2019 წლის 25 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თავის მოხსენებაში განაცხადა: „უკვე 28 წელი გავიდა, რაც საქართველომ დემოკრატიული გზით განვითარებისაკენ გააკეთა არჩევანი. თანდათან საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან ჩვენ სრულ საპარლამენტო სისტემაზე გადავედით. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის გზით ჩვენ უფრო და უფრო გამჭვირვალე და ღია საარჩევნო სისტემამდე მივედით. სრულად პროპორციული სისტემის დანერგვის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება კოალიციური მთავრობაც კი მივიღოთ“.
[ტექსტი თარგმნილია. წყარო https://netgazeti.ge/news/393975/. სამწუხაროა, რომ სესიაზე საქართველოს პრეზიდენტმა, მხოლოს ორი სიტყვა თქვა ქართულად (???) https://www.facebook.com/watch/?v=2017812781651835].
2019 წლის 14 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა უარყო სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის.
საქართველოს, როგორც ქვეყნის „სიტყვის“ ასეთი „გატეხვა“ წარმოუდგენელი რეპუტაციული ზიანია ქვეყნისათვის!
ეს მყისიერად გამოხატა საქართველოს მთავარმა სტრატეგიულმა პარტნიორმა - ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოში მისი საელჩოს მეშვეობით.
აშშ-ის საელჩოს განცხადება საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრასთან დაკავშირებით, ნათქვამია:
„როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამერიკის საელჩომ დადებითად შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ მიერ განცხადებული განზრახვა 2020 წელს სრულ პროპორციულ საპარლამენტო საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით, როგორც მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს დემოკრატიული წინსვლისა და პოლიტიკურ პარტიებს შორის ნდობის გაძლიერებისთვის. ჩვენ გული გვწყდება, რომ მიუხედავად ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერისა, დღევანდელ კენჭისყრაზე საკონსტიტუციო ცვლილებებს „ქართული ოცნების“ დეპუტატების არასაკმარისმა რაოდენობამ დაუჭირა მხარი“ [https://ge.usembassy.gov/ka/u-s-embassy-statement-on-parliamentary-vote-on-proportional-elections-november-14-ka/].
მანამდე, 2019 წლის 29 ოქტომბერს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მისი კანდიდატურის განხილვისას აშშ-ის მომავალმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა (Kelly C. Degnan),თავის საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა 2020 წლისთვის „თავისუფალი და სამართლიანი“ არჩევნების ჩატარება საკანონმდებლო ორგანოს „პრულარისტულობის“ უზრუნველსაყოფად [https://www.foreign.senate.gov/hearings/nominations-102919?fbclid=IwAR1rGIUPR504FXZMiKEb7x6nfRcbtWxxhJNvDDugrHxi8x677WqZltZ53zU].
აშშ საელჩოს განცხადებაში საკითხი დაყვანილია „ქართული ოცნების“ „გაცხადებულ დაპირებაზე“, რომელიც პირველად გაჟღერდა 2019 წლის 20 ივნისის „გავრილოვის ღამედ“ წოდებული მოვლენების შედეგად განვითარებული საპროტესტო გამოსვლების ფონზე.
საპროტესტო აქციის ერთ-ერთი მოთხოვნა 2020 წლისთვის სრული პროპორციული სისტემის დანერგვა იყო.
ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა და განაცხადა მზადყოფნა საქართველოს კონსტიტუციაში სათანადო ცვლილებების შეტანის თაობაზე.
ხელისუფლების მხრიდან ,ამ დაპირების დროს, იყო დათქმა, რომ ასეთი არჩევნების დროს მოიხსნებოდა საარჩევნო ბარიერი და პარტიების ბლოკებად გაერთიანების შესაძლებლობა.
ამის შესახებ პირველად განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა, როგორც პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ 2019 წლის 24 ივნისს.
ამ განცხადებაში ნათქვამია, რომ
„პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფართომასშტაბიანი პოლიტიკური რეფორმის ინიციატივით გამოდის: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი, ვიმეორებ, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში.“
„რაც შეეხება დღევანდელ პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. უპირველესი მიზეზი, რამაც ამისკენ გვიბიძგა, არის ჩვენი საზოგადოების და, განსაკუთრებით, ახალგაზრდობის სურვილი და მზაობა, აქტიურად ჩაერთოს ქვეყნის მართვაში და საკუთარ თავზე აიღოს პასუხისმგებლობა. საზოგადოების ამ სულისკვეთებასთან თანხვედრაშია ჩვენი პოლიტიკური გუნდის სურვილიც - ნებაყოფლობით ვთქვათ უარი იმ სასტარტო უპირატესობაზე, რაც შერეული საარჩევნო სისტემის პირობებში ბუნებრივად გააჩნია „ქართულ ოცნებას“.
„...თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდა, მაღალი ალბათობით, „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქს მოიგებს, რითაც უკიდურესად შეამცირებს მრავალპარტიული პარლამენტის ფორმირების რესურსს“.
„..ეს, შესაძლოა, ემსახურებოდეს ჩვენს პარტიულ ინტერესს, მაგრამ ვეღარ პასუხობს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს“.
„და კიდევე ერთი მიზეზი, რაც საფუძვლად დაედო ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, არის ის მზარდი, გლობალური თუ ლოკალური ხასიათის, პოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომლებთანაც გამკლავებას სულ უფრო ხშირად დასჭირდება ფართო საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსენსუსი, ერთიანობა და პასუხისმგებლობის გაზიარება, რაც მხოლოდ მაქსიმალურად პლურალისტურ გარემოშია შესაძლებელი“. [http://41.ge/new/808-politikuri-gaertianeba-qartuli-ocneba-demokratiuli-saqartvelos-tavmjdomaris-bidzina-ivanishvilis-ganckhadeba].
აშშ საელჩო ამ გაცხადებულ დაპირებაზე მიუთითებს, აქ აღნიშნულ „პრულარიზმის“ მნიშვნელობას ხაზს უსვამს აშშ-ს მიერ დანიშნული ახალი ელჩი!
ეჭვები გამოითქვა თავიდანვე, რომ ხომ არ გადათქვამდა მმართველი პარტია თავის დაპირებას, მით უმეტეს, რომ ყველა კვლევა აჩვენებდა, რომ პროპორციული არჩევნები „ქართული ოცნებისთვის“ არ იყო მოსალოდნელი შედეგების თვალსაზრისით საუკეთესო, რასაც თვითონაც აღიარებდნენ.
საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირებამ „ქართული ოცნების“ მხრივ ცხრა ათეულზე მეტი (93 !) დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივის სახით ეს ეჭვები მალე გაფანტა.
როგორც საქართველოს პარტნიორებმა, ისე ქვეყნის შიგნით საზოგადოებამ დაიწყო თავისი მომავალი საქმიანობის პროპორციული საარჩევნო სისტემის კონტექსტში პროგნოზი და დაგეგმვა.
12 ნოემბერს დაიწყო საქართველოს პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტის განხილვა. განხილვა არაბუნებრივად განვითარდა. იმ ფონზე, როდესაც თითქოს ყველა მხარს უჭერდა მას, რამდენიმე დეპუტატის გარდა, კამათი მწვავედ მიმდინარეობდა. საკითხი სამუშაო დროის ამოწურვის გამო გადაიდო.მეორე დღეს საკითხი უფრო გამწვავებული დებატებისა და „რაიმე არ მოხდესგან“ დაზღვევის მოტივით გადაიდო, ხოლო მესამე დღეს - 14 ნოემბერს ჩატარდა კენჭისყრა მოულოდნელი შედეგით - კანონპროექტი ჩავარდა.
150 პარლამენტარიდან 14 ნოემბრისთვის 2 პარლამენტარს შეჩერებული ჰქონდა დეპუტატობა, ე.ი. სრული შემადგენლობა შეადგენდა 148 დეპუტატს.
აქედან სხდომას ესწრებოდა 141 დეპუტატი.
არ ესწრებოდა 7 დეპუტატი (ბეგაძე გიორგი, გოცირიძე ელგუჯა, თოთლაძე გიორგი, სამხარაული გელა, ფრუიძე ირინე, კილაძე სოფიო, კუდბა სვეტლანა).
113 საჭირო ხმების რაოდენობის (ქვორუმის) პირობებში კანონპრორქტს მხარი დაუჭირა 103 დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 3. შესაბამისად კანონპროექტი „ჩავარდა“ და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წესი დარჩა იგივე („შერეული“), რაც იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს.
კანონპროექტის ჩავარდნა განაპირობა „ქართული ოცნების“ დეპუტატების გადაწყვეტილებამ, რადგანაც ოპოზიციური ფრაქციებისა და დამოუკიდებელი დეპუტატების 100%-იანი დასწრება და 100%-იანი მხარდაჭერა დაფიქსირდა.
შესაბამისად, კანონის ჩავარდნა განმსაზღვრა დეპუტატებმა:
პოტენციურად:
ვინც არ ესწრებოდა - 7 დეპუტატი (ამ შემთხვევაში ფორმალიზებულია რაოდენობა და არ გამოვრიცხავთ არდასწრების საპატიო მიზეზის არსებობას, არც იმას ვამბობთ, თუ რა პოზიცია ექნებოდათ მათ)[14 ნოემბრის დღის ბოლოს , მაგალითად გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ბეგაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. (https://www.radiotavisupleba.ge/news).
რეალურად:
ვინც კანონპროექტის საწინააღმდეგოდ მისცა ხმა - 3 დეპუტატი,
ესენია,
-ოქრიაშვილი კახაბერ
-მკოიანი ენზელ
-ხუნდაძე დიმიტრი
ვინც ესწრებოდა სხდომას, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო - 37 დეპუტატი.
ესენია,
-აბუსერიძე ირაკლი
-ბერაია ირაკლი
-ბოლქვაძე ანზორ
-გულორდავა გოგა
-ენუქიძე გოჩა
-ვახტანგაძე მუხრან
-ზურაბიანი ცოტნე
-თოლორაია ედიშერ
-პოღოსიანი რუსლან
-ქვარაია მერაბ
-სონღულაშვილი დავით
-ყაველაშვილი მიხეილ
-შიოლაშვილი ირაკლი
-ჩანქსელიანი გოდერძი
-ჩრდილელი ოთარ
-წილოსანი ნინო
-ხაბარელი შოთა.
გადაწყვეტილებას შოკის ეფექტი ჰქონდა, რასაც მოჰყვა „ქართული ოცნების“ შიგნით ფრაქციის დატოვება 8 დეპუტატის მიერ [ 2019 წლის 14 ნოემბრის საღამოსთვის საინფორმაციო საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციით. ესენი არიან: მარიამ ჯაში (https://presa.ge/?m=politics&AID=78628), დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, სოფო ქაცარავა, გიორგი მოსიძე, ირინა ფრუიძემ და ზაზა ხუციშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა, [https://on.ge/story/46024] და სპონტანური პროტესტი რუსთაველზე თბილისში, ქუთაისში, ბათუმში...
მომხდართან დაკავშირებით ოპერატიულად ვრცელი განცხადება გაავრცელა ბიძინა ივანიშვილმა.
განცხადებაში ნათქვამია:
„...იმედგაცრუებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ვერ მოხერხდა ხორცი შესხმოდა ჩვენს ინიციატივას, პროპორციული წესით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში ჩაგვეტარებინა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა ეს ინიციატივა, „ქართული ოცნების“ დეპუტაციის ერთი ნაწილის, ძირითადად მაჟორიტარების, წინააღმდეგობის გამო ჩააგდო.
...საზოგადოებაში ისმის კითხვა: როგორ განვითარდა ასე უეცრად ე.წ. „მაჟორიტარული ამბოხი“ მმართველ გუნდში, როცა რამდენიმეთვიანი საკონსტიტუციო პროცესი წარმატებით დასრულდა და საქმე კენჭისყრაზე მიდგა?
...მე დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებამ შესაბამისად შეაფასა კიდეც ჩვენი კეთილი ნება, ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უარი გვეთქვა მნიშვნელოვან სასტარტო უპირატესობაზე, რომელიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდს და მის მაჟორიტარ კანდიდატებს უკლებლივ ყველა ოპოზიციური პარტიის კანდიდატებთან შედარებით აქვთ.
...ვიმედოვნებდით, რომ ჩვენი თამამი პოლიტიკურ აქტი, პროცესში ჩართული სხვა აქტორებისგანაც პოზიტიურად იქნებოდა აღქმული და პასუხად მათ კონსტრუქციულ რეაქციას მივიღებდით.
სამწუხაროდ ასე არ მოხდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი სატელიტების განცხადებებიდან თუ ქმედებებიდან, საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ „ქართული ოცნების“ მცდელობა - თვისობრივად ახალ საფეხურზე აგვეყვანა ქვეყნის პოლიტიკური კულტურა, მხოლოდ ცალმხრივი სურვილი აღმოჩნდა და აღქმული იქნა, როგორც ხელისუფლებისთვის პროპორციული არჩევნების გამოტაცება.
...ამ მოვლენების გამო უკმაყოფილება მმართველ გუნდში დღეს და გუშინ არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ მძაფრი შიდაპარტიული დისკუსია და უთანხმოება გარეთ არ გამოგვქონდა, მე და სხვა ლიდერებიც, უდიდეს ძალისხმევას ვხარჯავდით, რომ პროცესი ჩიხში არ შესულიყო.
მიუხედავად ამისა, ოპოზიციამ ყველაფერი გააკეთა, რომ ის მყიფე კონსენსუსი, რაც ზაფხულში ჩვენს გუნდში შედგა, დარღვეულიყო. როდესაც სესიაზე ინიციატივის განხილვა პრაქტიკულად დასრულდა და საკითხი კენჭისყრაზე დგებოდა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ჩვენს დეპუტატებს, პირდაპირ პარლამენტის დარბაზში, უმძიმესი პერსონალური შეურაცხყოფები მიაყენეს. როგორც ჩანს, ამან მაჟორიტარების დიდი ნაწილის მოთმინების ფიალა აავსო და მეც, სამწუხაროდ, ვეღარ მოვახერხე კონსტრუქციულ ველში მათი დაბრუნება.
...მე, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი, კიდევ ერთხელ
ვადასტურებ რა, რომ ვიყავი და ვრჩები 2020 წელსვე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის მომხრე და გულწრფელად ვწუხვარ, რომ ეს ვერ მოხერხდა, - ჩემს გუნდთან და ხელისუფლებასთან ერთად ვიქნები გარანტი, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესი გახდება შეუქცევადი. 2020 წლის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნევნები ამის წინაპირობა და თვალსაჩინო მაგალითი იქნება". [https://www.radiotavisupleba.ge/a/30271246.html].
ბიძინა ივანიშვილის ახსნა, თითქოს ოპოზიციისგან შეურაცყოფილი მაჟორიტარების პოზიციამ გადაწყვიტა კენჭისყრის ბედი -საკმარისი არ აღმოჩნდა საზოგადოებისათვის.
გია ვოლსკიმ ტელევიზიის პირველ არხთან ინტერვიუში 14 ნოემბერსვე ამ ახსნას დაუმატა კიდევ ერთი არგუმენტი - უმრავლესობა რომ არ დაგვშლოდა ,ამიტომ თავისუფალი კენჭისყრა გამოვაცხადეთო და შედეგი დემოკრატიის გამოხატულებააო.
ეს უკანასკნელი არგუმენტი ძალიან ცუდი მინიშნებაა იმაზე, რომ გადამწყვეტ მომენტში პარტიული ინტერესები უფრო მაღლა დადგა, ვიდრე ქვეყნის რეპუტაცია ქვეყნის შიგნით და გარეთ.
საპროტესტო მოძრაობას კი აძლიერებს ის ეჭვი, რომ პროცესები მართული იყო და საზოგადოებრივი აზრი ვერ უშვებს დეპუტაციის იმ ნაწილის მიერ ბიძინა ივანიშვილის პოზიციის წინააღმდეგ წასვლას, რომლებმაც გადაწყვიტეს კანონპროექტის ბედი.
პროტესტი ვითარდება ერთი მიმართულებით და ფოკუსირებულია ერთ პიროვნებაზე - ბიძინა ივანიშვილზე. ჩამოყალიბდა მარტივი პოზიცია: „თუ ერთი არის ყველას წინააღმდეგ, მაშინ ყველა უნდა წავიდეს ამ ერთის წინააღმდეგ“.
14 ნოემბერს პროტესტისთვის დამახასიათებელი ნიშანი ის იყო, რომ გაერთიანდა ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური პარტია,ჯგუფი, სამოქალაქო აქტივისტები... მოხდა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების პოლიტიკური მოთხოვნის კრისტალიზაცია...
ესკალაციის დიდი საფრთხე შეიქმნა.
გამწვავებას ხელს უწყობს „ხალხში“ დაბრუნების მსურველი პოლიტიკოსები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ბიძინა ივანიშვილის კონტრაქტორებად იყო აღქმული.
ქართული საზოგადოებისთვის გიორგი მარგველაშვილის თვითშეფასება „პოლიტიკური პლასტილინობის“ შესახებ გასაგებია და მას რაღაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაგრამ ძნელი წარმოსადგენი არაა გარედან აღქმული ქვეყნის ექს - პრეზიდენტის მიმართვა, რომელშიც ითქვა:
„მე მივმართავ ჩემს მეგობარ პრეზიდენტებს, გამოიყენეთ თქვენი ძალაუფლება, უნარი, კავშირები და მოახდინეთ გავლენა ამ პროცესზე. ან ქართული დემოკრატია გაიმარჯვებს, ან ეს ქვეყანა დაემსგავსება იმ მრავალ ქვეყანას, სადაც ავტორიტარიზმი და ტოტალიტარიზმი არის ცხოვრების წესი. არ არის ეს ქართული არჩევანი და ქართველი ხალხის არჩევანი და არ ვართ ჩვენ ამის ღირსი.“ [https://www.radiotavisupleba.ge/a/30272197.html].
იგივე ითქმის საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზე. კვირიკაშვილი, რომელიც რუსთაველიდან იქ შეკრებილმა ხალხმა გააგდო პირდაპირი მნიშვნელობით, ცდილობს წარსულის გადაფარვას და მომენტის გამოყენებას. კერძოდ ის აცხადებს: „ქართული ოცნების“ 14 ნოემბერი – არსებულ პოლიტიკურ მოცემულობაში სახელმწიფოებრიობისგან, რაციონალიზმისგან და პოლიტიკური პრაგმატიზმისგან დაცლილი გადაწყვეტილება – კიდევ ერთი ნაბიჯი ხელისუფლების დელეგიტიმაციისკენ და საზოგადოებრივი და პოლიტიკური პოლარიზაციისკენ – ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა“. [https://for.ge/view/176100/giorgi-kvirikaSvili-gancxadebas-avrcelebs.html].
კრიზისს აღვივებს მმართველი პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაციები.
[დილით, 15 ნოემბერს, საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლა გამოაცხადეს ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ,გიგა ბუკიამ [https://www.interpressnews.ge/ka/article/572899-konservatorma-deputatebma-zviad-zizigurma-nino-goguazem-da-giga-bukiam-saparlamento-umravlesobis-datovebis-gadacqvetileba-miiges].
გადამდგარი „ქართული ოცნების“ წევრების თვისობრივი შემადგენლობა, რომელიც მათი საქმიანობიდან გამომდინარე, მეტ ინფორმირებულობაზე მიუთითებს, ხომ არ ნიშნავს რომ ოცნების გემი ნამდვილად იძირება?!
ამ ადამიანების გადადგომა გარდა აღნიშნულისა კიდევ ორ ნიშანს აძლევს საზოგადოებას: ისინი როგორც კონტრაქტორი პარლამენტარები ცდილობენ სახის შენარჩუნებას და პარლამენტარად ყოფნის პროგრამის კომფორტულად დასრულებას (სხვა შემთხვევაში დარჩებოდნენ პარტიაში დათქმით და გააგრძელებდნენ ბრძოლას სიტუაციის გამოსასწორებლად), და მეორე, მათ ზურგს უკან განვითარდა პოლიტიკური სცენარი, რომელშიც ისინი სტატიკების როლში მონაწილეობდნენ და ეს ადასტურებს იმ ეჭვს, რომ ადგილი კი არ ჰქონდა მაჟორიტარი დეპუტატების შეთქმულებასა და მის გასახორციელებელ თავდადებას, არამედ 40-მა დეპუტატმა თავი დადო (სრულად შესწირა თავისი პოლიტიკური კაპიტალი) დავალების შესასრულებლად.
თუ რა როგორ იყო , რა თქმა უნდა, გახდება ცნობილი - სიმართლე არ დაიმალება.
ეხლა მთავარია, მოიძებნოს გამოსავალი.
არსებობს გამოსავალი?
თუ არსებობს მმართველი პარტიის ნება - არსებობს.
ამისთვის,
1. პირველ რიგში „ქართული ოცნებიდან“ და ხელისუფლებიდან უნდა წამოვიდეს პროპორციული არჩევნების კანონპროექტის ჩავარდნის გამოსწორების სურვილი, დიალოგის შეთავაზება ყველასთან ერთი მიზნით - მოხდეს ახალი კონსტიტუციური კანონპროექტის ინიცირება, ან საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილება პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სახით;
2. „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადოს ვარიანტების ძებნის ღია რეჟიმი;
[გამოსავალის ვარიანტები ბევრი მოიძებნება. ერთ-ერთი უკვე შესთავაზა საზოგადოებას დავით ზარდიაშვილმა - ე.წ. პერსონალიზირებულ-პროპორციული საარჩევნო სისტემის სახით. https://for.ge/view/176095/daviT-zardiaSvili--gamosavalia-konstituciuri-kanonis-proeqtis-Tavidan-inicireba-oRond-ukve-ara-igive-aramed-iseTi-SinaarsiT-rac-gonivruli-konsensusis-gamomxatveli-iqneba.html].
3. „ქართულმა ოცნებამ“ და ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს მოვლენების შეფასება ერთიანი პოზიციების გარეშე და ცალკეული მათი წარმომადგენლების ჯანსაღ (ან პირიქით) აზრზე დაყრდნობით;
4. საზოგადოებასთან კომუნიკაცია, პროცესების მართვა ხელისუფლების მხრივ ხელში უნდა აიღოს უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტის ინფორმაციული ჩართულობის უზრუნველყოფით.
თუ ასე არ მოხდება და ხელისუფლება დაიკავებს ხისტ პოზიციას,რომ ის არაფერს არ შეცვლის და მორჩა - ასეთ შემთხვევაში, როგორი სწორიც არ უნდა იყოს და გულრწფელი დემოკრატიულ არჩევნებთან დაკავშირებით მისი პოზიციები, ეს ვერ შეაჩერებს პროცესების განვითარებას ყველაზე ცუდი სცენარით.
უბრალოდ,შინ და გარეთ, მტრებისა, თუ მოყვრების დახმარებით ამის საშუალება აღარ ექნება ქართველ ხალხს.
14 ნოემბრის წინა მდგომარეობას ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრება ვეღარ დაუბრუნდება!
ამიტომ, სასწრაფოდ დიალოგი, სასწრაფოდ ალტერნატივებისა და ვარიანტების ძიებით -ახალი კონსესუსისთვის 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით!