ივერიონი / ზაურ ნაჭყებია: ვინ „შეულოცავს“ ჯადოსნურ სამკუთხედს?!

ზაურ ნაჭყებია: ვინ „შეულოცავს“ ჯადოსნურ სამკუთხედს?!

იკვრება ჯადოსნური სამკუთხედი:

 

1. ამომრჩეველი, რომელმაც კიდევ ერთხელ სული წაიწყმიდა და „ნაციონალებს“ ორ გროშად მიეყიდა;

 

2. ამომრჩეველი, რომელმაც „ქართული ოცნებაზე“ შური იძია და გაცნობიერებლად თუ გაუცნობიერებლად, ისევ ბნელი წარსულის დაბრუნებას მოაწერა ხელი;

 

და...

 

3. ამ პროცესების მთავარი დირიჟორი და შემსრულებელი (საქართველოში), ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისგან მრავალგზის მოტყუებულმა და ბოლომდე შეურაცხყოფილმა ამომრჩეველმა ისევ აიღოს ღირსებაზე ხელი და „ნაცების“ არდაბრუნების შიშით, როგორმე სალომე ზურაბიშვილი გაათრიოს პრეზიდენტად.

 

თუ ეს ასე მოხდა, საქართველო ხელს მოაწერს უზნეობის კიდევ ერთხელ დაკანონებას, რომლის გაგრძელება „ნაციონალების“ არდაბრუნების შიშით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისევ „ქართული ოცნების“ გადარჩენა იქნება.

 

ხოლო, თუ პირიქით მოხდა და მეორე ტურში ვაშაძემ გაიმარჯვა, სახეზე გვაქვს პოლიტიკური კრიზისი, რომელმაც თუნდაც სპონტანურად უნდა შვას ახალი პოლიტიკური ძალა და „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“ გზა პოლიტიკური მოუსავლეთისკენ უჩვენოს თავის ბიძინა ივანიშვილიანად.

 

p.s. ახლა იმაზე კი არ უნდა ვიმტვრევდეთ თავს, ვის მივცეთ ხმა მეორე ტურში, არამედ, იმაზე, როგორ შევუწყოთ ხელი ეროვნული პოლიტიკური ძალის კონსოლიდაციას.

 

30-10-2018, 12:01
უკან დაბრუნება