სააკაშვილი… მას უამრავ უბედურებასთან ერთად, აქვს ერთი დამსახურება საქართველოს წინაშე...
მან ხალხს, მისდაუნებურად დაანახა ვინ ვინაა პოლიტიკაში.
დღევანდელ პოლიტიკოსთა აბსოლუტური უმრავლესობა, ალბათ, 99 პროცენტი - მისი შექმნილი და დანიშნულია. უმეტესობა – დაუმსახურებლად...
მძიმე მემკვიდრეობად დარჩა სააკაშვილის პოლიტიკოსთა ეს შემადგენლობა. პირდაპირ და ყოველგვარი მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვთქვათ, საქართველოში გრძელდება მათი, ანუ მედროვე და მოღალატე პოლიტიკოსთა პარპაში. ძირითადად ისინი არიან ხელისუფლებაში,ოპოზიციაში, სატელევიზიო სივრცეში, გაზეთებშიც...
ამ ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას, ქვეყნისთვის ზიანის მეტი არაფერი მიუყენებიათ… არც სააკაშვილისთვის. ივაჭრეს და ვაჭრობენ დღესაც სააკაშვილით.
როგორ? მარტივად..
- მაღალი პოსტი ეჭირა, პრეზიდენტი იყო – მონებად უდგებოდნენ და ამაში გასამრჯელოს იღებდნენ...
- აღარ არის პრეზიდენტი – მას ყიდიან, პირდაპირ, თუ ირიბად, სხვის სამსახურში დგებიან... იწყებენ მის წინააღმდეგ ბრძოლას. ამისთვის დიდ გასამრჯელოს იღებენ.
ძნელია მეორე პიროვნება მოიძებნოს, რომელთან დაკავშირებითაც, 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუციამდე, იმდენი კარგი აქვს მას ნათქვამი და იმდენი შეთავაზება გაკეთებული, რამდენიც ჩემს მიმართ…
- „მოქკავშირში“ თუ შევიდოდი, თანათავჯდომარეობას მთავაზობდა და პარტიიდან პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებას, რაც იმ დროისთვის პრეზიდენტობას ნიშნავდა.
-...“მოქკავშირიდან“ წასვლის შემდეგ, შემომთავაზა პარტიის შექმნა. ვიქნებოდით თანათავჯდომარენი და მე ვიქნებოდი პრეზიდენტობის კანდიდატი...
- 2003 წლის ნოემბერში, ე.წ. რევოლუციამდე, ბოკერია გამომიგზავნა წინადადებით, გადავმდგარიყავი და ვიქნებოდი მისი და ჟვანიას თანაბარი უფლებებით უმაღლეს. სახელისუფლებო ეშელონში. ბოკერიამ შეხვედრა გარეთ მთხოვა, უარი ვთქვი – კაბინეტში მოვიდა.
ეს ყველაფერი გამოქვეყნებული აქვს, ამაზე საჯაროდ საუბრობდა...
2001 წლის აგვისტოში შევარდნაძემ გადმომცა მათი სურვილი, რომ სააკაშვილს, ჟვანიას და მე თანაბარი უფლებებით გვემართა მოქკავშირი, რაც მაშინ ქვეყნის მართვასაც ნიშნავდა.ეს შეხვედრა 17 წლის წინ, 2001წლის აგვისტოში შედგა ლიკანში.
ყველა წინადადება უარვყავი, ვთვლიდი, რომ ისინი იმართებოდნენ ქვეყნის გარედან, რომ მათი ხედვა არ იყო ქართული… რაც შეეხება კონკრეტულად სააკაშვილს, მას 1997 წლიდან ვთვლიდი - არასერიოზულ, გაუწონასწორებელ და ქვეყნისთვის საშიშ პოლიტიკოსად.
მეტიც, 2001წლის 11 აპრილს, ინგა გრიგოლიას გადაცემაში “დებატები”, პირდაპირ ვთქვი: “საცოდავი საქართველო ასეთი მინისტრების ხელში”... მაშინ სააკაშვილი იუსტიციის მინისტრი იყო.
მეორე დღეს შევარდნაძემ სატელეფონო საუბარში საყვედური მითხრა: ის ჩემი მინისტრია და თან ერთ-ერთი საუკეთესოო.
ამ ჩანაწერს დღემდე მალავს ტელევიზიაც და გრიგოლიაც, ისევე, როგორც არ აჩვენებენ ზესტაფონის გამგეობაში ჩვენი დაპირისპირების კადრებს და 1998 წლის 19 ოქტომბრის ამბოხების კადრებს, რომელიც ბათუმიდან იმართებოდა და იმ დღეს აბაშიძე და სააკაშვილი ერთად იყვნენ.
ვინც 2003 წელს მის გვერდით იდგა, მლანძღავდა და უტიფრად მიპირისპირდებოდა, რატომ აკრიტიკებ ჩვენ ბელადსო, იგივე ხალხი დღეს საპირისპიროდ მოქმედებს: გმობს მას, მისი მმართველობის სტილს და მისი ლანძღვით აპირებს დარჩეს პოლიტიკის და ქვეყნის მმართველობის მაღალ ეშელონებში.
სააკაშვილი ათასგზის სჯობს მის მიერ დანიშნულ და შექმნილ პოლიტიკოსებს. ისინი ყოველმხრივ უღირსნი არიან!