ძვირფასო მეგობრებო!
რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა 2 დღის წინ მივმართეთ საზოგადოებას, რომ მზად ვართ გოდერძი ჩოხელის ვაჟის - ნიკა ჩოხელის დასახმარებლად და სიცოცხლის გადასარჩენად გავმართოთ საქველმოქმედო სპექტაკლები საქრთველოს ყველა კუთხეში, საიდანაც კი გვექნება გამოხმაურება.
ვინც პირველი შეგვეხმიანა და შემოგვთავაზა დარბაზი სპექტაკლის გასამართად, გახლდათ ჩვენი ებრაელი მეგობრები - გულისხმიერი ადამიანები, მხატვარ დიზაინერი, ბატონი მაქს შავიტი და მისი მეუღლე, ქალბატონი ლეა შავიტი... აი, გამოხმაურება: "ოსკარ შინდლერის აკადემიის" სახელით, მეირ და ლეა შავიტი ვეხმაურებით ქალბატონი იზა ვეფხვაძის ამ სასიკეთო მოწოდებას და აკადემიის ინიციატივით "არტ ჰოლის" ხელმძღვანელობასთან ერთად, ვთავაზობთ ქალბატონ იზა ვეფხვაძეს, ამ დიდებულ ხელოვანს და ღირსეულ ადამიანს "არტ ჰოლის" საკონცერტო დარბაზს წარმოდგენის ჩასარტარებლად.
მადლობა ქალბატონ ნანა გოდერძიშვილს "არტჰოლის" დირექტორს გულისხმიერებისა და მხარდაჭერისათვის !
მეგობრებო, გთხოვთ ყველას, ეწვიოთ და დაესწროთ 15 ივლისს, საღამოს 19.00 სათზე, "არტჰოლის" საკონცერტო დარბაზში იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურულ სპექტაკლს " ამ მიწის ბედი ჩემი ბედია", რომელიც ეძღვნება გოდერძი ჩოხელის ცხოვრებას და შემოქმედებას და მიმართულია გოდერძი ჩოხელის ვაჟის გადასარჩენად... (ნაძალადევის რაიონი, ცოტნე დადიანის ქუჩა 26, „არტჰოლის“ შენობა). „ერთად ვაკეთოთ სიკეთე..."
აქვე გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ შემოწირული თანხა, იმავე დღეს აღირიცხება, სპექტაკლის შემდეგ გამოცხადდება შემომწირველები და თანხის რაოდენობა და გადაირიცხება დახმარების ფონდში სპეციალური კომისიის მიერ.
გთხოვთ არ დაიზაროთ მოსვლა და თუნდაც სულ მცირე თანხის გაღება...
სიკეთე გადამდებია...