არსებობს ქართულში ერთი ფრიად ტევადი სიტყვა - „დამთხვევა“, რომელიც მოვლენის ურთიერთკავშირს გულისხმობს.
ასე მაგალითად, ჩემი სტუმრობა „ქართული ოცნების“ ოფისში, შეიძლება უბრალოდ დაემთხვას გიგა ბოკერიას, ან რომელიმე „მამალი“ ნაცის იქ ყოფნას, ან შეიძლება სხვაგვარადაც მოხდეს - რადგან, მე იქ დანიშნულ დროს უნდა მივიდე, ისინი სპეციალურად დამახვედრონ და ამით ჩემი მოთმინების ფიალა გამოსცადონ!
ასეთ საეჭვო დამთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა ბატონ ბიძინა ივანიშვილის „მეორედ მოსვლას“ ქართულ პოლიტიკაში, უფრო სწორად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ხელმეორედ „არჩევას“, სპეცნაზის მხრიდან ე.წ. ღამის კლუბების დალაშქვრა და სოდომ-გომორის პოტენციურ ბინადართა რევოლუციური აღტკინება მოჰყვა.
მადლობა ღმერთს, გზასაცდენილი ახალგაზრდების და მათი ბრმა მიმდევრების აღტკინებამ სისხლისღვის გარეშე ჩაიარა, მაგრამ, მოგებული მაინც ზღვარგადასულ თავისუფლებას მოწყურებულნი დარჩნენ - მათ „დამშვიდების“ სანაცვლოდ (ამჯერად, „პიდარასტების“ რევოლუციას გადავრჩით) ნარკოპოლიტიკის გადახედვის (სხვა სიტვებით, ნარკოტიკის ლეგალიზების) გარანტია მიიღეს!!!
ეჭვიც არ შეგვეპაროს, რომ აღნიშნული დაპირება შესრულდება. ამის დასტური საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარე ფორმალური შეუთანხმებლობაა, როცა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ნარკოტიკების ლეგალიზება საქრთველოსთვის კატასტროფა არ იქნება, რადგან, ასეთი პრაქტიკა სხვა ქვეყნებშიც არსებობს, ხოლო, მეორე ნაწილის აზრით, პიდაპირი ლეგალიზება არ უნდა დავუშვათ - ნარკობარიგებს უმკაცრესად უნდა ვებრძოლოთ, ხოლო, ნარკომომხმარებლების მიმართ ლიბერალური პოლიტიკა უნდა გავატაროთ.
დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი თამაშია (წინასწარ დადგმული სპექტაკლია) საზოგადოების თვალის ასახვევად, რადგან, გადამწყვეტ მომენტში პულტზე ხელის დაჭერას ამ უკანასკნელთ ვერავინ დაასწრებს და თავიანთ გადაწყვეტილებას გუნდური პრინციპით ახსნიან!
ღმერთმა ქნას, ვცდებოდე...
ზემოთ სიტყვა „დამთხვევა“ ვახსენე. საინტერესოა, როგორ დაემთხვა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას, სპეცნაზის უგერგილოდ ჩატარებულ ოპერაციას (რომელიც ახალი „ბუნტის“ წინაპირობა გახდა) და რუსთაველზე გამართულ ორდღიან ვაკხანალიას ბერა ივანიშვილის ახალი კლიპი, რომელიც ნარკოტიკის ლეგალიზების პირდაპირი მოწოდებაა!
მე რეპის არც მოყვარული ვარ და არც პროფესიონალი შემფასებელი, არც ის ვიცი, როგორი რეპერია ბერა ივანიშვილი, მაგრამ, შემიძლია ვთქვა: გარდა იმისა, რომ ნარკოტიკის ლეგალიზების „დავალებას“ იძლევა, სხვა მუსიკალურ- მხატვრული ღირებულება ამ აბდაუბდას არ გააჩნია.
დღეს, ყველას ყველაფრის უფლება აქვს, მათ შორის ადრე აკრძალულ თემებზეც შეუძლია ნებისმიერს საკუთარი აზრი გამოთქვას („გამოხატვის თავისუფლება“), მაგრამ, არსებობს საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ტაბუდადებული (ჯერაც მიუღებელი) თემები და არსებობენ ადამიანები, რომლებმაც სხვადასხვა მიზეზების გამო თავი უნდა შეიკავონ ერისთვის მიუღებელი თემების ტირაჟირებისგან!
ბერა ივანიშვილი შპს „საქართველოს“ გენერალური დირექტორის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ვაჟიშვილი რომ არ იყოს, ყურადღებას არ გავამახვილებდი, მაგრამ, ეს შემთხვევითი კლიპი რომ არ არის, უდავოა.
უდავოა ისიც, რომ ნარკოტიკის ლეგალიზების გარეპება პირდაპირ კავშირშია ივანიშვილის იძულებით გადაწყვეტილებასთან - დაბრუნდეს პოლიტიკაში ახალი დავალებით. სწორედ ამ დავალების ნაწილია ბერას ახალი კლიპიც. თუმცა, ამაში უჩვეულოც არაფერია - შვილი მამას ეხმარება...
მე არ ვამტკიცებ, რომ პარლამენტარები ბერას მოწოდებას პირდაპირ დავალებად მიიღებენ - მათ ისედაც იციან, რა უნდა გააკეთონ, მაგრამ, ეს ერთგვარი სიგნალია, რომ კანონი ნარკოტიკების ლეგალიზებაზე უნდა მიიღონ.
ფორმალურად, ბერას მოწოდება თანატოლებისადმი მხარდაჭერადაც შეიძლება ჩავთვალოთ, თუმცა, მხოლოდ ფორმალურად - აქ უფრო სხვა ხელწერა იკითხება, რაც სამწუხაროა.
ივანიშვილი ამ დავალებას პირნათლად რომ შეასრულებს, წყალი არ გაუვა, თუ რა თქმა უნდა, ხალხი არ აზვირთდა და თავისი მტკიცე ნება დროულად არ გამოხატა!
რა იქნება სხვა დავალებები, ჯერჯერობით უცნობია. თუმცა, თუ ახლა მივაყურისძირეთ, უფრო საშინელი ინიციატივების მომსწრე შეიძლება გავხდეთ და ღირსნიც ვიქნებით!
p.s.ვისაც ბერას კლიპი ჯერ კიდევ არ დაუგემოვნებია, შეგიძლიათ „დატკბეთ“!
ზაურ ნაჭყებია