ფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიაჩესლავ ჩირიკბამ და სოხუმის ე.წ. მერმა ალიას ლაბახუამ თურქეთის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ქალაქ სიდეს მერი აბდულკადირ უჩარი ხელმძღვანელობდა,- ინფორმაცია აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით ვრცელდება.
აღსანიშავია, რომ აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ აფხაზეთსა და თურქეთს შორის საზღვაო მიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
"ჩვენ გვსურს თურქეთთან საზღვაო და საჰაერო მიმოსვლის აღდგენა. ჩვენი მიზანია, რომ სხვადასხვა ქვეყნებმა, განსაკუთრებით კი მეზობელმა ქვეყნებმა, აფხაზეთის პასპორტები აღიარონ. ჩვენ გვინდა აფხაზეთი საერთაშორისო იზოლაციიდან გამოვიყვანოთ და ვიმედოვნებთ, რომ თურქეთთან კავშირი ამაში დაგვეხმარება", - განმარტა ვიაჩესლავ ჩირიკბამ.