დღეს, ზუგდიდის წმინდა ლუკას სახელობის კლინიკაში 44 წლის ნაოპერაციები პაციენტი, ლალი აქუბარდია გარდაიცვალა.
ოჯახის წევრების განმარტებით, პაციენტი დღეს გაწერეს და სახლში უნდა წასულიყო. ჩაცმისა და ფეხზე წამოდგომის შემდეგ იგი უეცრად გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ახლობლები პრეტენზიას აცხადებენ საავადმყოფოს ექიმების მიმართ და გამოძიების დაწყებას ითხოვენ.
რამდენიმე დღის წინათ, გარდაცვლილს საშვილოსნოს ოპერაცია ქირურგმა გიორგი გეგეჭკორმა ჩაუტარა.
ლალი აქუბარდია ზუგდიდის რაიონის სოფელ რიყედან იყო.