ერთი წელი სრულდება, რაც ხორციელდება საინტერესო ინიციატივა: "მე თქვენ მიყვარხართ"... ეს სურვილი, გასულ წელს, წინასაახალწლოდ, ინტერნეტსივრცეში ქართველების ერთურთის მიმართ დიდმა სიყვარულმა და კეთილმა სურვილებმა გამიჩინა. ვიფიქრე, ნეტავ წელიწადის ყოველი დღე ასე ჰგავდეს ერთმანეთს, ნეტავ ყოველდღე ამდენი სიყვარული და პოზიტივი მოდიოდეს ადამიანებისგან-მეთქი!..
ამ ინიციატივას ბევრი მიმდევარი გამოუჩნდა - ყოველ დილით ფეისბუქ სივრცეში ასობით კედელზე იწერება ყველაზე მაგიური სიტყვები: მე თქვენ მიყვარხართ... ამით ჩვენ სიყვარულის განვრცობას ვცდილობთ ადამიანთა შორის და კეთილ სიგნალს ვუგზავნით სამყაროს!..
უკვე ერთი წელი გასულა, თითქმის... ვინაიდან, ერთი წელი სრულდება, გადავწყვიტე აქციის ყველაზე აქტიურ მონაწილესთან ერთად (ამას ჯერ საიდუმლოდ დავტოვებ) ორგანიზაციულად მოგვეგვარებინა ჩვენი აქციის, ინიციატივის, თუ სიყვარულის ოდისეის საკითხი და ვინც ყოველ დილით, ან ხანდახან მაინც, თავის კედელზე წერდა ამ ჯადოსნურ სიტყვებს, შევკრებილიყავით - ახლა უკვე არა ვირტუალურად, არამედ, ხილულად გვეთქვა ერთმანეთისთვის, რომ სამყაროს სიყვარული გადაარჩენს, რომ დედამიწას სიყვარული ატრიალებს და ღმერთი სიყვარული არს!
ფინჯან ყავასთან, ან ჩაისთან ერთად ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ის შთაბეჭდილებები, თუ რა მოგვცა სიყვარულის 365 დღემ. ამასთან, გვესაუბრა როგორ ვიმოქმედოთ მომავალში, რომ რაც შეიძლება მეტნი გავხდეთ, რაც შეიძლება მეტი სიყვარული გავგზავნოთ სამყაროს უსასრულობაში...
მაშ ასე: 30 დეკემბერს, 4 საათზე, ვიკრიბებით თბილისში, ინგლისური ჩაის სახლში, მარჯანიშვილის თეატრის მოპირდაპირე მხარეს (მარჯანიშვილის ქ. 5).
საჭიროა სულ უმნიშვნელო თანხა (10-15 ლარი) გქონდეთ თან, რათა ფინჯან ყავაზე ვისაუბროთ ბევრ საინტერესო თემაზე. შეგიძლიათ სიურპრიზებიც მოუწყოთ ერთმანეთს სულ უმნიშვნელო, მცირე მატერიალური ღირებულების, მაგრამ სულიერი დატვირთვის მქონე სუვენირებით, წიგნებით, ტკბილეულით და ასე შემდეგ!..
არჩევანი თქვენზეა. თუმცა, ეს არავითარ აუცილებლობას და საჭიროებას არ წარმოადგენს... ხოლო, ჭიქა კონიაიკის მოყვარულთ შეგიძლიათ თან იქონიოთ მცირე რაოდენობის სასმელი, რათა ჩაის გარდა სადღეგრძელოს შესმის შესაძლებლობაც გქონდეთ...
ჩვენ ვითვალისწინებთ რა დღევანდელ ყოფაში ადამიანთა მატერიალურ შესაძლებლობებს, სწორედ ამიტომ ავირჩიეთ ჩაის სახლი, სადაც ძალზე მცირე თანხით შეიძლება მიიღო დიდი სულიერი სიამოვნება...
შეიძლება შემოგვიერთდნენ ის ადამიანებიც, ვინც აქტიურად არ იყო ჩართული აქციაში, მაგრამ გვითანაგრძნობდა მთელი წლის განმავლობაში...
საკონტაქტო ინფორმაცია: 557192332; მოგვწერეთ პირადში,ან თუნდაც ღიად, ამ პოსტის ქვეშ. ყველა საჭირო კითხვაზე გიპასუხებთ... დანარჩენს იქ მოგახსენებთ, 30 დეკემბერს...
მაშ ასე, გელოდებით მეგობრებო, სიყვარულის დღესასწაულზე....