ვინც დღეს „ნაციონალების“ გვერდით დადგება, ან საკუთარ თავს ქვეყანაში არეულობის მოსაწყობად გამოაყენებინებს, გინდა ოქუაშვილი იყოს და გინდა სიკინჭილაშვილი, საქართველოს მტრების წისქვილზე ასხამს წყალს!
ღიად ვაცხადებ:
უკანონობა უნდა გამოაშკარავდეს, კონკრეტული დამნაშავენი უნდა დაისაჯონ, მაგრამ, რაღა არჩევნების წინ ახსენდება ბატონ ოქუაშვილს, რომ დღევანდელი ხელისუფლება ატერორებდა?!
კაცს, რომელსაც დაავიწყდა, „ნაციონალურმა“ რეჟიმმა მისი ტელევიზიისა და ბიზნესის (ომეგა ჯგუფი) დარბევა-აწიოკებით რომ დაიწყო საქართველოს დატერორება და საკუთარი „ტყავის“ გადასარჩენად ისევ „ნაციონალებს“ მიუცუცქდა, როგორ უნდა მებრალებოდეს, ან რატომ უნდა თანავუგრძნო?
ის, ვინც ფიქრობს, რომ „ნაციონალური რეჟიმის“ მიერ ჩადენილი სისასტიკე ე.წ. „ციხის კადრების“ ჩათვლით, იდენტურია „რუსთავი-2“-ის მიერ („ნაციონალების“ დაკვეთით) გუშინ აფიშირებულ სპექტაკლზე, ან ძალიან გულუბრყვილოა, ან ძალიან ავანტიურისტი!
არჩევნების წინ ასეთი „სკანდალების“ ამოქოქვა არც მეტი, არც ნაკლები, ქვეყანაში არეულობის ინსპირირებას და კარს მომდგარი საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლას ემსახურება!!!
რაც არ უნდა ჩვენთვის მიუღებელი შედეგებით დამთავრდეს, საპრეზიდენტო არჩევნები არ უნდა ჩაიშალოს და როგორმე მშვიდობიანად უნდა მივიდეთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც, სადაც ერთი მთელისგან შემდგარ ორივე ძალას - ნაც-ქოცურ რეჟიმს გზა პოლიტიკური მოუსავლეთისკენ უნდა დავულოცოთ.
დღეს საპრეზიდენტო არჩევნების ჩაშლა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მხოლოდ „ნაციონალებს“ აწყობთ, რისი უფლებაც მათ არ უნდა მივცეთ!
P.S.შეიძლება „ქართულ ოცნებას“ ობიექტურად ბევრი რამ დააბრალო და მისგან ბევრი რამ არ მოგწონდეს, მაგრამ, ბიზნესის ტოტალურ ტერორს (როგორც ამას „ნაციონალების“ დროს ჰქონდა ადგილი) და ადამიანთა მასობრივ წამებას, ვერ დააბრალებ.
ასე, რომ, ნუ წამოვეგებით „ნაციონალების“ მიერ ნასროლ ანკესზე - თუ ახლა შევცდით, წინ საშინელი კოშმარი გველოდება!!!