ივერიონი / თემურ შაშიაშვილი: ეს უბრალოდ სირცხვილია!

თემურ შაშიაშვილი: ეს უბრალოდ სირცხვილია!

ქვეყანაში ერთ კაცს იმაზე მეტი უფლებები აქვს, ვიდრე საკუთარ ბიზნესში სრული პაკეტის მფლობელს. ამის უფლებას საკუთარ თავს, რომ არ უნდა აძლევდე, ფაქტია, მაგრამ უარესია, როცა ამას ხალხი ითმენს!

 

კარგია რომ ძლიერდება აზრი ვადამდელი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, მით უფრო, რომ იგი გაჩნდა საპარლამენტო უმრავლესობის შიგნითაც. . . ეს ყველაზე სწორი პოზიციაა, რადგან სისტემური ცვლილებების გარეშე, ამ ნდგომარეობიდან ვერ გამოვალთ, ამის არც ნება და არც კვალიფიკაცია კი დღევანდელ პარლამენტს არ გააჩნია. 

 

მე ვფიქრობ, რომ დიდი ხანია, თითქმისათწლეულებია, ჩვენ ვართ დემოკრატიის ნიღბის პოლიციური სახელმწიფო, რომელიც რეალურად იმართება უშიშროებისა და პოლიციის სამსახურების მიერ, ისინი არიან მთელი სახელისუფლებო ვერტიკალის მმართველ-მაკონტროლებლები, ამის გამო მთელი ვერტიკალის ნებისმიერი თანამდებობის პირი ცხოვრობს შიშით და შიშში, ყველაფერი ეს კი ემსახურება მოსახლეობის დამთრგუნველ საბანკო კაპიტალს და მდიდრების ხალხზე ბატონობას.

 

ამაში ბევრი უკვე პარლამენტშიც, მმართველ ძალაში დარწმუნდა, ბოლო დღეების ქუჩის მოვლენებმა "ოცნების" რეაქციამ, კიდევ მეტად დათრგუნა საზოგადოებაც და ოცნების წევრთა დიდი ნაწილი, განსაკუთრებით ისინი, ვინც კიდევ ერთხელ ნახეს პარტიის თავმჯდომარის მართვის სტილი, რომელიც დასმენაზე და შიშის დანერგვაზეა დაფუძნებული! . . 

 

შიშმა შეიპყრო ქვეყანაში დიდი და პატარა - უიმედობის, უპერსპექტივობის, გაბედული მოქმედების და უმქმედობით გამოწვეულმა, თანამდებობის დაკარგვის შიშმა, იმის შიშმა, რომ გვიყვალთვალებენ. . . 

 

ეს საშინელებაა - მისი დაძლევა, სწორედ სისტემურ ცვლილებებს და რეალურად დემოკრატიულ არჩევნებს შეუძლიათ. 

 

პირველ ეტაპზე მისი შეჩერება შეუძლია გადაწყვეტილების მიღებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის თაობაზე. ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ გარკვეული ნაწილი მაინც დავძლევთ შიშს და დავიწყებთ მიძრაობას ქვეყნის ინტელექტუალური რადიკალიზაციის მიმართულებით. ბევრია დამოკიდებული იმ ხალხის პოზიციაზე, ვინც ბატონი ბიძინასგან იღებს ფულს. . . უკვე უზნეობაა ფულის გამო ამის მოთმენა. . . 

 

დიდი როლის შესრულება შეუძლიათ კულტურის იმ მუშაკებს, რომლებიც მის ახლობლებად არიან მიჩნეული, როგორც მის (ივანიშვილის) მიერ, ასევე საზოგადოების მიერაც. . . 

 

ამ რამდენიმე ხნის წინ ჩემთვის უსაყვარლესი კაცის, ბატონ კახი კავსაძის დაცვა დამჭირდა ერთ ინტელიგენტურ, მაგრამ აგრესიულად განწყობილ ჯგუფთან. ამ საუბარმა მეც შემაცდინა, აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ის ავტორიტეტიც გამინადგურა, რაც მათ თვალში მქონდა. ბატონი კახი დაივიწყეს და ბიძინისტად მომნათლეს კაცი, რომელიც მას მის მტრად მივაჩნივარ და რომელსაც მუდმივად მიაჩნდა, რომ მისი პოლიტიკაში შემოსვლა დანაშაული იყო. . . 

 

მდგომარეობა არ არის მარტივი, მით უფრო რომ ნაცებისა და მისი ნაგლეჯების სახით, იმ ფულით, რომელიც მათ აქვთ გარედან (არც შიგნიდან აკლიათ), ვერაგი ძალაა ჩასაფრებული და დღეს არეულობა აწყობს ბევრ ფულიანს, ეს არის მათი ბიზნეს-გარემო, ამ დროს გაცილებით მეტ ფულს შოულობენ. ეს იმ ფონზე, როცა ხელისუფლებას არა თუ აქვს გულწრფელი დიალოგი ხალხთან და მოაზროვნე ადამიანებთან, არამედ, რამდენედაც პარადოქსულად არ უნდა ჟღერდეს, დესტრუქციულთან ბრძოლა-შეთანხმებები უფრო აწყობს, ვიდრე კონსტრუქციულთან დიალოგი-თანამშრომლობა! 

 

ღმერთმა ქნას, მე ვცდებოდე ამ შეფასებებში. მივანდოთ დროს. ბედნიერი ვიქნები, თუ ვცდები. 

 

ერთი კი ვიცი, ჩემი ამ წერილიდან და ქვეყანაში შექმნილი შიშის, ჩაშვება-დასმენის გამო, ბევრი მოერიდება ჩემთან ურთიერთობას, ვინც ხელისუფლებაშია ისინი ხომ ნაცნობობაზე იტყვიან უარს. პირდაპირ ვამბობ, ეს ხალხი უფრო საშიშია და რომ არა ეს ქამელეონები, მონური ფსიქოლოგიის ადამიანები, მით უფრო პოლიტიკაში, ბიძინა ივანიშვილიც სხვა იქნებოდა, ეს პოლიციური რეჟიმიც არ გვექნებოდა. მათ ტაშს და ბიძინას ქებ- დიდება ეწირება თვით ივანიშვილიც, ძლიერიც და ნიჭიერიც, მთავარი - ხალხი და ქვეყანა!!!

 

ამიტომაა საჭირო სისტემური ცვლილებები, ვადამდელი არჩევნები და ქვეყანაში ქოჩის პოლიტიკის, ქუჩის პოლიტიკოსთა მმართველობის დასრულება. 

 

ეს გადაწყვეტილება თუ ერთ თვეში არ იქნება მიღებული, მე ვფიქრობ, დიდი ვარაუდით, შემოდგომაზე პოლიტიკური პროცესი ქუჩაში გადავა და კიდევ ერთი რევოლუცია, გამოუსწორებელ, ვიმეორებ, გამოუსწორებელ მდგომარეობაში ჩაგვაგდებს. 

 

ისიც ფაქტია, რომ ამ საარჩევნო სისტემით უარეს შედეგს მივიღებთ და დღევანდელი პარლამენტი მოგვენატრება. 

 

ჩემი აზრით, ვადამდელი არჩევნები გვიან შემოდგომამდე არ უნდა დაინიშნოს, უმჯობესია ადრე გაზაფხულზე. უნდა მოესწროს, როგორც საარჩევნო სისტემის სრულყოფა, ასევე პროგრესულ პიროვნებათა საარჩევნო კონსოლიდაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში უარეს შედეგს მივიღებთ. 

 

მე ვთქვი, ხაზს ვუსვამ, პიროვნებათა და არა პარტიათა კონსოლიდაცია. 

 

ერთი რამ ცხადია: ამ პოლიტიკური პარტიებით, ამ პოლიტიკური ფილოსოფიით ქვეყანას მომავალი არ აქვს. . . ეს პარტიები კი არა, მორჩილთა გაერთიანებებია, ამბიციურ პიროვნებათა ირგვლივ, უფრო სექტებია. . . ნაცმოძრაობა და მისსი ნაგლეჯები, დიდი ხანია, დასრულებული სექტებია. 

 

მეორეც, დღეს ქვეყნისთვის საჭირო ხალხი, პარტიებს გარეთ უფროა, ვიდრე პარტიებში. აშკარაა, რომ პარტიებში ზნეობის ფეფიციტია, ხოლო ზნეობრივ ადამიანებს პარტიას ვერ უხსენებ. ეს არის კანონმდებლობით განმტკიცებული უზნეო ხელისუფლებათა შექმნის გზა. პარლამენტში ხვდებიან ერთი მდიდარის მონები და არა პიროვნებები. ეს უფსკრულია!

 

მესამეც, ყველაზე მთავარი და დამაფიქრებელი. ქვეყანაში არ არსებობს პოლიტიკოსად აღიარების კანონიერი ზნეობრივი გზა. პოლიტიკოსთა სიმრავლით პირველ ადგილზე ვართ, მეტიც, ქვეყანაში პოლიტიკოსთა რაოდენობა, რეალურ ბიზნესმენთა რაოდენობას აღემატება. ამ ე. წ. პილიტიკოსებმა, პოლიტიკა ბიზნესად აქვიეს, ყვლეფენ ბიზნესმენებსა და დამფინანსებლებს, სამაგიეროდ თავიანთი ოჯახების ცხოვრება კარგად მოიწყვეს, ჟურნალისტებიც დაიქირავეს, ყოველდღე ტელევიზიებში არიან და ჭკუას გვასწავლიან. 

 

პირდაპირ უნდა ვთქვათ, ეს ხდება იმ ქვეყანაში, სადაც თანამედროვე ევროპული და ამერიკული კრიტერიუმებით, რაც მთავარია, ჩვენი ტრადიციების, გამოცდილების გათვალისწინებით, რეალორ პოლიტიკოსთა რაოდენობა ათამდე ვერ მივა. კიდევ უარესი ის არის, რომ ამ პოლიტიკოსთა უდიდეს ნაწილს არც იცნობს კარგად საზოგადოება. 

 

არამბიციური პოლიტიკოსი მსოფლიომ არ იცის. მაგრამ არსებობს, სულ მცირე ორი ტიპის ამბიცია: დასავლური და რუსული

 

დასავლური ამბიციაა, როცა შენ იბრხვი იმ ადგილისთვის, რომელიც გეკუთნის შენი ცხოვრების, გამოცდილების, განათლების გამო. . . 

 

რუსული ამბიციაა, როცა პოლიტიკოსი იბრძვის იმ ადგილისთვის, რომელიც არც ერთი პარამეტრის მიხედვით არ ეკუთვნის. 

 

ყველაზე დიდი პარადოქსი ის არის, რომ საქართველოში ყველა იმ პოლიტიკოსს, რომელიც ამერიკა-ევროპის, საერთოდ დასავლეთის სახელით გველაპარაკება და გვმოძღვრავს, რუსული ამბიციაა აქვს. ისინი იმაშიც კარგად არიან გაწაფული, რომ ყველა მისთვის მიუღებელს, რუსული უწოდონ და თავის მართლების რეჟიმში ჩააყენონ. 

 

ბოლოს, მოსახლეობაში არ არის გაცნობიერებული, რომ ხელისუფლება აზროვნებაა და არა ასაკი. დიდი და პატარა გაიძახის ახალგაზრდობას. ეს, რომ არაერთის სამომავლო პიროვნების დაღუპვის ტოლფასია, ეს დრომ დაადასტურა. არ შეიძლება მოუმზადებლად და მით უფრო 10-15 წლით ადრე დანიშნო ახალგაზრდა კაცი თანამდებობაზე. ეს ახალგაზრდობით სპეკულაცია უფროა, ვიდრე მათდამი კეთილი განწყობა. . . ეს რომ საკუთარი თავის თანამედროვედ ჩვენების მზაკვრული გზაა, კი ვიცი, მაგრამ იმის ანალიზი რომ არ კეთდება, რა სიტუაციაა დღეს თანამედროვე მსოფლიოში, ესეც ფაქტია. 

 

მსოფლიოს დემოკრატიულ ქვეყნებში, პარლამენტი სიბრძნის გამოხატულებაა. იშვიათობაა 30 წლამდე პარლამენტარი, ძირითადი შემადგენლობა 40 ს, უფრო მეტად 50 ს ზემოთაა. საქართველოში კი ის ასაკია, ჟიული შარტავას დროინდელ კომკავშირის ცეკაში რომ მინახავს. 

 

დავაკვირდეთ მსოფლიოს - რომელი ქვეყნებია წარმატებული? ის ქვეყნები, სადაც 20-30 წლიანი პრაქტიკული გამოცდილების პიროვნებებია პოლიტიკაში. აშშ ის ერთ ერთი ყველაზე გამორჩეული პრეზიდენტი როლანდ რეიგან მესამე ცდაზე, 69 წლის ასაკში აირჩიეს პრეზიდენტად. ასეთივე ასაკში აირჩიეს ტრამპიც. ჩინეთში 60 წელი თუ არ შეუსრულდა, მაღალ პოსტს არ ანდობენ. ასეთიცე გზას ადგას იაპონია. გერმანიის მაგალითი ყველაზე ნიშანდობლივია ასაკითაც და პოლიტიკოსის წარსულითაც. გერმანელები პრაქტიკულები არიან და ისეთის არჩევაზე ფიქრობენ, რომელიც მათ გამოადგებათ. არც ასაკი აწუხებთ და არც წარსული. ქალბატონი მერკელი 70 ს გადაცილებულია. . სოციალისტურ-კომუნისტურ გერმანიაში ყველა პოსტი ეჭირა:წარმოების კომკავშირის მდივნით და კომკავშირის რაიკომით დაწყებული, მინისტრით დამთავრებული. გაერთიანდა გერმანია და მეოთხედ აირჩიეს. გერმანია მსოფლიო ლიდერი ქვეყანაა. მაგრამ იციან ის, რაც ჩვენთან უგულვებულყოფილია: ხელისუფლება აზროვნებაა და ეს არის მთავარი. 

 

ჩვენ ბევრი გვაქვს საფიქრებელი. არ შეიძლება ისეთი სისტემა გვქონდეს, რომ ერთ კაცს შეეძლოს, როგორც მას უნდა ისე გვექცეოდეს. ეს სახელმწიფო აღარ არის. 

 

თანამედროვე მსოფლიოში საკუთრების 100 პროცენტის მქონე ბიზნესმენსავ კი აღარ აქვს უფლება, რაც უნდა ის აკეთოს!

 

ვადამდელ არჩევნებს, მხოლოდ მაშინ აქვს ძალა და ფასი, როცა ძალაუფლება ხელისუფლების შტოებს შორის ისეა გადანაწილებული, რომ, ერთის მხრივ, დაცულია ბალანსი და, მეორეს მხრივ, საკონსტიტუციო და საკანონმდებლო გარანტიებით განმტკიცებულია, რომ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი ხალხია და არა ხელისუფლება! 

 

14-06-2018, 17:20
უკან დაბრუნება