ივერიონი / პატარა გოგო დიდი გულით

პატარა გოგო დიდი გულით

- ინგა ბუღაძემ მოხუცთა პანსიონატი "ჩემი სახლი" გახსნა!

 

- მინდა იცნობდეთ ერთ მშვენიერ, დიდი გულის პატრონ გოგოს, ინგა ბუღაძეს, რომელმაც მოხუცთა პანსიონატი "ჩემი სახლი" გახსნა.

 

საქართველოს მოსახლეობის ნახევარი მაინც, ბებია-ბაბუების გაზრდილები ვართ, რომლებიც სითბოს სიყვარულს არ გვაკლებდნენ, შემდეგ გვასწავლიდნენ ზრდილობას და გვზრდიდნენ, ნამდვილ ჭეშმარიტ ადამიანებად, მათ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს ჩამოყალიბებაში და, აი ამ დიდი გულის გოგომ მოინდომა, იწვალა და შექმნა მათთვის კომფორტული გარემო, სადაც ჩვენი, თქვენი ბებია-ბაბუები მშვინებლისდად და თბილად იგრძნობენ თავს, თანაც, რაღა თქმა უნდა – უსაფრთხოდ, რაც მისი დამფუძნებლის, ინგა ბუღაძის დამსახურებაა, რომელიც გულს, სულს და ძალიან დიდ ენერგიას დებს  ამ მაგარ საქმეში. 

 

ინგა ბუღაძე: ადრე, წლების წინ, რამოდენიმე პანსიონატში ვიყავი... ჩემი სურვილი იყო გავცნობოდი იქაურ ცხოვრებას.

 

მეოთხე წელია 205-ე საბავშვო ბაღში ვმუშაობ დირექტორის მოადგილედ და აღმოვაჩინე, როცა დედის დღე მოდიოდა, ჩვენი ბაღი ამისთვის ემზადებოდა. ბაღის დირექტორი ქ. ია პატეიშვილი, რომელსაც წესად აქვს უკვე წლებია მიულოცოს დედის დღე ხანდაზმულებს და სტუმრობენ პანსიონატს, სადაც გავიცანი ქ. დარეჯან თომაძე პანსიონატის დირექტორი.

 

ჩვენი დევიზია; "ჩვენი პატარა ხელებით, მოვალთ და მოგეფერებით", ჩვენ სხვადასხვა ბაღბიც შემოგვიერთდნენ... მივდივართ მათთან და  მიგვაქვს, საჩუქრები, რაც მთავარია... სითბო, სიყვარული, ხალისი. პატარები მათ გულებს, ხელებს უთბობენ, ზეიმებს მართავენ.

 

წლების განმავლობაში ვაკვირდებოდი და მათი რაოდენობა მცირდებოდა, ახალ ბენეფიციარებს კი ვეღარ იღებდნენ მიზეზების გამო, ზოგი ვერ ახერხებს მოხვედრას მსგავს დაწესებულებაში, ისინი ხომ ერთმანეთს სითბოსა და სიხარულს უზიარებენ, რომელიც ესოდენ საჭიროა ამ ასაკში. ახლობლებს აჰყავთ მომვლელები, მაგრამ ისინი მაინც სიმარტოვეს განიცდიან, ვერ ურთიერთობენ.

 

სწორედ მაშინ მივიღე გადაწყვეტილება, მსგავსი ტიპის  პანსიონატი მეც გამეკეთებინა. მათთვის სიხალისე, სითბო და სიყვარული მეჩუქებინა, მიმეცა ურთიერთობის საშუალება.

 

ამის განცდა და სურვილი შვილებს გავანდე, მათგანაც  ვიგრძენი იგივე,ეს განპირობებული იყო იმით, რომ ადრე დაკარგეს მამა, ბებოც და ბაბუც. ახლა კი  ჰქონდათ შესაძლებლობა  სხვა ბებიებისთვისა და ბაბუებისთვის სითბო ეჩუქებინათ.

 

გადავწყვიტეთ და გავაკეთეთ კიდეც. ვცდილობთ ყველა პირობა შეუქმნათ მათ ბედნიერებისათვის. ეს  დიდი სურვილი იყო... ჩვენ ეს შვძელით, სურვილი რეალობად ვაქციეთ.

 

 

პანსიონატი ,,ჩემი სახლი" მდებარეობს თბილისში ქსნის ქ.#6

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით 551 122 228

პანსიონატის დამფუძნებელი _ ინგა ბუღაძე.

 

12-12-2019, 15:15
უკან დაბრუნება