ივერიონი / გელოდებით - ხვალ 8 მაისს, 9 აპრილის მემორიალთან

გელოდებით - ხვალ 8 მაისს, 9 აპრილის მემორიალთან

დღეს ჩემი ქვეყანა - ისრაელი - ცეცხლის ალშია გახვეული!!!

 

სამხედრო თვალსაზრისით პრობლემა არ გვაქვს, რომ მტერი შევმუსროთ, მაგრამ არ ვყვებით პროვოკაციებს და თავდაჭერილად, მინიმალური შემაკავებელი პასუხებით შემოვიფარლებით!

 

მიუხედავად ამისა ცხადია, რომ ჩემს ერს და ჩემს ქვეყანას მეგობრული და მორალური მხარდაჭერა სჭირდება მთელი მსოფლიოსგან, მით უმეტეს, მეგობარი ერისგან!

 

8 მაისს, 1400 სთ-ზე,  ვისაც სურვილი გაქვთ ისრაელ ხალხს მხარი დავუჭიროთ, სულ ერთი საათით მობრძანდით რუსთაველის პროსპექტზე, 9 აპრილის მემორიალთან.

 

არავის პერსონალურად არ ვეპატიჟებით, რადგან არც იუბილეა და არც ფორუმი -

ვისაც გული შეგტკივათ მოძმე ებრაელი ერის განსაცდელზე და მოახერხებთ მხარდაჭერას გადადეთ ყველაფერი დადექით ჩვენს გვერდით.

 

კიდევ ერთხეl ვაზუსტებთ:

 

8 მაისს, 1400სთ-ზე, ცხრა აპრილის მემორიალთან დავუჭიროთ მხარი ისრაელს!

 

ოსკარ შინდლერის აკადემია,

საქართველო ისრაელის მეწარმეთა ასოციაცია

მაქს მეირ შავიტი

 

P.S. 

დამატებით გაცნობებთ, რომ აქედან მსურველები გადავინაცვლებთ ქართულ-ებრაული ურთიერთობების მუზეუმში, სადაც ჰოლოკოსტის დროს დაღუპულ ებრაელთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

 

7-05-2019, 12:02
უკან დაბრუნება