არც დავით აღმაშენებელს მოუგია „დიდგორის ბრძოლა“ იმისთვის და არც ილია ჭავჭავაძეს დაუბარებია „საგურამოში“ ქართველებისთვის, რომ მომავალ თაობებს არ გაეხარათ საკუთარ სამშობლოში და რომ ჩინოვნიკები შემომსხდარიყვნენ შავ ჯიპებზე და მსუყე ხელფას-პრემიებით გასუქებულებს შიმშილისგან სული ამოეხადათ საკუთარი ხალხისთვის.
დიახ, დადგება დრო საქართველო ბოდიშს მოუხდის უცხოეთში ლუკმა-პურისთვის გადახვეწილ ქალბატონებს, ასევე გაუბედურებულ, განწირულ და იძულებით გზას აცდენილ ჩვენს ახალგაზრდა ბიჭებს, რომელთა დასასაქმებელი საბიუჯეტო თანხები, პირიქით მოპარული და გადაქაჩულია მსოფლიოს სხვადასხვა „ოფშორულ ზონებში“!