"ყაჩაღი, ბანდიტი – იძებნება კახა ოქრიაშვილი" – მორიგი"თავდასხმა" "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის და ერთ-ერთი დამფინანსებლის ამჟამად "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, კახა ოქრიაშვილზე. ოქრიაშვილის ფოტოები მსგავსი წარწერებით უკვე მერამდენედ გამოჩნდა დმანისში, სადაც, ბიზნესმენი ზუსტად ერთ თვეში საკუთარი ძალების მოსინჯვას აპირებს. თუ ოქრიაშვილის ბექრაუნდით ვიმსჯელებთ, ოცნებას არც თუ საიმედო დასაყრდენი ყავს შერჩეული. რაც შეეხება იმას, თუ ვინ ცდილობს ოქრიაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის "გალამაზებას" ამაზე ჩვენი ჟურნალისტები უკვე მუშაობენ, სულ მალე დეტალები GNN-ზე.