ივერიონი / რუსეთსა და აფხაზეთს შუფერხებელი მიმოწერა აქვთ

რუსეთსა და აფხაზეთს შუფერხებელი მიმოწერა აქვთ

რუსული გაზეთი "იზვესტია" წერს, რომ უახლოეს მომავალში რუსეთსა და აფხაზეთს შორის საფოსტო გზავნილების შესახებ შეთანხმებას მოეწერება ხელი.

 

გაზეთი იუწყება, რომ რუსეთი საქართველოს ავტონომიების კორესპონდენციას თავის თავზე იღებს. აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის შესაძლებელი გახდება შეუფერხებლად აწარმოონ მიმოწერა რუსეთსა და მესამე ქვეყნების მოქალაქეებთან.

 

კომპანია "აბხაზსვიაზის"  ხელმძღვანელის, ლაშა შამბას თქმით, ზემოთ აღნიშნული ტვირთი  საქართველოს ტერიტორიაზე არ გაივლის. 

 

რუსეთიდან კორესპონდენცია ჯერ სოჭში იგზავნება, ხოლო შემდეგ კურიერს იგი აფხაზეთში ჩააქვს.  რაც შეეხება მესამე ქვეყნებიდან გამოგზავნილ კორესპონდენციას, იგი ჯერ თბილისში ჩამოდის, შემდეგ კი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ენგურის ხიდის გავლით, აფხაზეთში გადააქვთ.

24-11-2012, 15:20
უკან დაბრუნება