დღეს დილით გავრცელებული ინფორმაცია "მაესტროს" საერთო მაუწყებლობაზე გადასვლის შესახებ "ივერიონთან" საუბარში დაადასტრურა ბაჩო კიკაბიძემ, "მაესტროს" გენერალურმა დირექტორმა.
"ჩვენ ვცდილობთ ჩავეტიოთ მოცემულ ვადებში და ტელეკომპანია 28 დეკემბრისთვის უკვე საერთო მაუწყებლად გადაკეთდეს, ხოლო მარტიდან "მაესტროს" ახალი არხი "მაესტრო ნეწს" დაემატება", - აცხადებს ბაჩო კიკაბიძე.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინათ "მაესტროს" დამფუძნებელმა მამუკა ღლონტმა და ერთ-ერთმა აქციონერმა მაკა ასათიანმა Eერთობლივ პრესკონფერენციაზე "მაესტროს" ახალი არხის და რადიოს დამატების შესახებ გააკეთეს განცხადება.