ივერიონი / ლია რუსიაშვილი: საქართველოდან გაქცევით თქვენ საკუთარი სამშობლო უცხოტომელებს ჩაუგდეთ ხელში!

ლია რუსიაშვილი: საქართველოდან გაქცევით თქვენ საკუთარი სამშობლო უცხოტომელებს ჩაუგდეთ ხელში!

რამდენიმე დღის წინ ამ ინფორმაციით შეძრულმა - „საქართველო უკვე ორმა მილიონმა ადამიანმა დატოვაო...“ - დაახლოებით ასეთი შინაარსის ფეისბუქ-სტატუსი დავდე: - „ქართველებმა რომ იშვირეს ფეხი და მასობრივად გადაიხვეწნენ აქედან, საინტერესოა, ჩამოსახლებულები - ვგულისხმობ თათრებს და სომხებს, რატომღა სხედან ასე მაგრად და არსად არ მიდიან?!“ 

 

ამ სტატუსის მინდოდა გამომაფხიზლებელი დებატი გამართულიყო და ყველას, წასულებსაც და დარჩენილებსაც ერთობლივად გაგვეანალიზებინა ის სავალალო რეალობა, რომ ეს პროცესი, ანუ ქართველთა მასობრივი განდევნა, სინამდვილეში, გახლდათ მტრული და ანტიქართული ძალების მოწყობილი, რათა ხელოვნურად შექმნილი ეკონომიკური კრიზისით გამონთავისუფლებულ ტერიტორიებზე - ერთის მხრივ, ჩამოესახლებინათ უცხოტომელები და მეორეს მხრივ, სტატუსში ნახსენებ სომხებს, აზერბაიჯანელებს და სხვებს, რომელთაც აწი აქედან ყოფითი გასაჭირით კი არა, ზარბაზნებითაც ვეღარ დასძრავენ - ფრთების გაშლის მეტი შესაძლებლობა მისცემოდათ.

 

გავოგნდი, როდესაც ნაცვლად იმისა, რომ გვემსჯელა ამ სამკვდრო-სასიცოცხლო საკითხზე და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი მოგვეძიებინა, საპასუხოდ ზოგიერთი ემიგრანტისგან იმდენად არაადვეკატური და ისტერიული კომენტარები წამოვიდა, რომ იძულებული გავხდი პოსტი დროებით გამეუქმებინა, რადგან უკიდურესად დაღლილი ვიყავი და მეორე დღემდე დატოვების შემთხვევაში მათი ცილისწამების ნიაღვარი ბევრ ადამიანს შეიყვანდა შეცდომაში. 

 

სამაგიეროდ, სტატუსის გაუქმებით გალაღებულებმა, როგორც ჩანს, იფიქრეს, რომ მათ იერიშებს შევუშინდი და მოზეიმე სახით დააქროლებენ დაკოპირებულ ტექსტს - აქაოდა, აგერ, მწერალი და პოეტი ლია რუსიაშვილი რას გვიბედავდა და ნახეთ, როგორ დავაშინეთ და გავაჩუმეთო...

 

სწორედ ამაში შეცდნენ!

 

სხვა დროს, შესაძლოა, გადამვიწყებოდა - კიდეც ტექსტის აღდგენა უამრავი სხვადასხვა საჩქარო საქმით გადატვირთულს, მაგრამ, მათგან ამ, პირდაპირი გაგებით, ანტიქართული გამოხდომის გამო, საჭიროდ ჩავთვალე ყველაფერი განზე გადამედო და ამჯერად, უკვე ანალიტიკურად მივბრუნებოდი შეჩერებულ თემას, რადგან, მწარე გამოცდილება გვკარნახობს, რომ ფურუნკული დროზე თუ არ გაიკვეთა, აუცილებლად მძიმე შედეგს გამოიწვევს. 

 

აქვე დავაზუსტებ: საბედნიეროდ, პირადად ვიცნობ და ვაფასებ ჩემს სამეგობროში მყოფ მრავალ ღირსეულ, გონიერ და მოაზროვნე ემიგრანტს, რომელთაც ძირითძირობამდე გააზრებული და გათავისებული აქვთ ის კატასტროფული შედეგები, რაც გამოიწვია ქართველთა მასობრივმა გადინებამ და რის გამოსწორებასაც, სავალალოდ, ალბათ, საუკუნეები დასჭირდება. 

 

ეს ადამიანები პირნათლად აღიარებენ თავიანთ ნებსით თუ უნებლიე შეცდომას და სხვათაშორის, მათი ნაწილი უკვე დაბრუნდა-კიდეც სამშობლოში. მეტიც, მათვე გულმხურვალედ მოუწოდეს უცხოეთში დარჩენილ თანამემამულეებს, რომ სასწრაფოდ დაბრუნებულიყვნენ მიტოვებულ მიწა-წყალზე... იქვე ისიც აღნიშნეს - მიუხედავად იმისა, რომ აქ ისევ ის გასაჭირი და პრობლემები დახვდათ, რის გამოც წავიდნენ თავის დროზე, მაინც მწარედ ნანობენ იმ ყოველ წუთს და საათს, რომელიც დაკარგეს უცხო მიწაზე გადახვეწისას, რადგანაც, მიხვდნენ, რომ ამქვეყნად არაფერი არ ღირს სამშობლოს დაკარგვისა და საკუთარ ფესვებთან გაუცხოების ფასად!

 

უცხოეთში დარჩენილი პატრიოტული სულისკვეთების და ცნობიერების ემიგრანტები წარმოადგენენ იმ დიდ და ერთიან ძალას, რომლებისთვისაც საქართველო კვლავაც, „მე მირჩევნია სალი კლდედ“ რჩება და ისინი, ადრე თუ გვიან, უეჭველად დაუბრუნდებიან მიტოვებულ კერიებს. ამიტომ, მათი ტკივილი და უამრავი განსაცდელის დათმენა უცხო მხარეში - ჩვენი ტკივილიცაა და პირად ლოცვებში შევთხოვთ უფალს, რომ ეს ნატვრა რაც შეიძლება მალე განუხორციელდეთ და მშვიდობით დაბრუნდნენ სამშობლოში. 

 

ახლა კი მივუბრუნდეთ ემიგრანტთა აგრესიულ კატეგორიას, რომელთა მიერ ყოველწუთიერად შემოგდებულ პროვოკაციებსაც ვუწოდე „ფურუნკულის დროზე გაკვეთის აუცილებლობა“ და რომლებსაც ზემოთხსენებული, საღად მოაზროვნე ემიგრანტები თავადვე უპირისპირდებიან-ხოლმე მამხილებელი კომენტარებით. 

 

უნდა აღინიშნოს, რომ ამ მეორე კატეგორიისგან წარმოიქმნა რაღაც კლანური დაჯგუფება, (რაც, შესაძლოა, ზემოთ ნახსენებ ანტიქართული ძალების საცეცსაც წარმოადგენდეს), რომლის ფარული მიზანიცაა - „არამკითხეების“ განეიტრალება, რათა ჩვენი პროტესტით ხელი არ შევუშალოთ ქართველთა უცხოეთში გადინებას და მით უფრო, უკვე წასულები უკან არ შემოვაბრუნოთ! 

 

ამას თავიდანვე ვხვდებოდი, თუმცაღა, მანამდეც არაერთხელ გამაფრთხილეს კეთილისმსურველებმა, რომ თავი ამერიდებინა ამ უაღრესად საეჭვო ფსიქიკისა და მენტალობის მქონე ემოგრანტთა დაჯგუფებისთვის, რომლებიც შეთანხმებულებივით, სვავებივით ერთდროულად თავს ესხმიან ყველას, ვინც კი გაბედავს და კრინტს დასძრავს ქართველთა მასობრივ და უსწრაფეს განსახლებაზე და რეგიონების მკვიდრი მოსახლეობისგან დაცარიელებაზე! ამ ჯგუფის წევრთა დამახასიათებელი ხელწერაა მყისვე და თანაც ისე, რომ არანაირ არგუმენტს არ მოუსმინონ - ისტერიული წივილ-კივილით გამოცვივდნენ ყოველი მხრიდან და მოთქმა-გოდებით გაუსვან ხაზი თავიანთი გაწამებული მდგომარეობის დაუფასებლობას და ჩვენგან იმ „სიკეთის“ დაუნახაობას, რომ თურმე, მათი გამოგზავნილი ფულით არსებობდა და არსებობს დღემდე საქართველოს ბიუჯეტი და რომ თურმე, მათი წყალობით გადავრჩენილვართ შიმშილით სიკვდილს! ასეთი ფსიქოლოგიური იერიშები, სხვათაშორის, ბევრს აყრევინებს ფარ-ხმალს და უმეტესად, ვეღარც ბედავენ ამ ტაბუდადებულ თემას შეეხონ. 

 

ამიტომ, საჭიროდ ვთვლი უშუალოდ მივმართო ამ კლანის წარმომადგენლებს: - ჩვენო ჯერ კიდევ თანამემამულეებო, რამდენადაც აშკარაა, რომ ქარს მიაქვს ჩვენი შეგონებები, ამიტომ, პირველ რიგში, თქვენი ოთახის კედელზე წააწერეთ, რასაც ახლა გეუბნებით და ყოველ დილა-საღამოს წაიკითხეთ:

 

თქვენი გზავნილებით „გამდიდრებული“ საქართველოს ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ მოხმარებია არც საწარმოების განვითარებას, არც პენსიების და ხელფასების გაზრდას, არც მოხუცთა და ბავშვთა სახლებს, არც უპოვართა დაპურებას, არც დევნილთა დაბინავებას, არც... არც... არც... და თუ, მაგ „თქვენს ფულს“ ოჯახის წევრების გარდა ის მასონ-მაფიოზები იჯიბავდნენ, ვინც მაქეთ გადაგამისამართათ, მაშინ ამ დაუწერელ მორიგებაში ჩვენ, აქ დარჩენილი ქართველები, რა შუაში ვართ?! 

 

რას გვამუნათებთ?! რას გვამადლით?! ვალების გასასტუმრებლად და შვილებისთვის ბინებისა და მანქანების საყიდლად თუ მიატოვეთ აქაურობა, ჩვენგან რატომღა მოითხოვთ გმირის ორდენებს?! 

 

იქნებ ეგ ორდენი იმ ოჯახებს უფრო ეკუთვნით, რომლებსაც, პირდაპირი გაგებით, თქვენზე მეტად უჭირდათ (როგორც მაშინ, ისევე ამჟამადაც), შიოდათ, სციოდათ, სტკიოდათ, ვალებშიც იხრჩობოდნენ და საქართველო კი მაინც არ მიატოვეს, მითუმეტეს, ძალზე ხელსაყრელი შეთავაზების მიუხედავად?! 

 

მაგალითი გნებავთ? იცნობდეთ - ასმათ მაჭავარიანი, შვიდი შვილის დედა, რომელმაც უმძიმეს წლებში განაცხადა უარი ამერიკაში წასვლაზე და იქაურ კეთილმოწყობილ ცხოვრებაზე. დარჩა აქ - ღვთისადმი რწმენით და მინდობით და გაძლო-კიდეც, ცხადია, უფლისავე შეწევნით! კიდევ გნებავთ მაგალითი? თავად მე და ჩემმა მეუღლემ - იმავე უმძიმეს წლებში, ვალებითა და პრობლემებით დახუნძლულებმა, უარი განვაცხადეთ კანადაში კერძო, არასამთავრობო მიწვევაზე, სადაც ქართული გაზეთისა და კულტურული ცენტრის დაარსებას გვთავაზობდნენ. და რატომ ვთქვით უარი იქ კეთილმოწყობილ ცხოვრებაზე? იმიტომ, რომ განვსაზღვრეთ - აქ საქართველოს დავაკლდებოდით, იქ კი - ჩვენი შვილები, ცნობიერებით და მენტალობით, სამუდამოდ გარდაიქმნებოდნენ არაქართველებად! აი, ამ არჩევანისთვის არც მე, არც ასმათს და არც მრავალ აქ დარჩენილ პატრიოტებს, თქვენგან განსხვავებით არ მოგვითხოვია გმირის ორდენები!

 

ისევ ვიმეორებ: საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, რომ ნებსით თუ უნებლიედ, თქვენი ჩვენდამი დაპირისპირება ეროვნულ განხეთქილებას ემსახურება და იქნებ, ვერც კი ხვდებით, რომ ამით მტრის წისქვილზე ასხამთ წყალს?! 

 

აბა, დააკვირდით: თქვენ რომ ნეგატიურ-ოპოზიციურ ძალად არ ჩამოყალიბებულიყავით და თუნდაც სიტყვიერად, მხარი აგებათ სამშობლოში დარჩენილთა მოწოდებისთვის და ბიბლიური ერივით ერთმანეთისთვის გექადაგათ სამშობლოში დაბრუნება, მაშინ ჩვენი კიჟინა აღარ დაგჭირდებოდათ. მაგრამ, თქვენი მთავარი პრობლემა თქვენმავე საბედისწერო არჩევანმა განაპირობა, რაც თავადაც შესანიშნავად იცით, მაგრამ, არ გინდათ რომ სხვებმაც გაიგონ, თუმცაღა, რა დიდი გამოცნობა სჭირდება იმას, რომ უკვე აღარც აპირებთ სამშობლოში დაბრუნებას?! 

 

რომ, დიახაც, დიდი ილიასი არ იყოს, მართლაცდა, „ფეხი იშვირეთ“ და ისე გადაიხვეწეთ აქედან, რომ უკან მოხედვაც აღარ გსურთ?! რომ უკვე მშვენივრად მოერგეთ უცხოეთს და იქაურები გახდით სულითაც და ხორცითაც და აღარ გსურთ, აღარ მოგწონთ „დახავსებული“ და „გამოქვაბულისდროინდელი“ ქართული აზროვნება და ტრადიციები?! 

 

აი, ესაა ის მთავარი მიზეზი, რის გამოც ასე გააფთრებით დაგვესხმით-ხოლმე თავს აქ დარჩენილებს, თუმცაღა, ისიც ზუსტად ვიცი, რომ თუ მოხდა საოცრება და ქვეყანა ერთბაშად აყვავდა, მაშინვე გულაჩქროლებულები გამოიქცევით „საყვარელი სამშობლოსკენ“ და თვითმფრინავის ტრაპიდან ჩამოსვლისთანავე კამერების წინ დაემხობით მიწაზე საამბორებლად. 

 

თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ მამული მხოლოდ მაშინ არ უნდა გიყვარდეთ, როცა ის დალხენილი და წელში გამართულია, არამედ, მაშინაც, (და ასმაგად!) - როდესაც იგი მშიერი, დაპყრობილი და დაუძლურებულია.

 

ხოლო, თქვენგან განსხვავებით, ის ღირსეული ემიგრანტები, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრე, შინაგანად ყოველდღიურად, ყოველწუთიერად, მართლაც გულით და ცრემლით ემზადებიან სამშობლოში დასაბრუნებლად და საღად აფასებენ იმ საშიშროებას, რაც მათი გადახვეწით ანტიქართულმა ძალებმა მოუწყეს საქართველოს. მათ ჰყოფნით გამბედაობა, რომ ამგვარ ემიგრაციას უწოდონ ჭაობი, რომელმაც დაუნდობლად ჩაითრია და გულწრფელად და მხურვალედ ნატრობენ ამ ჭაობიდან თავის დაღწევას... ცხადია, დედაღვთისმშობელი თავისი წილხვედრი ქვეყნის ერთგულებს არ დატოვებს უნუგეშოდ და ისინი აუცილებლად დაუბრუნდებიან ჩამქრალ კერიებს!

 

თქვენ კი რით განუგეშოთ? სანამ ჯერ კიდევ ჯანმრთელები ხართ, თქვენი კერიები მანამ თუ დაგელოდებიან, თორემ მოხუცს, სნეულს და დაუძლურებულს უკვე გაუცხოებული ოჯახის წევრები ყველაზე უკეთეს შემთხვევაში მოხუცთა თავშესაფარში გიკრავენ თავს. აი, ესაა ის მწარე რეალობა, რაც გარდაუვალად გელოდებათ და რისი ფაქტებიც, სამწუხაროდ, უკვე მრავლად არსებობს!

 

იქნებ, აწი მაინც მოისაზროთ, რომ ვინც აქედან გარბის, სხვაგანაც აუცილებლად შეექმნება გასაქცევი მდგომარეობა, ვინაიდან, ხელოვნურად შექმნილი მსოფლიო მიგრაციული პროცესები უკვე ძალაშია და მანამდე გაგრძელდება, სანამ ომებით, შიმშილობით, ძალმომრეობით შეჭირვებული და თავისი მიწა-წყლიდან ოტებული ხალხები, ერთი გაწბილებიდან მეორე გაწბილებამდე არ გასავათდებიან და ყველაფერს არ დაჰყაბულდებიან, ოღონდაც კი შვება და მშვიდობა მიეცეთ...

 

სანამ ღმერთს არ შეჰღაღადებენ -- „გვიშველეო“ და რამდენადაც, ღმერთი და ეშმაკი ერთურთისგან ვერ განურჩევიათ, მათ ღმერთი ეგონებათ ეშმაკის ძე-ანტიქრისტე! ასეა ნაწინასწარმეტყველები სულიწმინდით განბრძნობილ წმინდანთაგან და ასეც აღსრულდება. თუმცაღა, არაქრისტეანებისგან ეს ყოველივე არცაა გასაკვირი - ისინი ხომ რომ ისედაც ვერ ცნობდნენ სამყაროს შემოქმედს, მაგრამ - ქართველებმაც რომ დაჰკარგეს სულიერი ცნობადობა და ამ ცდუნებათა გამოისობით რომ გაცვალეს ღმრთისმშობლის წილხვდომილი საქართველო „სხვა ქვეყნის სამოთხეზედა?!“ 

 

აი, სწორედ ეს იქნება მიზეზი იმ სიტუაციის გარდუვალობისა, რაც განპირობებულია თქვენგანვე სამშობლოში დასაბრუნებელი გზის მოკვეთით და იმ უცხოელთა „გაჯაყოების“ ნება-უნებლიე ხელშეწყობით, ვისაც ასე უბრძოლველად დაუთმეთ თქვენი ადგილები! 

 

 აქ, უკვე, მესმის გაანჩხლებული შეძახილები: - „რას მიქვია, გზა მოვიჭერით, ჩვენ ხომ ჩვენი ოჯახების და შვილების გამოსაკვებად შეველიეთ საქართველოს...“ , მაგრამ, ფაქტი ისაა, ჩემო საბედისწეროდ შეცდენილო თანამემამულეებო, რომ ვინც აქ თქვენი ადგილი უკვე დაიკავა, იმ უცხოტომელებს აწი ვეღარაფერს დააკლებთ, რომ ისინი აქედან წამსვლელები ცოცხალი თავით აღარ არიან და რომ ჩვენ, აქ დარჩენილები, თანდათან ვხდებით „უცხონი საკუთარ მამულში!“ 

 

დიახ, ჩემო მოტყუებულო თანამემამულეებო, ნაცვლად იმისა, რომ აქ ერთობლივად გაგვეტანა ერთმანეთი და ეს პაწია საქართველო ისე გაგვევსო, რომ უცხოელები კი არა - ნემსიც კი არ ჩატეულიყო ჩვენს შორის, მაშინ ისე დავიცავდით და გავაძლიერებდით ერთმანეთს და ამ სულთამხუთავ ნეომონათმფლობელებსაც ისე მოვიშორებდით, როგორც მოგვიმოქმედნია წარსულში... აწ კი, უკვე - „გაგვთიშეს და თავად ბატონობენ“ - აი, ესაა მწარე რეალობა. 

 

ცალკე საკითხია ის, რომ ობიექტური და გულმართალი ემიგრანტები აღიარებენ იმ ფაქტებს, რომ აქ დაბრუნებულებს უკვე გაუუცხოვდათ თვით მშობელი დედაც კი, რომელიც ცოტა ხანში ულმობლად ურჩევს, - „ხომ ხედავ, შემოგვაკლდა შენი გამოგზავნილი ფული, უკან დაბრუნდი და გვარჩინეო“... რომ საკუთარი შვილებიც კადნიერად მიმართავენ--„ჩვენი მოსავლელი გამხდარხარ და აწი რაში გვჭირდებიო...“, „სანამ აღსაზრდელები ვიყავით, მაშინ გვიყვარდი და გვენატრებოდი, ახლა კი, უცხოეთშიღა გვჭირდები ფულის საჭრელ მანქანადო...“!

 

და ეს იმიტომ ხდება, რომ თვითვე მოიჭერით მაკავშირებელი ჭიპლარი - შვილებთან, ოჯახთან, ერთან და სამშობლოსთან!

 

და განა როდის არ უჭირდა საქართველოს?! როდის არ ტოვებდნენ ქართველი კაცები ოჯახს - ომიანობისა თუ სხვა გარემოებათა გამოისობით, მაგრამ, ქართველი ქალები მათ თბილად უნახავდნენ კერიას და ერთგულ შვილებს უზრდიდნენ სამშობლოს. ეჰ, იყო ის ხანაც -„სავსე ქართული პატიოსნებით“, ადათ-წესებით, რწმენა-სულიერებით, რაც უკვე აღარაა იმათი გამოისობით, ვინც თქვენ აქედან გაგიტაც-გაგიტყუათ...

 

არადა, ამ შემაკავებელ-გადამრჩენი ქართული ტრადიციების შესანარჩუნებლად - სამშობლოს დაცვა, მასთან განუშორებელი სიახლოვე, ქართველთა ერთად ყოფნა და სიყვარულია საჭირო! ცხოველთა სამყარომაც კი იცის საკუთარი ბუნაგ-სამყოფლის შემოსაზღვრა და შენ, ქართველო, ხომ უწყი, რომ იქაურობას, სადაც შენ არ ხარ, ეშმაკები ეპატრონებიან?! ნუთუ არ გიფიქრია, ჩვენი ერი რამდენი ათასწლეული აკოწიწებდა დღევანდელ საქართველოს?! და რომ სულ იოლად დაიშლება იგი უთქვენობით?!

 

 ყოველივე ამის გამო, ზოგიერთ თქვენთაგანში ეგებ აღიძრას-კიდეც სინდისის ქენჯნა, ეგებ, ჩუმად, თავსაც კი იმტყუვნებთ მარტოდ დარჩენისას, მაგრამ, საკმარისია, საიდანღაც რომელიმე თვალ-ყურ დახშული პროვოკატორი გამოხტეს, რომ დაგიპნოზებულივით მყისიერად გადახვიდეთ თავდაცვაზე - მზად ხართ პროვოკატორთან ერთად ჩაქოლოთ მართლისმთქმელი და მასზე გადატეხოთ ჯოხი! მაგრამ, რას გიშველით გააფთრებული ლანძღვა-თათხვა: - „ნახეთ რა გვაკადრა ლია რუსიაშვილმა, რა უნდა მოჰკითხო, რა უნდა ელაპარაკო ამისთანასო“... 

 

აი, ეს, საკუთარი ცოდვის გამართლება - სხვაზე გადაბრალებით არის უკადრისი სვლა და უპატიოსნო თამაში. და მაინც რა გაკადრეთ? მოვიგონე რამე?! პირიქით, ისევ და ისევ გაგიმეორებთ: თქვენს მიერ დატოვებული ადგილი უცხოტომელებმა დაიკავეს და იქნებ, ახლა მაინც დაფიქრდეთ, თუ, რად არ იშვირეს თავ-ფეხი სომხებმა და აზერბაიჯანლებმა! ისინიც ხომ ამავე საქართველოში ცხოვრობენ და თუკი მათ გაეძლებოდათ, თქვენ სადღა გარბოდით?! აქვე გეტყვით მაგის პასუხსაც: - ისინი დარჩნენ იმიტომ, რომ მათ აქვთ მიზანი საქართველოში ფესვების გადგმისა და განმტკიცებისა, ხოლო, თქვენ კი - არც მიზანი გაქვთ და არც რწმენა, თორემ, საქართველოშივე გიშველიდათ ღმერთი! 

 

აქვე აღვნიშნავ, რომ პატრიოტ და ქართული ცნობიერების ემიგრანტებს ჩემგან არასდროს დაკლებიათ გაგება და მოფერება, მაგრამ, თქვენნაირი აგრესიული სუბიექტების მიმართ კი სხვანაირად უნდა ითქვას სათქმელი. 

 

და მეც გეუბნებით, რომ თქვენ თქვენს ოჯახებს აძლიერებთ ფულით და არა სულიერად! რომ თქვენ საქართველოს ღალატობთ და ასუსტებთ და ამ უთანასწორო ომში უკვე გვერევიან უცხოტომელნი, თანაც იმდენნი, რამდენიც ერთად აღებული არ ახსოვს არცერთი ქვეყნის ისტორიას! 

 

არადა, რომ გაგვევსო საქართველო ერთმანეთით, მრავალშვილიანობით, ურთიერთთანადგომით, ერთსულოვნებით, მიზანდასახულობით, რწმენა-სულიერებით, აი, მაშინ კი აღარ მოგიწევდათ სხვაგან გადახვეწა. სამშობლოს სადარაჯოზეც ისე მტკიცედ და მყარად დავდგებოდით, რომ არც მოპოვებულ დამოუკიდებლობას წავართმევინებდით ნეომონათმფლობელებს და თავადვე დავნიშნავდით ეროვნულ - სარწმუნოებრივ მთავრობას და ხელისუფლებას!

 

სამწუხაროდ, ამას თქვენისთანა ურწმუნონი ვერ დაიჯერებენ და ვერც იმას მიხვდებიან, თუ როგორ დაამარცხა დავითმა შურდულით გოლიათი, ხოლო, მორწმუნეთათვის კი გასაგებია, რომ თუკი ღმერთთან ვიქნებოდით, თავად იგი იბრძოლებდა ჩვენთვის და დაგვიცავდა - კიდეც მომხდურებისგან.

 

თუმცაღა, არც აწია გვიან, თუკიღა გამოიღვიძებთ და რწმენით და სასოებით დაბრუნდებით...

 

ჩვენც სხვა რა დაგვრჩენია - ამ იმედით დაგელოდებით. 

 

 

 

19-02-2018, 11:37
უკან დაბრუნება