აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილის, ლორიკ მარშანიას 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, მის საცხოვრებელ სახლთან მემორიალური დაფა გაიხსნა. ღონისძიებაში მარშანიას ოჯახის წევრებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა და აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარემ გია ბარამიამ.
როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ღონისძიებაზე დასწრება ვერ მოახერხეს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, თუმცა მათ ოჯახს პატივისცემა დაუდასტურეს.
ზაქარეიშვილის თქმით, მან ლორიკ მარშანია აფხაზეთის ომის დროს გაიცნო და იგი ქართულ-აფხაზური ურთიერთოებების გადარჩენას ცდილობდა.
,,მომავალში ასეთი მემორიალური დაფები გაიხსნება სოხუმში, აფხაზების ინიციატივით", - აღნიშნა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა.