ივერიონი / მამუკა გიორგაძე: დებატებში ვიწვევ პუტინის თაყვანისმცემელ ნინო ბურჯანაძეს!

მამუკა გიორგაძე: დებატებში ვიწვევ პუტინის თაყვანისმცემელ ნინო ბურჯანაძეს!

30 აგვისტოს „რუსთავი-2“-ის ეთერით გასული გადაცემის მსვლელობისას „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“  ორგანიზაციის ლიდერმა, საკუთარ პოლიტიკურ წარსულთან დაკავშირებით  გარკვეული კომენტარები
გააკეთა.

ჩვენი შეფასებით, ქალბატონი ნინო, რბილად რომ ვთქვათ, ეშმაკობს და ცდილობს საკუთარი ცოდვები სხვას გადააბრალოს. მის პოლიტიკურ ცუღლუტობას ყურადღებას არ მივაქცევდით, იგი  რუსული პოლიტიკური პროპაგანდის ერთ-ერთ პოსტულატს რომ არ აჟღერებდეს.

ქ-ნი ნინოს განმარტებით, იგი იყო საქართველოს ნატოში გაერთიანების მომხრე, ვინაიდან ჩვენს ტერიტორიაზე აღარ იმყოფებოდა რფ-ის სამხედრო ძალები და იგი დასავლეთთან სამხედრო-პოლიტიკურ კავშირს  პერსპექტიულად მიიჩნევდა. მაგრამ მას შემდეგ რაც ბუქარესტის სამიტზე არ მოხდა საქართველოსთვის მაპის მონიჭება და, განსაკუთრებით, 2008 წლის ომის შემდეგ მან პოზიცია შეიცვალა.

პოზიციის შეცვლა ქ-ნმა ბურჯანაძემ ახსნა იმ გარემოებით, რომ თითქოსდა ზემოხსენებულმა ფაქტებმა მას დაანახეს დასავლეთის მხრიდან საქართველოს ნატოში ინტეგრაციის სურვილის არქონა და რუსეთის მიმართ დასავლეთის შიში.

ნატოში გაწევრიანების და, ზოგადად, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ერთ-ერთი უმთავრესი პირობა, როგორც ცნობილია, არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება და მისი ხელისუფლების თანმიმდევრული ერთგულება ზოგადსაკაცობრიობო ღირებულებებისადმი. საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ, რომელშიც ქ-ნი ნინო, მისივე განმარტებით, მეორე პირს წარმოადგენდა, მსოფლიოს თავი დაანახა, როგორც უპრინციპო, არადემოკრატიულმა და რუსეთის სპეცსამსახურებთან საეჭვო კავშირების მქონე ძალამ.

რუსეთის შიშის გამო კი არ შეიკავა თავი ნატომ მაპ-ის მოცემაზე, არამედ იმიტომ, რომ ის არ ენდო საქართველოს ხელისუფლებას, ანუ სააკაშვილ-ბურჟანაძის რეჟიმის არაადამიანურმა და ანტისახელმწიფოებრივმა ქმედებებმა დააკარგვინეს საქართველოს შანსი მჭიდრო ინტეგრაციაში შესულიყო ცივილიზებულ სამყაროსთან.

გაგახსენებთ, ამ პერიოდში მოხდა საკუთრების ხელყოფის მრავალი ფაქტი,  ქუჩაში ხალხის განუკითხავი დახვრეტები, მედიის, სასამართლოს და ბიზნესის მონოპოლიზება, 7 ნოემბრის მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევა  არაადამიანური მეთოდებით, რომელშიც ქ-ნი ბურჯანაძის როლი საყოველთაოდაა ცნობილი. 

სწორედ იმ პოლიტიკური გუნდის საქმიანობამ, რომელსაც იმ დროს ქ-ნი ნინო წარმოადგენდა გაუმყარა საფუძველი ეჭვს, რომ საქართველოს „რუსულ თამაშში“ ჩართულობის შესახებ (მაგალითად ირაკლი ოქრუაშვილის „პოლიტიკური“ საქმიანობაც კმარა, რომელიც თანმიმდევრულად იკავებდა საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრების პოსტებს).

ქ-ნი ბურჯანაძე დღესაც ირწმუნება, რომ ვლადიმერ პუტინი საქართველოს მტერი კი არა, დიდი პოლიტიკოსია. დარწმუნებული ვართ იგი ვერ უარყოფს, რომ ადრეც ასევე იყო მოხიბლული რუსეთის პრეზიდენტის შარმით.

გემოვნებაზე, რა თქმა უნდა არ დაობენ, მაგრამ კრემლის რეჟიმისადმი სიმპათია რეალური ფაქტორია პოლიტიკოსის იდეოლოგიური მრწამსისა და ფასეულობების განსასაზღვრავად, მითუმეტეს, როდესაც საუბარია ოკუპანტი ქვეყნის ლიდერზე (არაფერს ვამბობთ სააკაშვილთან ერთად მოწყობილ სისხლიან დრამაზე 2011 წლის 26 მაისს).

ქ-ნმა ნინომ საკუთარი პრინციპები არა მხოლოდ პოლიტიკაში გამოავლინა. ოპოზიციაში გადასვლის შემდეგაც, მიუხედავად იმისა, რომ მან დაგმო, ის რასაც აკეთებდა 2008 წლამდე, პოლიტიკოსს ნ. ბურჯანაძეს არ ეყო ძალა უარი ეთქვა სააკაშვილისგან სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად მიღებულ საჩუქარზე - 31 696 კვ მეტრ მიწის ნაკვეთზე წყნეთში.

პირადად ქ-ნი ბურჯანაძის და ზოგადად „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების იდეოლოგიური არამდგრადობა და პოლიტიკური უპრინციპობა, სიხარბე და გაუტანლობა გახდა მიზეზი დასავლეთის მხრიდან საქართველოსადმი უნდობლობისა. „რუსეთის შიში“ კი მხოლოდ საკუთარი მოღალატური როლის დასაფარად არის მოგონილი.

სახალხო პარტია არ დაუშვებს, რომ რომელიმე პოლიტიკურმა ფიგურამ  თავისი პიროვნული ინტერესის თუ რუსეთის სპეცსამსახურების დავალებით  საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანოს!

პ.ს. ადრე ქ-მა ნინომ ბრძანა, რომ მზად იყო დაჯდომოდა ნებისმიერ პოლიტიკოსს პირდაპირ ეთერში და ესაუბრა ამ საკითხებზე.

ჩვენ მზად ვარ ქ-ნო ნინო სადებატოდ.

„სახალხო პარტია“
მამუკა გიორგაძე
01.09.2016 წ.

2-09-2016, 13:16
უკან დაბრუნება