ივერიონი / რატომ ცხოვრობს ქართველი ღარიბად

რატომ ცხოვრობს ქართველი ღარიბად

 რამაზ ნამიჭეიშვილი,

სამეცნიერო საზოგადოება

„ნიკო ნიკოლაძის“ პრეზიდენტი,

პროფესორი

 

ცნება „ღარიბის“ ზუსტი განმარტება ეკონომიკურ ლიტრატურაში არ გვხვდება. ზოგიერთის აზრით ღარიბია ის, რომელიც არასრულფასოვნად იკვებება, არა აქვს ნორმალური ცხოვრების პირობები. თუმცა, გაუგებარია რას გულისხმობს არასრულფასოვანი კვება და რა იგულისხმება ცხოვრების ნორმალურ პირობებში, რა არის მისი კრიტერიუმი და სტატისტიკური მაჩვენებლები. 

 

ამ მდგომარეობას განაპირობებს ის, რომ სიღარიბეს ჩვენ ხშირად წარმოვიდგენთ, როგორც ობიექტურად წარმოქმნილ მოვლენას მსოფლიო მასშტაბით, როცა იგი უამრავ გლობალურ მოვლენასა და შიდა სახელმწიფოებრივ ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული,  სუბიექტური შეფასებების პროდუქტია. 

 

ამიტომ არის, რომ ქვეყნების შედარება სიღარიბის მიხედვით ძნელია თუნდაც ეროვნული ხასიათებიდან და ჩვევებიდან გამომდინარე. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, ღარიბია ადამიანი, რომლის დღიური ხარჯი $2 ნაკლებია. ზოგ ქვეყანაში, მაგალითად, ნორვეგიაში, ღარიბი არ არსებობს, აშშ-ში ღარიბად ითვლება ოთხსულიანი ოჯახი, რომლის წლიური შემოსავალი $24 ათას ნაკლებია იმ ანგარიშიდან გამომდინარე, რომ მშობლები მუშაობენ და თითოეული მათგანი თვეში $1000-ს ღებულობს. ევროკავშირის ქვეყნებში სიღარიბის ზღვრად მიჩბეულია  საშუალო შემოსავლის 60%. გერმანიაში ღარიბია მოქალაქე, რომლის თვიური შემოსავალი  900 ევროზე-ზე ნაკლებია. ლუქსემბურგის მაცხოვრებელი ღარიბთა რიცხვს მიეკუთვნება თუ მისი თვიური შემოსავალი 1500 ევროს არ აღემატენა, დანიისა-1200, შვეციისა-1000-ს (Уровень бедности в США. economicportal.ru/poliatiya-alt/).

   

თუ ამერიკელი ყოველთვიურად $700-ს მაინც არ ღებულობს, მას უქონელთა ყველაზე დაბალ კაეგორიას აკუთვნებენ, თუმცა ღარიბი და უქონელი ამერიკელების 90%-ს აქვს საცხოვრებელი სახლი ან ბინა, თითქმის ყველა მათგანს აქვს მანქანა, ხშირად რამდენიმე, მართალია, არა ახალი, მაგრამ სრულიად ვარგისი გადაადგილებისთვის. პრაქტიკულად ყველას აქვს მობილური კავშირი, კომპიუტერი და სარგებლობს ინტერნეტით. ღარიბთა ნახევარს აქვს სამედიცინო დაზღვევვა. ღარიბი ოჯახების 90%-ი სწავლობს სკოლაში, აქვს უფასო კვება, საშუალება თანაკლასელებთან ერთად წავიდეს ექსკურსიებზე, ნახოს მუზეუმები, გამოფენები, ისარგებლოს ბიბლიოთეკით. პენსიონერთა შორის ღარიბად ითვლება მხოლოდ 6%. ამერიკელი პენსიონერები არ იბეგრებიან საშემოსავლო გადასახადებით. სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით, სახლმწიფოსგან ფინანსური დახმარებებით და სხვა შეღავათებით. ღარიბებისთვის აშშ ფართოდ გამოიყენება ახალი პროფესიების ათვისების უფასო პროგრამები. 

 

ევროპაში სიღარიბე განისაზღვრება მატერიალური კეთილდღეობით. ევროპის სტატისტიკური სააგენტო გამოყოფს 9 სახის მატერიალურ კეთილდღეობას: როგორც მინიმუმი დღეგამოშვებით იკვებება ხორცით (ქათმის, თევზის), აქვს ავტომობილი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, ტელეფონი, თუნდაც ერთკვირიანი შვებულების შესაძლებლობა მშობლიური სახლიდან მოშორებთ, გაუთვალისწინებელი ხარჯების  (ანუ დანაზოგების) განაღდებისუნარიანობა, თავის საცხოვრებელში აუცილებელი ტემპერატურის შენარჩუნება და ა.შ. ამ მატერიალური კეთილდღეობიდან შეუსრულებელი რჩება თუნდაც სამი, ოჯახი რარიბად ითვლება. 

 

ღარიბი ევროპელები დახმარებას ღებულობენ სახელმწიფოსგან. გერმანიაში, მაგალითად,  არასრულწლოვანი ორბავშვიანი უმუშევარი ოჯახი არა მარტო დახმარებას ღებულობს (1,1 ათასი ევრო თვეში), არამედ ბინას 90 კვმ-მდე, უფასო კომუნალურ მომსახურებას, უფასო მგზავრობის უფლებას მოსწავლეებისთვის კლასით და სხვა შეღავათებს.

 

სკანდინავიის ქვყნებში (ფინეთი, შვეცია, ნორვეგია, დანია) არსებობს საზოგადოების მოწყობის ისეთი სოციალური მოდელი, რომ ღარიბები ნამდვილი მარგინალები ხდებიან (მაგალითად, ნარკომანები). ამ ქვეყნებში მოქმედებს „სოციალური მოლაპარაკება“-მდიდრები ღარიბების გამო იხდიან (დანიაში, მაგალითად, მშპ 2/3 გადანაწილდება საგადასახადო სისტემის მეშვეობით). ამ ქვეყნების ყოველი მეხუთე სოციალური დახმარების ხარჯზე ცხოვრობს (უმუშევრობის შრომისუუნარობის გამო და სხვა). ცნება „გრძელვადიანი სიღარიბე“ საერთოდ არატიპიურია სკანდინაველებისთვის. ევროპელები კვებაზე იმდენს ხარჯავენ, რამდენსაც ამერიკელები, მაგალითად, საფრანგეთში ეს 14%, დიდ ბრიტანეთში-11%. ევროპელ ღარიბებს ყოფნით სახსრები არა მხოლოდ ხანგრძლივი სარგებლობის საქონელზე (საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ახალი ავტომობილიც კი), არამედ დანაზოგებისთვისაც, დაზღვევის ყიდვა, განათლება და სამედიცინო მომსახურება (Что такое бедность в США и Европе? ru.exrus.eu/Chto-takoye-bednost).  

 

გაეროს 1995 წლის სამიტზე კოპენჰაგენში, განსაზღვღული იქნა აბსოლუტური სიღარიბის ცნება, რომლის თანახმად სასმელი წყალი უნდა შეესაბამებოდეს სანიტარულ ნორმებს, და არ უნდა მდებარეობდეს საცხოვრებლიდან 15 წუთზე მეტ სავალზე, არა მხოლოდ მდინარის წყალი იყოს; სანკვანძი-სახლში ან სახლიდან ახლოს უნდა იყოს; მედიცინა-სამედიცინო სამსახური ფეხმძიმე ქალებისა  მძიმე ავადმყოფებისთვის; საცხოვრებელი-მაქსიმუმ ოთხი სული ოთახში; იატაკი დახურული, მიწის იატაკი დაუშვებელია; განათლება-კითხვის ცოდნა; ინფორმაციისადმი ხელმისწვდომობა-ადამიანს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ტელევიზიაზე, რადიოსა და ინტერნეტზე; მომსახურება-კონკრეტული სახეები არ მიეთითება. თუ აქ ჩამთვლილიდან ოჯახი ვერ აკმაყოფილებს ორი პუნქტს, იგი აბსოლუტურ ღარიბად ითვლება. 

 

რუსეთში სიღარიბე განისაზღვრება საცხოვრებელი მინიმუმით, რომლის მიხედვით დადგენილია  კვების პროდუქტების (სურსათის), სამრეწველო საქონლის და საყოფაცხოვრებო კომუნალური მომსახურების, ჯანდაცვისა და განათლების ნორმები, აგრეთვე აუცილებელი გადასახადები და მოსაკრებლები.

  

 

საცხოვრებელი მინიმუმის სამრეწველო საქონლის ჯგუფგის შინაარსში იგულისხება: ზედა თბილი ტანსაცმელი; ზედა საზაფხულო ტანსაცმელი; წინდეული; თავსაბურავი და გალანტერია; ფეხსაცმელი; სასკოლო ნივთები; საძილე თეთრეული; სამეურნეო საქონელი; საქონელი ჰიგიენისა და წამლებისთვის. საგადასახადო მომსახურების ჯგუფში შედის: საცხოვრებელი; გათბობა; ცხელი/ცივი წყალი და კანალიზაცია; გაზი; ელექტრობა; ტრანსპორტი; კულტურული ღონისძიებები. 

 

რუსეთში ყოველკვარტალურად განისაზღვრება სურსათის სამომხმარებლო კალათა, ხოლო დანარჩენი ორი ჯგუფი 50-50%. სამივე მათგანის ჯამი ქმნის საცხოვრებელი მინიმუმის სიდიდეს.  ჩვენს ქვეყანაში საცხოვრებელი მინიმუმის დასადგენად (2003 წელს საქართველოში საარსებო მინიმუმის გაანგარიშებისას მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმები ხელისუფლებამ ხელოვნურად შეკვეცა, რათა დაეფარა სურსათის ნორმატიულ მოთხოვნასა და რეალურ მოხმარებას შორის მოსალოდნელი განსხვავებები. წარსული ხელისუფლების ამ შეგნებული დანაშაულით მომდევნო ხელისუფლება აქამდე არ დაინტერესებულა („გზა ცივილიზებული სახელმწიფოსაკენ“ (ჩვენი ხედვა). „ივერიონი“. გვ.110. თბ, 2018) რუსეთის საცხოვრებელი მინიმუმის ზემოაღნიშნული ცხრილის მოხმარების მოცულობები შევაფასე სექტემბრის თვეში ქუთაისში არსებული საბაზრო ფასებით. რა თქმა უნდა, ასე განსაზღვრული სასურსათო კალათის მოცულობა პირობითია ჩვენი ქვეყნის მიმართ, ვინაიდან მასში არ შედის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მოხმარების ტრადიციული განსაკუთრებულობები, მაგალითად, ფხალი, ყველი, ღვინო, მჭადი, სულგუნი და სხვა. 

 

ჩემი ანგარიშით გამოდის, რომ წელიწადში ზრდასრულ ადამიანს მინიმალური სასურსათო მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად 328 ლარი სჭირდება, ამის საფუძველზე შეიძლება ვთქცვათ,  რომ  სასურსათო და არასაურსათო საქონლის 50:50% თანაფარდობის პირობებში საცხოვრებელი მინიმუმი 656 ლარი უნდა იყოს. ეს დაახლოებით იგივეა, რასაც ცნობილი მეცნიერი და სპეციალისტი შოთა ჩხეიძე გვთავაზობს ზემოთდასახელებული წიგნის სტატიაში: „საქართველოს მოსახლეობითვის დადგენილი არაადეკვატური საარსებო მინიმუმის შესახებ“ (ჩხეიძე შოთა, საქართველოს ყოფილი წარმომადგენელი NATO-ში (1999-2005წწ.), საქართველოს საინჟინრო აკადემიის მრჩეველი, ექსპერტი სასურსათო უსაფრთხოების საკითხებში, „ქართული ეროვნული დარბაზის“ წევრი“.). 

 

საქართველოში, თუ გახმაურებულ სტატისტიკას ვენდობით, 700 ათასზე მეტი პენსიონერია, რომელიც ყოველთვიურად 180 ლარს ელოდება, რაიც თურმე ტრიბუნებიდან უნამუსოების ბეჯითი განცხადებით, საცხოვრებელ მინიმუმზე 13 ლარით მეტი ყოფილა, მაშინ როცა იგი რეალურად საცხოვრებელი მინიმუმის მესამედსაც არ წარმოადგენს და ფასების ცვლილების პირობებში არანაირად არ კორექტირდება. სხვა ანგარიშით, საცხოვრებელი მინიმუმი საშუალო ხელფასისი 60%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში საშუალო ხელფასი 564 ლარის ტოლია ანუ საცხოვრებელი მინიმუმი 338 ლარი უნდა იყოს. სინამდვილეში ქართველი ხალხის უმრავლესობა ღარიბ-ღატაკია. ასეთია პრაქტიკულად პენსიონერთა მთელი არმია (აშშ პენსიონერთა მხოლოდ 6% ღარიბი). თუ ამას მივუმატებთ სოციალურად დაუცველ მასას და ე.წ. ყოველდღიურად სამუშაოს მაძიებლებს, მაშინ საქართველოს ყოველი მესამე მაცხოვრებელი ღარიბ-რატაკია. ეს პრაქტიკულად დაკვირვებული თვალითაც იოლი შესამჩნევია. უნებლიედ ჩნდება კითხვა: რა განაპირობებს სიღარიბეს, რატომ არის საქართველოში სიღარიბე?

 

ეკონომიკურ ლიტერატურაში გვხვდება ასეთი თვალისმომჭრელი ფრაზები: მდიდარი ქვეყანა და უზრუნველყოფილი ხალხი-აშშ; ღარიბი ქვეყანა და უზრუნველყოფილი ხალხი-იაპონია; მდიდარი ქვეყანა და ღარიბი ხალხი-რუსეთი. 

 

როცა მას ბუნებრივი რესურსების და წიაღისეულის სიმდიდრით მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია. მის წილად მოდის ნავთობის მსოფლიო მარაგების 10%, გაზის 1/3, სასარგებლო წიაღისეულის 25%, სათესი მიწების 9%, ტყის რესურსების 20%. სულ ქვეყნის ეროვნული სიმდიდირე 400 მლრდ-ზე მეტია. რუსეთში ცხოვრობს 500 მლნ. ამ დროს საცხოვრებელი მინიმუმი 2018 წლის მონაცემებით, 9909 რუბლს შეადგენდა, რაც რუსი ექსპერტების აზრით ნახევრადმშიერ ცხოვრებას ნიშნავს. „ამჟამად, მაგალითად, მინიმალური ხელფასი, როგორც საცხოვრებელი მინიმუმის ინდიკატორი ჩვენს ქვეყანაში, დაბალია ლუქსემბურგთან შედარებით-17 ჯერ, საფრანგეთთან-14 ჯერ, ინგლისთან-10 ჯერ, ესტონეთთან-4ჯერ. სიღარიბის განსაკუთრებით მაღალი დონეა სოფლად, რომელიც მისი მოსახლების 45%-ს მოიცავს. ასეტი მდგომარეობა ძირითადად ორი მიზეზით აიხსნება. პირველი, უნუშევრობის მაღალი დონით. არ არის სამუშაო, არ არის ხელფასი. მეორე, ხელფასის დაბალი დონით. მომუშავეთა მესამედისთვის შრომის ანაზღაურების მინიმალურ სიდიდეზე ნაკლებია, 53%-ისთვის საცხოვრებელ მინიმუმზე დაბალია“ (Почему Россия-еакая бедная страна? dal.by/news/109/103-11-17-9 копия). ანალოგიური სიტუაციაა საქართველოში. ქვეყანა ფლობს 277 მლრდ. დოლ. წყალქვეშა გრუნტი წყლების მარაგს ანუ სასმელი წყლის მსოფლიო უზარმაზარ რეზერვებს. ამერიკული კომპანია „ფრონტერას“ განცხადებით საქართველო ბუნებრივი გაზის მარაგით წინ უსწრებს მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებს, მის წიაღში ბუდობს 800 მლრდ. დოლ. ბუნებრივი აირი (Арно Хидирбегишвили: о главном богатстве Грузии-ИА REX. iarex.ru/52303.html лопия). 

   

მრავალრიცხვოვან ექსპერტთა აზრები გასაგებია, რომ აუცილებელია სახელმწიფო პროგრამის შემუშავება სიღარიბის დასაძლევად, რომ  საჭიროა პროგრესული დაბეგვრის შემოღება, როგორც ეს არის აშშ, შვეციაში და საფრანგეთში. ასე, აუცილებელია, თურმე, შრომის მინიმალური ანაზღაურების გაზრდა, რომ ამას უნდა აკეთებდეს ხელისუფლება, მაგრამ...ხალხის ცხოვრების დონე უცვლელი კი არ რჩება, ნელნელა იკლებს წლითი წლობით, სამაგიეროდ მდიდრდება ხელისუფლება და ისეთი თავხედი ხდება, რომ ტელევიზიებიდან 180 ლარს აყვედრიან მოსახლეობას-საცხოვრებელ მინიმუმზე მეტიაო. სხვა ქვეყნებში უარესი მდგომარეობაა, იმათი ვალუტა უფრო მეტად გაუფასურდაო. ნერვების შეკავება მიჭირს, ვცდილობ ლიტერატურისთვის მიუღებელი სიტყვა არ წამომცდეს. ეს და მისი ჭკუის ძალიან ბევრი პარლამენტარი ნაძირალაა, სინდისგარეცხილია. 1000 დოლარის  და 180 ლარის ინფლაცია ერთი და იგივეა? რა უნდა ამნაირ უბირს პარლამენტში. როგორ უნდა აკადროთ ეს მშიერ ხალხს, როცა თვითონ არაფერი გყოფნით. ლენინის ერთი ნათქვამისა არ იყოს, ამათ კი არაფერი უნდა თხოვო, ესენი ყველა ერთად უნდა გამოყარო პარლამენტიდან და მთავრობიდან, ჩამოართვა ხალხის ზურგიდან ატყვებული ქონება და 180 ლარის პენსია დაუნიშნო. ამნაირები რომ ხელისუფლებაში გვყავს, ეს ქვეყნის ინტელეტუალური ნაწილის სიმხდალესა და ზნედაცემულობაზე მეტყველებს. ქვეყანა, სადაც, როგორც „ბრძენ ილიას“ უთქვამს, ჩიტის რძეც კი მოიპოვება, უბირ და გარეწარ მასას უპყრია ხელში და სისხლს წოვს ვამპირივით. ნუთუ მართლა ასე დაძაბუნდა ქართველი ხალხი, რომ ენის ამოღება არ შეუძლია, ნუთუ ასე გაუგებარია ან არაფერი ენაღვლება ახლა მილიარდერ, მაგრამ ოდესღაც გაჭირვებული ოჯახის შვილს, ბიძინა ივანიშვილს, რომ ამის მთქმელ პარლამენტარს ვირის აბანოს არ მოანატრებს. 

 

რაც შეეხება საცხოვრებელ მინიმუმს. 2003 წელს, მაშინდელმა ხელისუფლებამ საცხოვრებელი მინიმუმის ანგარიშის დროს, ბიუჯეტზე ხელი რომ „მოეთბო“, ძვირადღირებული პროდუქტების დღიური მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმები, მაგალითად, ხორცისა, თავის სურვილით შეამცირა 200 გრ-დან 80 გრ-მდე( !), რძისა და რძის პროდუქტებისა-950 გრ-დან 215 გრ-მდე, შაქრისა-100გრ-დან 50 გრ-მდე. ხოლო დაბალფასიანი პტოდუქტებისა, მაგალითად, პურისა, გაზარდა 200 გრ-დან 400 გრ-მდე. ასე გახდა საცხოვრებელი მინიმუმი 167 ლარი (ჩხეიძე შოთა. იხ. ზემოთ დასახელ. შრომა. გვ. 109-110), რომელსაც ცალტვინა პარლამენტარი დღემდე ამადლის მოსახლეობას საქვეყნო ტრიბუნიდან-პენსია საცხოვრებელ მინიმუმზე მეტიაო. თურმე 1,18 ლარი მოხმარების დღიური ნორმა ყოფილა. ამნაირი ჭკუის კაც-ქალი თუ ქალ-კაცი რომ პარლამენტში გეყოლება, იმისი მაჩვენებელია, რომ ქვეყანა მართლა ტვინგამორეცხილია.   

 

უდიდესი სიბრძნეა: არ შეიძლება ორი ბატონის მსახური იყო. არ გამოდის, როცა მილიარდებს აგროვებ და თან გინდა სახელმწიფო მართო. ძნელია ახლა ხალხის გულის კიდევ ერთხელ მოგება. გულიდან ნდობის ფურცლებს ვერ ამოხევ, მითუმეტეს, ცრემლით და სისხლით დაწერილს. ხალხის გულში ჩასახლება მხოლოდ სიყვარულით შეიძლება, რაც მხოლოდ ქვეყნის სამსახურზე გადაგებულს თუ შეუძლია. ფეხდაფეხ დავსდევ ყველა სიტყვას ქვეყნის პრეზიდენტობაზე დაცდენილს. მასაში ემოცია სჭარბობს, ტყვიისფერ ღრუბელს ჰგავს, აგრესია მატულობს. უბრალო ხალხისთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს ვინ გაიმარჯვებს, მთავარია ვიღაც დაისაჯოს, რომ დაგროვილი ენერგია განიმუხტოს. მდგომარეობის განმუხტვა შეიძლება. ჩემი აზრი უკვე ვთქვი, ბევრს უკეთესი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ არ მჯერა ივანიშვილი ამას გაიგებს. ტელევიზიით კი არა, რკინის ქალამნებით უნდა მიადგეს პატრიარქს, ქვეყნის რჩეულებს, რაც ღვთის წყალობით არ გვაკლია. მხოლოდ მათთან ერთად გამოიძებნება ამ ურთულესი მდგომარეობიდან გამოსავალი. 

 

ახლა ჩვენი აზროვნება ძალიან დაბალია, თანამედროვებას ჩამორჩენილია. საქართველოს ხელისუფლებას წყევლა-კრულვა არ აკლია, მართალია, მაგრამ არ ვიცით, რომ ქვეყნას საზოგადოებრივი ელიტა უნდა ჰყავდეს, აკონტროლებდეს, აწესრიგებდეს. კაი ხანია ბნელეთში ვცხოვრობთ. არ გაინტერესებს, ვინ მართავს დასავლეთს?...დემოკრატია? ლიბერალობა? ხელისუფლება? 

 

რამხელა ტვირთია ქვეყნის მართვა და რა მძიმეა მის გამო პასუხისმგებლობა. აგერ მთელს ავტობუსს რომ შეავსებს, იმდენი კაცი და ქალი იხევს ჩოხას-ამირჩიეთ ქვეყნის პრეზიდენტად, მე ვიხსნი ქვეყანასო. კურიოზია ცხოვრება, ოჯახში ჭკუას არავინ გეკითხება და ქვეყნის პრეზიდენტის არჩევა შენზეა დამოკიდებული. უფრო უარესი: არც თვითინიცივიატიან საპრეზიდენტოს ეკითხებიან ჭკუას მის ოჯახში, მაგრამ ხალხს ქვეყნის პრეზიდენტად უნდა. ქვეყნის ხსნის ნებართვა არ უთხოვია ბიძინა ჩოლოყაშვილს, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავებს. ხალხის გული სიყვარულით იპოვება და არა დაპირებებით და ანგარების გამო სამადლოდ გაწვდილი ხელებით. გვეყოფა, მკითხველო, ჯავრის ამოფრქვევა. ფაქტია: ხელისუფლება არ გვყავს, თუმცა ჩვენ იგი არც აგვირჩევია. 

 

მიმაჩნია, რომ დღევანდელ არსებულ პირობებში, არჩევნების გზით, ხელისუფლებაში პატრიოტი და სახელმწიფო აზროვნების კაცი ვერ მოხვდება. ამას გარედანაც არ დაუშვებენ „ჩვენი დასავლელი პარტნიორები“. ხომ არ აჯობებდა შეგვექმნა, დაგვეფუძნებინა უხუცესთა ეროვნული დარბაზი,  ალბათ, სხვა უკეთესი სახელიც მოიძებნება, რომელიც ხელისუფლების მიმართ სათათაბიროსა და რეკომენდატორის როლს შეასრულებდა. იქნებოდა სამშობლოსა და ხალხის ინტერესების დამცავი  ფარი და მახვილი. 

 

დამფუძნებელი შეიძლება იყოს: რომელიმე საზოგადოებრივი ორგანიზაცია, „ქართული ერთობის დარბაზი“,  „მეცნიერთა კონგრესი-ეროვნული თანხმობისთვის“, ნიკო ნიკოლაძის საზოგადოება, მეცნიერებათა აკადემია, თუნდაც რომელიმე საქველმოქმედო ფონდი, მართლმადიდებლური ეკლესია...ღმერთის წყალობით, ტალანტები და ბრძენი ხალხი არ გვაკლია. ასეთ სათათბიროს დაღვინებული, 70 წელს მიღწეული მეცნიერები, კულტურისა და ხელოვნების აღიარებული ადამიანები, გამოჩენილი სპეციალისტები უნდა ქმნიდნენ. ისინი სანთლით უნდა დავძებნონ და მოვიწვიოთ...ბატონი კონსტანტინე ბრძანებდა: მწერალთა კავშირი ისეთივე შეუვალი უნდა იყოს, როგორიც მეცნიერებათა აკადემიააო. ასეთი შეუვალი უნდა იყოს უხუცესთა ეროვნული დარბაზი. იგი სტრუქტურულად უნდა გავრცელდეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სოფლის უხუცესთა საბჭოს თუ სათათბიროს სახით არა ერთბაშად, არამედ თანდათანობით იმ პრიორიტეტების გათვალისწინებლით, რომელიც ქალაქებსა და სოფლებს აქვთ. მაგალითად, ქუთაისს ჯერ გვერდი უნდა აუაროთ, ვინაიდან აუცილებლად დაანაგვიანებენ ძმა-ბიჭებით. მერე როცა ხალხი იგრძობს ამ დარბაზის სიკეთეს და ეროვნულობას, თვითონ გამოიჩენენ აქტივობას და ხალხის ერთიანობა იქნება.

 

ამას მხოლოდ საკითხის დასმის წესით ვწერ. სხვა საკითხებს ამიტომ არ ვიხილავ. ძალიან ცუდად რომ არის საქმე, იმის შეგნება არ მასვენებს. ერთი რამ ვიცი: ჩვენ ახლა სინამდვილის სხვა სიბრტყეში უნდა გადავინაცვლოთ. ჩვენი შეხედულებები, საზოგადოებაზე, საერთაშორისო თანამშრომლობაზე მოძველებულია. მაგალითად, ჩვენ გვგონია, რომ ხელისუფლებას ვქმნით არჩევნებით, სინამდვილეში ვიქცევით ისე, როგორც მსოფლიო ბანკოკრატიას სურს. ამისთვის იგი იყენებს, როგორც განათლების სისტემას, ასევე მას-მედიის ყველა საშუალებას, არაეროვნული, არაპროფესიული, ხარბი, ზერელე განათლების ადამიანებს. სწორია ცნობილი ისტორიკოსი ა.ფურსოვი, რომელიც თავის ერთერთ ვიდეო მასალაში აცხადებს: რომ არა მსოფლიოს ფარული ორგანიზაციების მასობრივი შეტევა ეროვნულ სახელმწიფოებზე, 50 წლის წინათ წარმოუდგენელი იქნებოდა ისეთი პირების დაწინაურება საფრანგეთისა და გერმანიის უმაღლეს თანამდებობეზე, როგორებიც არიან სარკოზი და მერკელიო. 

 

იგივე შეიძლება ითქვას ჩვენი ქვეყნის მიმართ. განა ყოველი ჩვენთაგანი ვერ ხედავს, რომ დასავლეთი საქართველოში იმას არ აკეთებს, რაც თვითონ უნდა? რაკი ჯერ კიდევ ძლიერია ეროვნული შეგნება და ვეწინააღმდეგებით ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას და კანაფიზაციას, დემოკრატია არ გივარგათო-გვაყვედრიან (ნახეთ, როგორ ლანძღავენ ჩრილოეთ კორეელებს, დემოკრატია არა აქვთო, დიქტატორული  ქვეყანაა, შიშმშილობენ, ცუდად ცხოვრობენო. განა კორეელების ცხოვრება თვითონ მათი საქმე არ არის?). გვაკლია იმისი ცოდნა, შეგნება, რომ ხელისუფლება თვითონ უნდა ავირჩიოთ და გადავირჩიოთ, როცა საჭირო იქნება. მაგრამ სამშობლოს არ ჰყავს მისი საზოგადოებრივი ელიტა-ინტელიგენცია, რომელიც ხელისუფლებას კონტროლს გაუწევდა.

 

ცოტა ზემოთ აღვნიშნე, რომ საქართველო მდიდარი ქვეყანა არის და ამდენად ბედნიერი, მაგრამ  სიმდიდრის მეორე მხარე უბედურებაა, განა სიმდიდრისთვის არ გვებრძოდნენ ათასეული წლები და საუკუნეები გადამთიელები? ახლა უარესია-გვიტევენ ყოველი მხრიდან: დაგვინგრიეს განათლება, აგვყარეს ფუძიდან, გვირღვევენ ოჯახს, გვიგრევენ ეკლესიებს, გვილანძღავენ სარწმუნოებას, გვიტყუებენ ნიჭიერ გოგო-ბიჭებს, გვისახლებენ გადამთიელებს, და ეს ყველაფერი ფულზე გაყიდული ძველნაშიერი, არაეროვნული ხარბი და თავისი ხალხის სისხლისმსმელი ქართველების ხელით ხდება. ნაქართველებიც საკმაოდ გვირევია. 

 

ჩვენც იგივე გვემართება, რაც სხვა ბევრ ქვეყანას დაემართა-გვატყვილებენ, გვტაცებენ, ჩალის ფასად გვართმევენ ყველაფერ იმას, ღმერთმა რომ  მოგვცა: შესანიშნავი ადგილმდებარეობა, კლიმატი, ბუნებრივი რესურსები, ნიჭი და უნარი; მაგრამ ერთპირობა გვაკლია, არა და ძალა ერთობაშია. ჭკუას ვერ მოუხმეთ ვერსადროს. მხედველობაში მაქვს ქვეყნებთან ურთიერთობის ისტორია. ისეთ ქვეყანას ვეძებთ თავშესაფრად, სადაც ვითომ უფრო უკეთესად ვიცხოვრებთ, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში. ამ ექსპერიმენტებმა ასწლეულები შეიწირა და ზღვა სისხლისა დაილია. მაინც ისევ იქა ვართ, სადაც ვიდექით და ისევ ყოფნა-არყოფნის ზღვარზე. ჩვენ თვითონ უნდა ვიხსნათ საკუთარი თავი არა ძლიერი ქვეყანა-პარტნიორის თუ პატრონის ძიებაში, არამედ მსოფლიო ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობათა მასივებში. ამერიკასა და რუსეთის ინტერესებს შორის ჩადგომა რომელიმე მათგანის, სულერთია, რომლის სასარგებლოდ, ქვეყანას სასიკეთოს არაფერს მოუტანს, უბედურების გარდა.  დიდი ხანია შეგნებულად იმალებოდა მეცნიერული გამოცდილება ქვეყნის განვითარების ისეთი ეფექტიანი პოლიტიკის შესახებ, როგორიცაა პროტექციონიზმი, რომელმაც თავის შემოწმება ჯერ ინგლისში, მერე  ჰოლანდიაში გაიარა, ხოლო აშშ კლასიკურ ფორმას მიაღწია. ახლახან ერიკ რაინერტმა თავის გახმაურებულ ბესტსელერში „როგორ გახდნენ მდიდარი ქვეყნები მდიდრებად და რატომ რჩებიან ღარიბი ქვეყნები ღარიბებად“ აჩვენა, რომ ეკონომიკურ თანამშრომლობაში ეფექტიანობის ორმხრივ სარგებლიანობას მხოლოდ განვითარებული ქვეყნები ნახულობენ. განვითარებადი ქვეყნები განვითარებულებთან თანამშრომლობაში არა მარტო წაგებული რჩებიან, არამედ კიდევ უფრო ღარიბდებიან მაღალინდუსტრიული ქვეყნების  ეკონომიკის ზიარი  ჭურჭლების მასობრივ სისტემაში მიტყუებისა თუ იძულებითი ჩართულობის გამო, როცა განვითარებული ქვეყნების რაოდენობრივი და ხარისხობრივი უპირატესობები სრულყოფილად ვლინდება. ჰო, ზიარ ჭურჭელში წყალი ერთ დონეზე კი დგება, მაგრამ ზიარ ჭურჭელში უპირატესობა ბრტყელძირიან,  დიდი მოცულობის ჭურჭელს აქვს (გადადინების ეფექტი). 

 

ბოლო 20 წლიანი პერიოდის არჩევნებმა საქართველოში გულგრილობის, ინდიფერენტულობის მენტალიტეტი შექმნა. ამომრჩეველთა მენტალიტეტი ასე იკითხება: რა მნიშვნელობა აქვს საარჩევნო პროცესებში მონაწილეობას, ხალხის სასიკეთოდ მაინც არაფერი გაკეთდება. ასარჩევი კანდიდატების მენტალიტეტი საპირისპიროა: თუ გინდა გამდიდრდე, კარგად იცხოვრო, ხელისუფლებაში უნდა მოხვდე. ოცი წელიწადი საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამ მენტალობას ყავლი გასვლოდა. ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებზე უმრავლესობა არ გამოცხადდა და ერთმანეთის პირისპირ დადგა ორი ერთმანეთის მოსისხლე პოლიტიკური დაჯგუფება და ქვეყანას ისევ არეულობის საფრთხე შეექმნა. მათ თავიანთი კანდიდატების პრეზიდენტად ფორმალური აღიარებისთვის ხალხის მხარდაჭერა სჭირდებათ. მაგრამ ამ პოლიტიკური პარტიების დაძახებაზე ხალხი ყურს არ შეიბერტყავს. ასპარეზი გაეხსნა საქართველოს ინტელექტუალურ არმიას-ჩაუდგეს ხალხს სათავეში და ხელისუფლება მართვადი, კონტროლირებადი გახადოს. მოკლე ტრადიციად ქცეულ ნაცქოცურ მეტოქეობას ქვეყნის ხელისუფლებისთვის ძალა გამოეცალა. მთავარია ინტელექტუალები ინტელიგენციად, სამშობლოს მსახურების ორგანიზაციად იქცეს. ახლა ყველაზე შესაფერი დროა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, შეიქმნას უხუცესთა დარბაზი, როგორც უძველესი, ნაცადი ქართული სახელმწიფოებრივი მართვის ეფექტიანი ინსტიტუტი. საქართველოს პრეზიდენტის არჩევა უკვე არ არის დამოკიდებული კოალიციებსა და პოლიტიკურ პარტიებზე, ხალხს არჩევანის შესაძლებლობა გაუჩნდა, მან ეს ძალა უნდა იგრძნოს. არა და, ამ მოკლე დროში ძნელია ამ აზრის ხალხამდე მიტანა. რკინის ქალამნები უნდა მოვირგოთ, სხვა გზა არ არის. 

 

სიღარიბე ინტეგრალური სიდიდეა, იგი ქვეყნის ექსტერნალური და ინტერნალური ფაქტორების ერთობლივი მოქმედების სინერგიული რეზულტატია. ერთი ასეთი ფაქტორი და თანაც ძირითადი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესია, რომელიც თავის მხრივ განათლების ინტეგრალური პროდუქტია. განათლებას დასავლური ნეოლიბერალიზმი და ბანკოკრატია თავის გავლენაში აქცევს და თავს ახვევს ვასალურ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს, რომელიც დღემდე ანგრევს და ფსევდო ხასიათს აძლევს განათლების სისტემას. რამდენი ხანია იშტამპება ეკონომისტებისა და იურისტების უმაღლესი შემადგენლობის პროფესიული ეშელონები, სახალხომეურეობრივ მოთხოვნაზე გაცილებით მეტი და იმ უნარების კომპლექსით, რომელიც ვარგისია ნეოლიბერალური აზროვნების სივრცისთვის და მათი დიდი ნაწილი სამშობლოს ინტერესების ფარგლებს გარეთ რჩება ან უმუშევართა არმიას ავსებს, ან უნუშევართა არმის ავსებს, ან ქვეყნის შიგნით, ან მის ფარგლებს გარეთ. ძალზე შეზღუდულია უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების მომზადება მეწარმეობრივი სფეროს სხვადასხვა დარგებისთვის, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყნის შემოქმედებითი პოტენციალუნარიანობის ამაღლება, ხალხის დასაქმების გაზრდა და მათი კეთილდღეობის გაუმჯობესება. გამოდის, რომ ჩვენ სიღარიბის ზრდას ხელს ვუწყობთ ისეთი აზროვნების გავრცელებით, რომელიც ყველა საქმიან მოძრაობას საფუძვლად უდებს მხოლოდ მოგების მიღებას. ამისი უშუალო გამოხატულებაა კანაფის გაშენების საპარლამეტო პროექტი მაღალი შემოსავლიანობის თვალსაზრისიდან გამომდინარე. ჯერ ერთი, კანაფი როგორც ნარკოტიკი, შემოსავლიანი არა ქვეყნისთვის საერთოდ, არამედ კანაფის მომყვანი და დამამზადებელი მსოფლიო მონოპოლიისთვის. მეორე, კანაფის მოყვანა და რეალიზაცია არაკვალიფიციური ან დაბალი კვალიფიკაციის მუშახელს საჭიროებს, რომელიც მნიშვნელოვან შემოსავალს არ იძლევა. 

 

რა დონის გონებაშეზღუდულობა უნდა ჰქონდეს კაცს, რომელიც ვაზისა  ღვინის ქვეყანაში კანაფის წარმოების დაკანონებაზე იხევდეს ტანსაცმელს. რამდენიმე ქვეყნისთვის სავალალო შემთხვევას შევესწარი. ერთ სავაჭრო პუნქტში მწეველმა სიგარეტი ითხოვა, რადგან ვიტრინის თაროებზე ვერ შეამჩნია. ნაცნობი ყოფილა გამყიდველის, რომელმაც გაუღიმა-გვაქვსო, ფარდა გადასწია, აირო სიგარეტები, შეუფუთა და თხოვნა გაატანა: სანამ მაღაზიას არ გაშორდები, არ გახსნა, არავი დაგინახოს, სიგარეტის გამოფენას გვიკრძალავენო. არაფორმალური კანაფიზაცია მიდის, მეპატრონეებიც გამოჩნდნენ, რა თქმა უნდა,  ხელისუფლებაში. კანაფს რგავენ ეზოებში, სახლებში ფანჯრის რაფაზე, გარაჟებში, ბოსტანში, ყანაში, ყველგან, სადაც მიწა მოიძებნება. ეწევა ყველა დიდი და პატარა, მამა და დედა, ბებია და ბაბუა. ეწევიან ყველგან: ეზოში, ბაღში, სახლში, სკოლაში, ტუალეტში, დღისით, საღამოთი, ღამით. ეწევიან უზმოზე, აყოლებენ ღვინოზე...ჯანსაღი თაობა იღუპება, სიღარიბეში იძირება. იზრდება ავადმყოფების რიცხვი, შენდება საავადმყოფოები, თანხების მოთხოვნა სწრაფად მატულობს თვითდაავადმოფებულებზე. ზნედაცემული ქართველი ჯიბეს ისქელებს.   

 

სიზარმაცე სიღარიბის ერთი ნიშანია. იგი პირობითი ცნებაა. აბორიგენი ინდიელები ამერიკაში,  თანამედროვე გაგებით, ღარიბად ცხოვრობდნენ, არ ჰქონდათ რთული ტექნიკური იარაღები, არც აწარმოებდნენ, არც სჭირდებოდათ, ვინაიდან ცხოვრებისთვის უცილებელი კვების პროდუქტები თავსაყრელად ჰქონდათ. ევროპელმა კოლონიზატორებმა განვითარებული აზროვნებისა და იარაღის ძალით ყველაფერი წაართვეს და მონებად აქციეს. ამჟამად აშშ აბორიგენი მოსახლეობა 5 მლნ. ცოტა მეტია. სახელწოდება ინდიელი უკავშირდება ქრისტეფორე კოლუმბის შეცდომას, რომელსაც მისი აღმოჩენილი ამერიკა ინდოეთი ეგონა. ინდიელები, ანუ ისტორიულად მკვიდრი მოსახლეობა ახლა წარმოდგენილია პუებლოს, ნავახის, იროკეზების, გურონების, ჩერიკების და სხვათა სახით, რომელთა ძირითად საქმიანობას მიწათმოქმედება წარმოადგენს. ცხოვრობენ ჯგუფებად. დაკარგული აქვთ თავიანთი ენა და მხოლოდ ერთმანეთს შორის სასაუბროდ თუ იყენებენ. საქართველოს სიღარიბე ქვეყნის გარე და შიდა ნეოლიბერალებმა გამოიგონეს ხალხის თვალის ასახვევად და შექმნეს უიმედობის, რწმენის დაქვეითების საეთერო სივრცე, რომელშიც ვცხოვრობთ. მშვიდად ძინავს საფლავში ვარლამ არავიძეს, „მონანიების გმირს“, ვინაიდან ახლა მის დაკრულზე ცეკვავენ, საქართველოს ტორტის ნაჭრებივით ინაწილებენ-თქვენ მაინც არაფრად გჭირდებათ, ზარმაცები ხართო. ქართველი არასდროს ყოფილა ზარმაცი. განა შეიძლება ზარმაცი უწოდო ერს, რომელმაც მსოფლიოს მისცა ცივილიზაცია, ასწავლა ძაფის წარმოება, ფოლადის გამოდნობა, ოქროს მიღება,  შექმნა პურის ჯიშები, საკუთარი დამწერლობა, გამოიყვანა და ამრავლა ვაზი, ისწავლა მიწასთან საუბარი, აამეტყველა ქვა, აამღერა თიხა, გაბერა და შიგ ჩაასხა ქრისტესისხლა ღვინო, ფეხის ცერებით შემოუარა მსოფლიოს, სიმღერით ახადა ჭერი და კოსმოსს მიწვდა, ვინაიდან თავის თავი სულ ახლდა და ამიტომ არ იყო ღარიბი (რუსთაველის პერეფრაზირება). 

 

ისტორიულად ველური ტომები მდიდარ ერებს და ქართველებსაც ომებით აღარიბებდნენ-ძარცვავდნენ, მიჰქონდათ ყველაფერი, რასაც სიმდიდრე ერქვა: ოქრო, ვერცხლი, განძეულობა; მიერეკებოდნენ საქონელს, ლამაზ გოგონებსა და ბიჭებს, მაგრამ ღვთის სიყვარული ძალას აძლევდა მტრისაგან დარჩენილებს, გადამალულებს, ისევ გუთანს ჩაჭიდებოდა, ეხვნა, ეთესა, ეხარებინა ვაზი და ხეხილი, დაენთო კერია, გაეთბო სახლი და ემრავლებინა შვილები. დაბრძენდა მტერი ჩვენი და ახლა მშობლებისა და ახლობლების უზნესო მაგალითზე გაზრდილ, ფულზე დახარბებულ კიკუებს საქართველოს სისხლისმსმელი თურქი, არაბი თუ ირანელი და კიდევ რამდენი გადამთლიელი ფულს თავაზობს, ნებით გაიხადონ და თვითოთ ჩაუგორდენენ ლოგინში. რამდენ ლენჩს ჰგონია, რომ მისი ცოლი თურქეთში მუშაობს. აგერ სულ რაღაც 2კმ მდებარე რესტორანში იპლაკება თურქებთან და ბოზობით ნაშოვ დოლარებს ოჯახს აპურებს. ამის შემხედვარე „გირჩები“ შარვლებს იხდიან და წაკუზულები უკანალს რუსებს უშვენენ, ჩვენ  კიკუზე ნაკლები რითი ვართო. უმცირესობას შერჩენილი ქართული სისხლი იმღვრევა. ამ წმინდა მიწაზე ცხოვრება მხოლოდ მის ისტორიულად მკვიდრ მოსახლეობას შეუძლია.

 

საქართველო ფულზე დახარბებულების და ნიფხავჩახდილების საკადრისი საცხოვრისი ვერ იქნება, ვინაიდან არასდროს ყოფილა. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავედით. სიცოცხლემ უნდა გაიმარჯვოს, რანაირი მძიმე არ უნდა იყოს მსხვერპლი. ოცდამეერთეში მეორედ დაბადებული მეჩვიდმეტე საუკუნის დიდი ღამე უნდა გათენდეს. 

 

ჩვენ ახლა გვაქვს ერის ხსნის ყველაზე კარგი შანსი. თუ კიდევ ერთმანეთს ისევ გავებღინძებით და განცალკევებულ ეროვნულ ძალებს არ გავაერთიანებთ, არ გავერთიანდებით ქვეყნის სიყვარულით, ეს გამოუსწორებელი შეცდომა იქნება, და ტრაგედია ერისა!

 

 

16-11-2018, 16:27
უკან დაბრუნება