ივერიონი / ფაჩულიამ ჯორდანი დაჩაგრა

ფაჩულიამ ჯორდანი დაჩაგრა

ზაზა ფაჩულიამ სასტარტოში დაბრუნება შესანიშნავი თამაშით აღნიშნა და ლოს ანჯელეს კლიპერსთან მატჩში საკუთარ გუნდში საუკეთესო გახლდათ. მან მოედანზე 36:41 წუთი დაჰყო და სეზონის პირველი ორმაგი დუბლიც მიითვალა: 19 ქულა (9–დან 7 ორქულიანი, 7–დან 5 საჯარიმო), 12 მოხსნა (9 – დაცვაში, 3 შეტევაში), 3 პასი და 1 ჩაჭრა.

 

ატალანტა ჰოუქსმა მატჩი 104–93 მოიგო და უკანასკნელ 7 შეხვედრაში მე–6 გამარჯვება იზეიმა. აღსანიშნავია ისიც, რომ მისმა მთავარმა მეურვემ, ჯორდანმა (კლიპერსის ცენტრი დეანდრე ჯორდანი) მხოლოდ და მხოლოდ 8 ქულის მოხვეჭა შეძლო.

 

როგორც აღვნიშნეთ, ზაზა ამ თამაშის საუკეთესო ჯორჯიელი გახლდათ, რაზეც სტატისტიკაც მეტყველებს: მას ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდა –  +31, რაც იმას ნიშნავს რომ მისი მოედანზე ყოფნის დროს ატალანტამ მის მოწინააღმდეგეზე 31 ქულით მეტი ჩააგდო.

 

დღეის მონაცემებით ატალანტას 4 მარცხის წილ 8 გამარჯვება აქვს და აღმოსავლეთ კომპერენციის რეიტინგში მესამე პოზიციას იკავებს.

 

მატჩის შემდგომ კომენტარებში კი ატალანტას მთავარმა მწვრთნელმა ლარი დრიუმ ზაზას თამაში განსაკუთრებით გამოყო და იგი ნამდვილ მებრძოლად მოიხსენია, მე კი ბატონ ლარის ეპითეტს ერთ სიტყვას დავუმატებ და ზაზას ნამდვილ ქართველ (ჯორჯიელ) მებრძოლს ვუწოდებ.

 

ბმული

25-11-2012, 13:32
უკან დაბრუნება