრიზისში . დიდმა ბრიტანეთმა უკვე დატოვა ეს გაერთიანება. ასეთივე განწყობა ძლიერდება ბევრ სხვა უკვე წევრ ქვეყანაში.

მასიურად მიდის საუბარი ევროკავშირზე, როგორც ახალ საბჭოთა კავშირზე. ბებერი ევროპის წარმომადგენლები შეწუხებულნი არიან იმით, რომ ვეროკავშირში მიღება დემოკრატიულ, ეკონომიკურ და სულიერ ღირებულებებს კი არ ეყრდნობა, არამედ, პოლიტიკური ნიშნით ხდება“ .
 

1-07-2016, 11:16
უკან დაბრუნება