შვეიცარიაში, ქალაქ ვილში, მშენებლობის კომისიამ გადაწყვიტა მეჩეთის აშენება მინარეთის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეები ისლამური ცენტრის გახსნას აპროტესტებენ.
მცხოვრებლებმა 300-მდე ხელმოწერა შეაგროვეს მუსლიმანური სამლოცველოს მშენებლობის წინააღმდეგ. მათი ვარაუდით, ისლამური ცენტრების გახსნით ქალაქი შეიძლება ისლამური ემიგრაციის ცენტრად გადაიქცეს.