„ღმერთი თეთრი იყო თუ შავი?“ - ბრაიანის ამ შეკითხვამ მე პირადად ძალიან დამაფიქრა.
ნაკლებად მჯერა, რომ ასეთი ჩამჭრელი კითხვა მის გონებაში მომწიფდა, თუმცა, ამჯერად ამას არა აქვს არსებითი მნიშვნელობა.
სამართლიანობა ითხოვს ითქვას, რომ კითხვა სწორადაა დასმული და რაც არ უნდა ვიბობოქროთ, ასეთ პროვოკაციულ კითხვაზე დამაჯერებელი პასუხი არ გვაქვს.
მთელი უბედურება იმაშია, რომ ამ კითხვას უსვამენ ქართველი ერის წარმომადგენელს - იმ ერისას, რომელიც ოდითგან მთელ სამყაროში ტოლერანტობის სიმბოლოდ მოიაზრებოდა...
თუ ვირწმუნებთ იმას, რომ უფალმა ადამიანი თავის მსგავსად და ხატად შექმნა, კანის ფერს მნიშვნელობას არ უნდა ვანიჭებდეთ - ყველა თანასწორია უფლის წინაშე და რადგან, ადამიანი თავისუფალია თავის არჩევანში, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიღაცა იმის გამო გავკიცხოთ, შავკანიანს რატომ გაყვა ცოლად. ყოველ შემთხვევაში, ამის საჯაროდ აფიშირება არა მარტო შეცდომა, არამედ, დანაშაულია...
მე კარგად მესმის, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს, ქართველი ქალების მასობრივად სხვა ეროვნების წარმომადგენლებზე (ფერს შეგნებულად არ ვუსვამ ხაზს) დაქორწინებას, მაგრამ, ამას არა ღია პროპაგანდით (რომელიც ძირშივე სპობს ქართველთა ტოლერანტობას), არამედ, სხვა მეთოდებით უნდა ვებრძოლოთ!
რატომ არ ვსვამთ კითხვას: რატომ მიყვებიან ქართველი ქალები სხვა რწმენისა და მრწამსის, ან თუნდაც, ჩვენთვის მიუღებელ ფერადკანიან მამაკაცებს?
პრობლემა იმაშია, რომ მხოლოდ შედეგზე ვრეაგირებთ და მიზეზებს ყურადღებას არასდროს არ ვაქცევთ!
იმიტომ ხომ არა, რომ ქართველ მამაკაცებთან ოჯახის შექმნის შანსი მიზეზთა და მიზეზთა გამო სულ უფრო და უფრო კლებულობს, ან გაჭირვება აიძულებთ დასაყრდენი სხვა ეროვნების წარმომადგენლებში იპოვონ? ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ წმინდა ანგარებით, პროპაგანდისტული მიზნით შექმნილ ოჯახებს, რომელთა უკან ანტიქართული ძალები დგანან.
რატომ არ ვუსვამთ საკუთარ თავს კითხვას: რატომ თხოვდებიან საქართველოდან ლუკმა-პურის საშოვნელად გადახვეწილი ოჯახიანი თუ გასათხოვარი ქალები ადგილობრივ მამაკაცებზე - გნებავთ, რეალურად, გნებავთ თვალთმაქცურად?
იმიტომ ხომ არა, რომ ამ ნაბიჯში გამოსავალს პოულობენ და უცხო სამყაროში თავს უფრო მეტად დაცულადაც გრძნობენ. დარწმუნებული ვარ, ამ გადაწყვეტილების გამო მათი უმრავლესობა საქართველოში არც დაბრუნდება. ეს კი ცოდვის ტრიალი იქნება იმასთან შედარებით, რაც დღეს საქართველოში ხდება (ვგულისხმობ, ქართველი ქალების ფერადკანიანებზე დაქორწინებას).
ასე რომ, ასეთი, ერისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხები ანტიქართულ ტელევიზიებში კი არ წყდება, სადაც გადაგვარებული ფსიქიკის ადამიანებთან ოპონირებას აზრი არა აქვს, არამედ, იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ ვუშველოთ პრობლემას ისე, რომ კაცთმოძულე ერის იარლიყი არ მივიკეროთ-ჩვენ მიზეზებს უნდა ვებრძოლოთ და არა შედეგს, რომელიც ყოველთვის ჩვენს საწინააღმდეგოდ განაწყობს დანარჩენ მსოფლიოს!
მე პატივს ვცემ ბატონ ნიკოლოზ მჟავანაძის შემართებას, მაგრამ, როცა ვახო სანაიას გადაცემაში მიდიხარ და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას ცდილობ, უნდა იცოდე, რომ იქიდან ყოველთვის შეურაცხყოფილს გამოგიშვებენ!
უფრო დიდი შეცდომაა, სოციალურ ქსელში საზოგადოების აზვირთება და იგივე სანაიას მოღალატე კაცუნად გამოყვანა - იგი არც მეტი, არც ნაკლები, ფულზე დაგეშილი ახალგაზრდა ჟურნალისტია, რომელიც დავალებას ასრულებს. თუ ვისგან მოდის დავალება, ეს არავისთვის გაუგებარი არ უნდა იყოს!
ადრე ვთქვი და კიდევ ვიმეორებ - კრიტიკისა და აღშფოთების მახვილი მხოლოდ მარიონეტი ხელისუფლების წინააღმდეგ უნდა იყოს მიმართული, რომელიც ხელს უწყობს და ასტიმულირებს კიდეც ასეთ ანტიქართულ პოლიტიკას, თორემ, სანაიების, გაბუნიების და გრიგოლიების ადგილს (რავა, ყველა მეგრელი შემრჩა ხელში!) სხვები დაიკავებენ და ასე გაგრძელდება უსასრულოდ!
ჩვენ ამ სავალალო პრობლემას გლობალურად უნდა შევხედოთ და რეალური გამოსავალიც უნდა ვიპოვოთ, თორემ, ვაი-ჟურნალისტებზე ტალახის სროლით არათუ პრობლემას მოვაგვარებთ, ანტიქართულ განწყობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ და ღირსიც ვიქნებით!
რაც შეეხება წინასწარ დაგეგმილ პროვოკაციებში მონაწილეობას, არავის ვურჩევ, მსგავს შოუებში მონაწილეობა მიიღოს - ეს უფრო მეტად ასხამს მტრის წისქვილზე წყალს!