გასული კვირა თეძმის ხეობაში გავატარე. რკონის მონასტრიდან დაბრუნებულს, მეგობრის გამოგზავნილი ლინკი დამხვდა ფეისგვერდზე, მოკლე განმარტებით:
„2003 წელი, მამა ბასილის ეკლესიის აღება... ეს ვიდეო ყველამ უნდა ნახოთ! არ მესმის, როგორ უნდა იყო ადამიანი ასეთი უღმერთო, უგულო და დაუნდობელი?!“
https://www.youtube.com/watch?v=bXQ5CPyajC4
იმის გახსენებამ, თუ როგორ გაუყენეს გადაშენების გზას საქართველო და მისი მოსახლეობის ქართული ნაწილი, ევრო-ამერიკულ სკოლაგამოვლილმა უსამშობლო და ურელიგიო ყმაწვილებმა, თეძმის ხეობიდან გამოყოლილი ენერგია გამინელა, მაგრამ დამარწმუნა, რომ დროდადრო აუცილებელია შეხსენება, როგორ დაიწყო ყველაფერი ის, რამაც ჩვენი სამშობლო დაშლამდე მიიყვანა, რომ მსგავსი მომავალში მაინც არ განმეორდეს!
შეხედეთ და კარგად დაიმახსოვრეთ:
ამ ჯოჯოხეთის შემოქმედნი ხელისუფლებაში მობრუნებას აპირებენ!!!
ქართველებო, ჩვენ თუ ეს დავუშვით, ჩვენი გადაშენება გარდაუვალია!
მავანი იკითხავს _ რატომ მარტო ქართველებო?
არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ:
ბოლო ოცდახუთმა წელიწადმა, თვალნათლივ დაგვანახა, რომ ჩვენი სამშობლო-საქართველოს ტკივილი, ქართველთა გარდა, მისი დანარჩენი მოსახლეობის სატკივარი არაა, რადგან, ყველა მათგანს, როგორც თვითონ ამბობენ, ნამდვილი სამშობლო საქართველოს გარეთ ეგულებათ!
ამის შემზარავი მაგალითი სომეხთა უბოროტესი ნამოქმედარია აფხაზეთში, ყოველგვარი მორიდების გარეშე „საგმირო დოკუმენტურ ფილმებად“ რომ ვრცელდება ინტერნეტ სივრცეში!
დამისახელეთ, ერთი შემთხვევა მაინც, ენგურს გამოღმა საქართველოში მცხოვრებ სომხებს პროტესტი გამოეთქვათ თავიანთი თანამემამულეთა საქციელის გამო!
ასევე არიან სხვებიც, ლომთა ჭიდილში კოიოტებივით ჩასაფრებულნი, _ იქნება წაიქცეს საქართველო, რომ ნაფლეთებად აქციონ და დაიტაცონ იგი!
ყველაზე სამწუხარო კი ის არის, საქართველოში რაც არ უნდა მოხდეს, აქედან გაქცევას არავინ აპირებს, გარდა ქართველისა!
დაუფიქრდით, თუ უხსენებია რომელიმე არაქართველს ე.წ. „ვიზალიბერალიზაცია“ და ვინ იკლავს თავს მისთვის!
_ ვინ მიიყვანა აქამდე ეს ქვეყანა?
თითს მუდამ წინა მთავრობისკენ ნუ გავიშვერთ _ დღევანდელსაც საკმარისი დრო, ოთხი წელიწადი ჰქონდა, ისე წარემართა საქმე, ქვეყნის დამაქცევართა და მოსახლეობის ნამუსისამხდელთა მობრუნების შანსი არ დაეშვა!
...ამას წინათ, თურმე, ბიძინა ივანიშვილი, მის მიერ მოყვანილი საქართველოს მთავრობის უნიჭობის და უნიათობის დასაფარად, ბატონ ზვიად გამსახურდიას გადაწვდა და მისი დაკნინება სცადა _ „მე პატივს ვცემ ზვიად გამსახურდიას, მაგრამ მართვას ცოდნა უნდა. ისე არაა, მარტო გიყვარდეს, ამავდროულად გამოცდილება და შესატყვისი მანერები უნდა გქონდეს!“
ამ გამონათქვამში ნათლად ჩანს _ დიდი ფულის პატრონს, იშვიათი გამონაკლისის გარდა, მისი ადექვატური ჭკუა და ცოდნა არასოდეს გამოუვლენია. სამწუხაროდ, ეს იშვიათი გამონაკლისი ივანიშვილი არ აღმოჩნდა!
ეს სხვა თემაა და მას სხვა დროს მივუბრუნდები, აქ, მოკლედ შევახსენებ მკითხველს _ ივანიშვილის მოყვანილი, _ „ქვეყნის მართვის მცოდნე და შესაფერისი მანერების მქონე“ მთავრობის მოღვაწეობის შედეგია, ის, რომ ამომრჩეველთა დიდ უმრავლესობას არჩევანი არ აქვს (მათ შორის მეც!), პოზიცია-ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ საპარლამენტო კანდიდატთა შორის!
ამიტომ, გირჩევთ, კარგად დაიმახსოვროთ ტელეეკრანზე ნანახი ჯოჯოხეთი _ „2003 წელი, მამა ბასილის ეკლესიის აღება...“ და არავის მისცეთ ხმა, ვისაც ქვეყნის დაქცევაში ეჭვმიტანილად მიიჩნევთ!
ერთ პოლიტიკურ საფლავში მიუჩინეთ ადგილი მათ, _ გინდა „ნაცი“ იყოს იგი და გინდა „ქოცი“!
დავით ქობალია