ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: „რუსთავი-2“-ის გადარჩენაზე კი არა, სულის გადარჩენაზე ვიფიქროთ და ქვეყანაც გადარჩება!

ზაურ ნაჭყებია: „რუსთავი-2“-ის გადარჩენაზე კი არა, სულის გადარჩენაზე ვიფიქროთ და ქვეყანაც გადარჩება!

როგორც მოვლენების განვითარება ცხადყოფს, ისეა ყველაფერი ერთმანეთში აზელილ-გადახლართული, არათუ საქართველოს უზენაესი სასამართლო, არამედ, ყველაფერში გაწვრთნილი ეშმაკიც ვერ გაიგებს, ვინ არის „რუსთავი-2"-ს კონკრეტული მესაკუთრე.


თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს:


მის უკან დგას საშიში და ყველაფერზე წამსვლელი ბოროტი ძალა, რომელმაც შესანიშნავად იცის, რომ „რუსთავი-2" მხოლოდ ოპოზიციური („თავისუფალი" გადაზედმეტებული ნათქვამია) ტელემედია არ არის-იგი მძლავრი ინსტრუმენტია ქვეყანაში მასობრივი ფსიქოზის შესაქმნელად და საზოგადოების ტვინის გამოსარეცხად!


საერთაშორისო სტრუქტურებისა და ცალკეული მაღალჩინოსნების უტიფარი განცხადებები ადასტურებს, რომ ისინი ამ ინსტრუმენტს არ დათმობენ და „რუსთავი-2" კიდევ დიდხანს იქნება ქვეყანაში ურთიერთდაპირისპირებისა და მასობრივი აჟიოტაჟის ეფექტური საშუალება.


ამ საშუალებას კი ყოველთვის მაშინ გამოიყენებენ, როცა რაღაცის გადაფარვა ან პირიქით, ახალი აჟიოტაჟის აგორება დასჭირდებათ!


სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებით გამოწვეული ხბოს აღტაცება: „რუსთავი-2" ჩვენია!"  „ჩვენ გავიმარჯვებთ", გვაფიქრებინებს, რომ ბოროტი ძალების (საქართველოს და ზოგადად, მართლმადიდებლობის მტრების) მიზანი მიღწეულია-საზოგადოების არც თუ ისე მცირე ნაწილი (ფაქტია, რომ „რუსთავი-2"-ის ხმალამოგებულ დამცველებად არა მარტო „ნაცმოძრაობის" მხარდამჭერები მოგვევლინენ) კატასტროფად მიიჩნევს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის მესაკუთრის შეცვლის შესახებ.ისინი ბრმად და გულუბრყვილოდ თვლიან, რომ საფრთხე ექმნება თავისუფალ სიტყვას და თუ „რუსთავი-2" სარედაქციო პოლიტიკას შეიცვლის, ქვეყანაში დიქტატურა დაისადგურებს!


რა ვერ გავიგეთ ამდენხანს: ეს მხოლოდ მაშინაა მოსალოდნელი, საქართველოს ადგილობრივი და თვითნება ძალები რომ მართავდეს. - „ქოცები და „ნაცები " ერთი მთელის ორი ნაწილია და ეს ფორმალური დაპირისპირებაც წინასწარდაგეგმილი სცენარით ვითარდება - ჩვენ მხოლოდ სეირის მონაწილეებად და მაყურებლებად გვაქციეს!


ვიდრე ამას არ გავაცნობიერებთ, ასეთი იაფფასიანი შოუებით ყოველთვის გაგვანებივრებენ. ჩვენ კი, ჩვენივე პასიურობით და ბრმა მორჩილებით (ასევე ბრმა აქტიურობითაც) ქვეყანას უფსკრულისკენ მივაქანებთ!


ყველაფერს სჯობს, „რუსთავი-2"-ის გადარჩენაზე კი არა, ცაში ავიხედოთ და სულის გადარჩენაზე ვიფიქროთ - ქვეყანაც გადარჩება!!!

6-03-2017, 12:12
უკან დაბრუნება