ივერიონი / როგორც ჩანს, ივანიშვილი ვარდისფერი სათვალეების მოხსნას არ აპირებს, ან თვითონაა, მოსალოდნელი რეალობის დირიჟორი!

როგორც ჩანს, ივანიშვილი ვარდისფერი სათვალეების მოხსნას არ აპირებს, ან თვითონაა, მოსალოდნელი რეალობის დირიჟორი!

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მოვლენები წინასწარ დაწერილი სცენარით ვითარდება, რაც ვაშაძის მეორე ტურში გამარჯვებას და „ნაციონალებზე“ ხელისუფლების გადაბარებას გულისხმობს!

 

ვატყობ, შეწუხებული (წაშლილი) სახის ფონზე ივანიშვილის ბოლო მიმართვა ქართველი ხალხისადმი ვერ მუშაობს - ამის მიზეზი, ან თავად ივანიშვილისადმი და „ქართული ოცნებისადმი“ უნდობლობა, ან საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მხრიდან მოსალოდნელი კატაკლიზმების გაუაზრებლობაა:

 

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ზოგი (ვინც არ მონაწილეობდა პირველ ტურში) „ქართული ოცნების“ ჯიბრზე არ აპირებს არჩევნების მეორე ტურზე წასვლას, ხოლო, ვინც აპირებს, ან ორივეს გადახაზვით, ან „ნაციონალებისთვის“ (ვაშაძისთვის) ხმის მიცემით იმუქრება!

 

მართალია, „ნაციონალების“ „მეორედ მოსვლა“ (ხელისუფლებაში დაბრუნება) არ იქნება უფლის მეორედ მოსვლის შესატყვისი განკითხვის ტოლფასი, მაგრამ, ეჭვი არ მეპარება, რომ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს, უპირველესად, ხელისუფლებაში ყოფნით გაქსუებულ „ქოცებს“, ,„ნაციონალების“ სამსჯავროზე წარდგომა მოუწევთ!!!

 

ეს რომ ასე იქნება, უკვე ჩანს „ნაციონალების“ არჩევნების პირველი ტურის შემდგომი განცხადებებიდან.

 

გუშინ ღია ბარათით მივმართე ბიძინა ივანიშვილს, სადაც ვურჩევდი, მოეხსნა ვარდისფერი სათვალეები, არ შექმნოდა იმის ილუზია, რომ ისევ „ძველი გვარდია“ გადაარჩენს მოფამფალებულ და ფაქტიურად პოლიტიკურად გაკოტრებულ „ქართულ ოცნებას“.აქედან გამომდინარე, რეალურად შეეფასებინა სიტუაცია, რაშიც მხოლოდ მისი ჯანსაღი ოპონენტები (სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, პარტიული ინტერესებისგან შორს მდგარი ადამიანების ჯგუფი) დაეხმარებოდა.

 

როგორც მოსალოდნელი იყო, , ჩემმა ხმამ ივანიშვილამდე ვერ მიაღწია . ყოველივე ეს მაფიქრებინებს, რომ მისი გარემოცვა შეგნებულად უწყობს ხელს სიტუაციის დრამატულად განვითარებას, რაც მეორე ტურში „ნაციონალების“ კანდიდატის „ძლევამოსილი“გამარჯვებით დაგვირგვინდება!

 

ვატყობ, საქართველოსთვის საშიშ თამაშთან გვაქვს საქმე, რაშიც, როგორც ადრე ვთქვი, ჩვენც ჩათრეული აღმოვჩნდით!!!

 

ზემოთქმულის გათვალისწინებით, ყველაზე სწორი ნაბიჯი მოვლენების ბუნებრივად განვითარება და ვადამდელ არჩევნებში ორივე პოლიტიკური მონსტრისთვის უარის თქმა იქნება, თუ რა თქმა უნდა, ქართველ ერს ჯერ კიდევ შერჩენია ბრძოლის და წართმეული ღირსების დაბრუნების უნარი.ამისთვის კი აქედანვე უნდა ვემზადოთ და საფუძველი ჩავუყაროთ ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ძალის ფორმირებას.

 

დიახ, ყველა პროგნოზი მოვლენების ესკალაციისკენ მიდის.

 

სამწუხაროდ, თუ საბედნიეროდ ჩემი პროგნოზი იშვიათად მტყუნდება!

 

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა!

 

ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი

 

10-11-2018, 12:10
უკან დაბრუნება