ივერიონი / არა - ქალებზე ძალადობას!

არა - ქალებზე ძალადობას!

დღეს მთელ მსოფლიოში ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ ტრადიციას საფუძვლად დაედო 1961 წლის ფაქტი, როდესაც დომინიკის რესპუბლიკაში დიქტატორ რაფაელ ტრუხილიოს ბრძანებით  დაუნდობლად მოკლეს სამი და - პატრია, მინერვა  და მარია-ტერესა მირაბალები. მათ ბრალი იმაში დასდეს, რომ მონაწილეობდნენ  14 ივნისის რევოლუციურ მოძრაობაში, რომელიც მიმართული იყო დიქტატორის წინააღმდეგ. 

 

1999 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ  25 ნოემბერი ქალებზე ძალადობის ლიკვიდაციის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მან ყველა ქვეყნის მთავრობას, საერთაშორისო  და არასამთავრობო ორგანიზაციებს ამ დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებისკენ მოუწოდა.

25-11-2012, 13:25
უკან დაბრუნება