საზოგადოებისათვის რამდენიმე, მეტად გასააზრებელი ფაქტი:
1) კათოლიკოს-პატრიარქის თანამდებობა არის არჩევითი და არა მემკვიდრეობითი;
2) კათოლიკოს-პატრიარქს ირჩევს გაფართოებული საეკლესიო კრება და ხმის უფლებით სარგებლობს მხოლოდ წმიდა სინოდის ეპისკოპატი;
3) ეკლესიას მართავს წმიდა სინოდი, ანუ კრებითობის პრინციპი და არა პირველიერარქი;
4) მოსაყდრე არ არის თანამმართველი კათოლიკოს-პატრიარქისა;
5) მოსაყდრე არ ნიშნავს აპრიორი მომავალ კათოლიკოს-პატრიარქს;
6) მოსაყდრის უფლებამოსილება ძალაში შედის მხოლოდ მოქმედი კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების, ან გადადგომის შემთხვევაში;
7) მოსაყდრის უფლება-მოვალეობაში შედის მხოლოდ ორი საკითხი:
ა)კათოლიკოს-პატრიარქის არჩევნების წინარე პერიოდისა და სამზადისის ნორმალურ და კანონიერ გარემოში უზრუნველყოფა-ორგანიზება;
ბ) საკუთარი კანდიდატური დასახელება, ან არდასახელება (ნებაყოფლობითია);
8 ) საქართველოს ეკლესიის ცხოვრება-მოღვაწეობა რეგულირდება წმიდა წერილით, წმიდა დიდი სჯულის კანონით, საღვთო გარდამოცემით, კრებათა დადგენილებებით და ადგილობრივი მართვა-გამგეობის დებულებით, რომელიც თანხმობაში უნდა იყოს პირველ ოთხთან;
9) მოსაყდრის ინსტიტუტი არის წარსულის არარენტაბელური, აწ უკვე არააუცილებელი და უადგილო რუდიმენტი, რადგან ეკლესია ამჟამად არც ფორსმაჟორულ ვითარებაშია, არც ექსტრემალურ მდგომარეობაში (ექსორიობა, ომი, რეპრესია) რომ ამის ადმინისტრაციული საჭიროება არსებობდეს;
10) სირცხვილია, როცა მოსაყდრე შიოს ოფიციალური თანაშემწე (წესით ეს თანამდებობაც არ არის რეგლამენტირებული და დეკლარირებული) დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ავლენს არაკვალიფიციურობას, ანბანური კანონების უცოდინრობას და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში, შემდეგი ფრაზით - "მოსაყდრე არის პატრიარქის ტახტის მემკვიდრეო", რაც დიდი მკრეხელობა და პროფანაციაა ორიათასწლოვანი მართლმადიდებლური სწავლების.