ივერიონი / ბექა კუპრაშვილი: პარლამენტი დასაქმების ბიუროდ იქცა!

ბექა კუპრაშვილი: პარლამენტი დასაქმების ბიუროდ იქცა!

ისევ ძველი და „გამოცდილი“ მეთოდებით მიმდინარეობს საარჩევნო მარათონი საქართველოში - ამომრჩევლის მუდმივი ყოფნა შიშში, სტრესში და გაუთავებელ ფსიქოზში!

 

რატომ?

 

მარტივია ამაზე პასუხი: როცა ძლიერი ხარ, საქმის გამკეთებელი და საკუთარი დაპირებების შემსრულებელი, არ გჭირდება ბუა (ბავშვობაში, რომ გვაშინებდნენ) ან მტრის ხატის დახატვა, შედარება პოლიტიკურ გვამთან ან ყველაზე ბინძურ ძალასთან, გამოსაჩენად, რომ მას ჯობიხარ!

 

ისევ ძველი და კარგად „გამოცდილი“ კადრები, ისევ მლიქვნელები, ისევ პულტის დამჭერები, ისევ პორტირებულები ე.წ. მოწინააღმდეგის ბანაკიდან და ისევ მსახური მხოლოდ არა სამშობლოს არამედ პიროვნების, ეს ბევრი პარტიის გასაგონად, რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე არიან!ერთი სიტყვით, ისევ მონური მენტალიტეტი.

 

ამ პოლიტიკურ ბრძოლაში იკვეთება ერთი საინტერესო მომენტი, ამ ოთხ წლიან ციკლში დაპირებული სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით: სამწუხაროდ, არ მახვილდება ყურადღება იმ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტზე, რასაც წინა ხელისუფლების იდეოლოგები ერქვა, დასჯილია მხოლოდ ტექნიკური შემსრულებლები, ხოლო, მათი მთავარი იდეოლოგები, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია, ზურაბ ადეიშვილი და მათი მთავარი ფინანსისტი დავით კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდებიან მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით და ზოგი მათგანი აქტიურ პოლიტიკერ ასპარეზსაც დაუბრუნდა...

 

აქ ინტერესს იწვევს ერთი მნიშვნელოვანი მომენტიც - „ნაციონალური მოძრაობის“ დამფინანსებლების, მხარდამჭერების და აქტიური წევრების ხილვა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატთა რიგებში, ყველაფერ ამას თუ დაუმატებთ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ბატონი ირაკლი სესიაშვილის გამონათქვამს, რომ პორტირებულ მაჟორიტარებზე - ვისაც თქვენ ნაციონალური მოძრაობისწევრებს ეძახით, მენაციონალებისრეჟიმისგან გათავისუფლებულ ადამიანებს ვუწოდებ“ და ბატონი ბიძინა ივანიშვილის დასტურს ამ საკითხზე, რომ ისინი რეჟიმის მსხვერპლი იყვნენ და აბა რა უნდა ექნათ, რომ ნაციონალურ მოძრაობას აფინანსებდნენ, რომ მურუსიძე მსხვერპლია, ხომ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ საკითხში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის დანაშაულია (ეს რა თქმა უნდა, ხუმრობით).

 

მე ასე გავიგე, ბატონი ბიძინა მურუსიძეს, ხელისუფლების ხელისბიჭ მოსამართლეებს, პორტირებულ „ნაციონალებს“ და მათ ფინანსისტებს, არსებული რეჟიმის მსხვერპლად და დაჩაგრულებად წარმოგვიდგენს  და მათი მხარდაჭერისკენ მოგვიწოდებს(?!)

 

უახლესი ისტორიის მანძილზე გვახსოვს საკონსტიტუციო უმრავლესობით, ანუ ერთპარტიული პარლამენტების ბედი და მათი „გაკეთებული“ საქმეები, რომელიც ავტორიტარულ რეჟიმში გადაიზარდა, რის გამოც დაზარალდა ქვეყანა, მისი მოსახლეობა და ა.შ.

 

ნუ გავიმეორებთ იგივე შეცდომას და ნუ დაუშვებთ ორპოლუსიან ერთმანეთთან კოჰაბიტირებულ პარტიებს პარლამენტში, სხვა პოლიტიკური პარტიების ყოფნა  ჯანსაღი პოლიტიკური გარემოს, დემოკრატიის განვითარების და ქვეყნის წინსვლისსაწინდარია.

 

ამ ქვეყანაში ყველა, რომ თავის საქმეს აკეთებდეს, რაც უკეთესად გამოსდის და პროფესიონალია თავის საქმეში,ამდენი პრობლემა არ იქნებოდა - პარლამენტი იქცა დასაქმების ბიუროდ და არა მარტო პარლამენტი, რომელშიც ბავშვიდან დაწყებული ღრმა მოხუცებამდე უმრავლესობა მოხვედრას ლამობს თან სამუდამოდ!

 

P.S.ქვეყნის განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, კეთილდღეობა, დემოკრატიულ ქვეყნად ქცევა და ცივილიზებულ საყაროში საკუთარი ადგილის დამკვიდრება არა მლიქვნელ, კორუმპირებულ, მექრთამე და მონური მორჩილებით გამორჩეულ ადამიანებს შეუძლიათ, არამელ თავისუფალ, ლაღ, პატრიოტ და პროფესიონალ ადამიანებს!

 

 

ბექა კუპრაშვილი, პოლიტიკური მიმომხილველი, ანალიტიკოსი  

 

 

 

26-09-2016, 11:31
უკან დაბრუნება