საქართველოს ხელისუფლებასა და „გაზპრომს“ შორის დადებულმა ხელშეკრულებამ საქართველოს პოლიტიკური ცხოვრების მრავალი დასაფიქრებელი და შემაშფოთებელი ხარვეზი გამოააშკარავა. ნებსით თუ უნებლიედ ხელისუფლებამ თავისი რეალური სახე კიდევ ერთხელ დაანახა ქართველ ხალხს თუ მსოფლიო საზოგადოებას.
უშუალოდ შეთანხებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ ამა წლის 12 იანვრის განცხადებაში. როგორც ცნობილია, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომთან“ დადებული შეთანხმება სერიოზულად ბღალავს საქართველოს ინტერესებს. მაგრამ გაცილებით საშიშია საზოგადოებისა და სხვადასხვა პოლიტიკური ძალის შეთანხმებასთან დაკავშირებულ პოზიციაზე ხელისუფლების რეაქცია, რომელიც ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გააჟღერა (რითაც ჩვენი უახლოესი წარსულის მწვავე განცდებიც გაგვახსენა).
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება უტიფრად აგრძელებს საქართველოს ხალხისთვის სიმართლის დამალვის კამპანიას. ამის დასტურია იდუმალების ის ფარდა, რომელიც ხსენებულ ხელშეკრულებას ახლავს - საზოგადოებრივი დაინტერესების ყველა საკითხი „კომერციულ“ საიდუმლოებადაა გამოცხადებული, მათ შორის ხელშეკრულების დეტალები, ფასიც კი.
ზემოხსენებული კამპანიის ფარგლებში, საკუთარი დანაშაულის დაფარვის მიზნით საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ გააკეთა რიგი განცხადებები, რომლებიც შეუძლებელია შეფასდეს სხვაგვარად, თუ არა როგორც, ბოლშევიკური. ასაკის გათვალისწინებით, ბ-ნი კალაძე, წესით, არ უნდა იყოს ამ ფსიქოლოგიის მატარებელი, მაგრამ, როგორც ჩანს, ცივილიზებული სამყაროსთვის მისაღები ფორმებით ხელისუფლებაში ყოფნისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფის შესაძლებლობა და უნარ-ჩვევები, გარდა ქვეყნის ინტერესების ხარჯზე მოწყობისა, მას და მის კოლეგებს არ გააჩნიათ!..
ბოლშევიზმია, უპირველეს ყოვლისა, განცხადება იმისა, რომ პარლამენტში მხოლოდ უმრავლესობის სურვილით თუ მიხვალ. საქართველოს ვიცე-პრემიერი პარლამენტში არა ვინმეს სურვილით, არამედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად უნდა გამოცხადდეს. ეს უკანასკნელი კი აძლევს მთავრობის წევრის დაბარების შესაბამის უფლებას პარლამენტართა ჯგუფს (როგორ ვაფასებთ ამ ჯგუფებს სხვა საკითხია).
ბოლშევიზმია მტკიცება იმისა, თითქოსდა ხელისუფლებამ ერთადერთი სწორი ნაბიჯი გადადგა და შემდეგ ყურითმოთრეული „კომერციული საიდუმლოების“ მომიზეზებით საკითხის დახურვა. გაუგებარია, რატომ არის ხსენებული ნაბიჯი ერთადერთი სწორი, ვინ მისცა „ქართულ ოცნებას“ ერთადერთ სიმართლეზე და აბსოლუტური ჭეშმარიტების გამოხატვაზე მონოპოლია? ვითარებაში, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფო სრულად ფლობს ინფორმაციას, ცხადია, რომ საუბარია მის მხოლოდ საქართველოს მოსახლეობისაგან გასაიდუმლოებაზე.
ბოლშევიზმია მმართველი ძალის მცდელობები „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გააიგივოს მთელი ქართული ოპოზიციური სპექტრი და ამით აქ წარმოდგენილი ძალების დისკრედიტირება მოახდინოს (როგორც თავის დროზე ხალხის მტრად ცხადდებოდა ყველა ვინც მარქსიზმ-ლენინიზმს ან მათ საქმეებს არ იზიარებდა).
ბ-ნი კალაძე აცხადებს, რომ ”გვიწევსცალკეულიპოლიტიკოსებისთუპოლიტიკურიჯგუფებისმათთანასოცირებულიორგანიზაციებისსაზოგადოებისგანგამიჯვნადამათთვისგანმარტებებისგაკეთება“. სცადეთ ან შეგიძლიათ კი საერთოდ საზოგადოების განსხვავებული აზრის მატარებელ ნაწილთან დიალოგი ან დებატები?
იგი საუბრობს გამარგინალებულ და არაპოპულარულ ჯგუფებზე ზოგადად და თავს არიდებს დაკონკრეტებას. ცხადია, ეშინია რა ჯანსაღი კონკურენციის, იგი ცდილობს „ნაცმოძრაობის“ მიერ დამსახურებული ზიზღი ყველას მიაშხეფოს.
„ნაცმოძრაობა“, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის განმავლობაში თავი გამოიჩინა, როგორც დანაშაულებრივმა ძალამ, ერთობ მოხერხებული „ოპოზიციაა“. სწორედ ამის გამოა, რომ მოხდა არა სააკაშვილის რეჟიმის „სისტემური დანაშაულის“ სამართლებრივი შესწავლა და პოლიტიკური თუ სამართლებრივი შეფასება, არამედ პირიქით, „ოცნება“ ყველა ძალას ხმარობს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკაში შესანარჩუნებლად.
თავისთავად ქართული ოცნების ნაცმოძრაობასთან მუდმივი შედარება, უახლოესი წარსულის შემახსენებელი მინისტრისფრაზები: „ნებისმიერთემაზეაჟიოტაჟისატეხვა“, „მიიქციონყურადღება“, „დაიწერონპოლიტიკურიქულები“, „პოპულისტურიგანცხადებები“ და სხვა,ნათლად აჩვენებს თვითონ ხელისუფლების მიერ საკუთარი თავის შეფასების ხარიხს, დამაჯერებელი არგუმენტების უქონლობასა და მის არაკონკურენტულობას ჯანსაღ და კომპეტენტურ პოლიტიკურ ძალებთან პოლემიკისას.
კალაძემ ჩვენ კი არა, საკუთარ თავს უნდა მიმართოს და რეალობად აქციოს თავისივე სიტყვები: „პოლიტიკურცხოვრებაშიადგილისდამკვიდრებაშესაძლებელიასასარგებლოსაქმეებითაც“. თუ არ გინდათ რომ ვილაპარაკოთ, ყველაზე მარტივი გზაა თქვენ თვითონ დაიცვათ საქართველოს ინტერესები და მისი კანონმდებლობა. მოიქეცით ისე, რომ ნუ ალაპარაკებთ „ნაცმოძრაობას“!
ცდილობს რა საკუთარი კაპიტულანტური პოზიციის შენიღბვას, კალაძე სამართლიანად აღნიშნავს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ 2008 წელსჩვენიტერიტორიებისდიდინაწილიჩააბარარუსეთს (სხვათა შორის, პირადად მისი და „ოცნების“ დღევანდელი სხვა ლიდერების მხარდაჭერითა და თანხმობით), თითქოსდა ვერ ამჩნევდეს, რომ მისი ქმედებები წინა ხელისუფლების მოღალატური პოლიტიკის ორგანული გაგრძელებაა. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების არაფრით გამართლებული დათმობები კრემლის მიმართ, თუნდაც კერძოდ ამ საკითხში, შეუძლებელია აიხსნას მხოლოდ ოკუპანტი ქვეყნის ზეწოლით და ბადებს საფუძვლიან ეჭვს გარკვეული, საზოგადოებისთვის უცნობი ვალდებულებების შესახებ. კიდევ ერთხელ დაბეჯითებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაასაჯაროოს ხელშეკრულების დეტალები და მოუყვეს მთელი სიმართლე ხალხს.
მხოლოდ სიმართლით და ერთმანეთთან ღია, ჯანსაღი დიალოგით შევძლებთ, ერთის მხრივ, თავიდან ავიცილოთ საფრთხეები, რომლებიც ასეთი ძალითა და ინტენსივობით მოედინება რუსეთის ფედერაციიდან. მეორეს მხრივ, არ დავუშვათ საზოგადოებრივი დაპირისპირებისა და ხელოვნური პოლარიზაციის ინსპირაცია, რომელიც კვლავ შეუშლის ხელს ჩვენს ერთად დგომას გარე გამოწვევების წინაშე (თუ ამისთვის არ ხართ ხელისუფლებაში მოყვანილი).
სამწუხაროა, ხელისუფლება, რომელსაც პირად თუ პოლიტიკურ ღირსებას ბოლშევიკური მგზნებარებით უკეთებს იგნორირებას, შეიძლება თვითონაც ვერ ხვდება, რომ ამ თვისებების მატარებელ სხვა სუბიექტებსაც ბოლშევიკური შემართებით აყენებს შეურაცხყოფას.
ინფორმაციისთვის, გვინდა შევახსენოთ, ბატონ ვიცე-პრემიერს და სხვებსაც, რომ ვინც ჩვენ მარგინალის და სხვა ეპითეტებით მოგვიხსენიებდა, არ გვმიჯნავდა განსხვავებული მოტივაციის ხალხს თვითონ აღმოჩნდა ქართველი ხალხის მიერ ისტორიის სანაგვეზე გაგზავნილი.