მატრაკვეცა ბომონდისა და სნობური ფსევდოელიტის უტიფრული სტიგმები თუ სტერეოტიპები:
1) თუ ხარ კონსერვატიული შეხედულებების, იცავ ტრადიციულ ღირებულებებსა და ოჯახურ ფასეულობებს – შენ რუსოფილი და კრემლისგან მართული აგენტი ხარ!
2) თუ ამბობ, რომ ჰომოსექსუალური ურთიერთობა არის ცოდვა და ოჯახი ნიშნავს ქალისა და მამაკაცის ქორწინებით ერთობას – შენ ჰომოფობი, ექსტრემისტი და საბჭოურ მენტალიტეტში ჩარჩენილი რუდიმენტი ხარ!
3) თუ მიგაჩნია, რომ ზნეობრივი პრინციპები, მორალური მრწამსი და ეთიკა შენთვის მნიშვნელოვანია – შენ რეტროგრადი, პროგრესისა თუ მულტიკულტურალიზმის მოწინააღმდეგე ობსკურანტი და სექსუალურად არარეალიზებული პერსონა ხარ!
4) თუ აცხადებ, რომ ქრისტიანულ მრწამსზე დამყარებული სინდისი, სახელმწიფოებრივი სუვერენულობის ცნება და შიდა საზოგადოებრივი აზრი უფრო უპირატესია, ვიდრე ევროკავშირის დირექტივა და თეთრი სახლის იმპერატიული ბრძანება – შენ ფუნდამენტალისტი, იზოლაციონისტი, ანარქისტი, ევრაზიულ სახლს ადევნებული მონა, განვითარების მოწინააღმდეგე და ანტიჰუმანისტი ხარ!
5) თუ ფიქრობ, რომ ქორწინებამდელი სექსი მიუღებელია, მარიხუანა მავნეა და კლუბური წვეულებები უსარგებლო – შენ ჩაკეტილი, ჩამორჩენილი და დეპრესიული არსება ხარ!
6) თუ ცდილობ, რომ საპირისპირო სქესთან მიმართებაში, კერძოდ, საუბრისას იყო თავაზიანი, მოკრძალებული და ზრდილობიანი – შენ მასთან ფლირტს ეწევი და მისი მონუსხვა გინდა!
7) თუ არ გიყვარს ფუფუნება, ფანცხრომა, კომფორტი და სიამოვნება – შენ ბედნიერება არ იცი რას ნიშნავს და თუ ეგ ყველაფერი არ გაგაჩნია, ე.ი. ჯერ არ გაქვს ნანახი ნამდვილი ცხოვრება!
8) თუ პიროვნება ნაკითხია, ფლობს ინტელექტუალურ რესურს, ფართო ერუდიციას და ურთიერთობისას ცდილობს, რომ გაგიზიაროს თავისი სულიერი აღფრთოვანება – ის ძალიან მძიმე, დამღლელი, თავისებური და მოსაბეზრებელი ვინმეა!
9) თუ ტანსაცმელს თბილისი მოლში და პრესტიჟულ მაღაზიებში არ იყიდი ან თუ ვინმე გეი დიზაინერი არ გიკერავს – შენ უხარისხო, დაპატენტებული და ბანძი სამოსი გაცვია, რომელსაც რომ მოკლა ვერ ჩაიცმევენ თურმე!
10) თუ ეკლესიურად ცხოვრობ, უჯერებ მოძღვარს და ლოცულობ – შენ რაღაცნაირი ხარ, ერთის მხრივ მოთხოვნაა, რომ იყო უტოპიურად უცდომელი, ხოლო მეორეს მხრივ კი იმდენად ტოლერანტული რომ ყოველგვარ დეცმულობაზე შემწყნარებლურ ტონში ისაუბრო და უკეთურება ლმობიერებით მიიღო!
11) თუ ათეისტი ხარ, კადნიერად საუბრობ საკრალურ თემებზე და თამამად მკრეხელობ – შენ თავისუფლების ექსკლუზივი გაქვს და დაძლეული გაქვს “კომპლექსების ბუდე”, რაც თურმე და შენს “ნაღებ ტიპობაზე” მეტყველებს !
დასკვნა: ასეთ ბიოორგანიზმებს, ადამიანობა აქვთ პიროვნულობის გარეშე. მათი გული გამხმარია – ისე როგორც ფესვებჩაჭრილი ხე, სული – უგრძნობი, როგორც ქანდაკება, ხოლო გონება – ამპარტავანი, რომელიც ვერასოდეს ხედავს საკუთარ რეალობას. ეს სამივე წიაღი კი ეგოიზმის ტალახში აქვთ ამოსვრილი და ვისაც ამის ჩამორეცხვა სურს – იმას ჯერ ზედაც არ უყურებენ, მერე დასცინიან, ბოლოს კი გავეშებით ებრძვიან ხოლმე!