პასუხი,
„ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის“ ვიცე-პრეზიდენტ რობინ შეპარდს!
დიდხანს ვიფიქრე, გამეცა თუ არა პასუხი, „ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის“ ვიცე-პრეზიდენტ რობინ შეპარდისთვის, იმ უცერემონიო განცხადებაზე, რომელიც „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას გააკეთა:
„ადამიანებს ავიწყდებათ, რომ კონგრესი უკიდურესად გავლენიანი ორგანოა. თუ კონგრესმა რაღაცა გადაწყვიტა და ეს ერთხმად მიღებული გადაწყვეტილებაა, მას პრეზიდენტიც კი ვერ ადებს ვეტოს. საკანონმდებლო პროცესი ესკალატორს ჰგავს. წერილის დაწერა ესკალატორის პირველი საფეხურია. თუ ვითარება გაუარესდა, კონგრესს აქვს ბერკეტები იმისთვის, რომ საქართველოს მთავრობას ცხოვრება გაურთულოს.“
რასაკვირველია, ამას უპასუხოდ ვერ დავტოვებდი, რადგან ბ-ნი შეპარდის საუბარი,ჩვენთვის კარგად ცნობილი „უფროსი ძმის“ (ასაკით უმცროსი, მაგრამ მაინც „უფროსი“) გაფრთხილება-ბრძანებას უფრო წააგავს, ვიდრე საქართველოს ბედით შეწუხებული ადამიანის წუხილს!
დასაწყისშივე ვუდასტურებ, ეჭვი არ მეპარება, რომ _ „კონგრესი უკიდურესად გავლენიანი ორგანოა“, მაგრამ ბ-ნ შეპარდს ავიწყდება განმარტოს, რომ _ აშშ-ს კონგრესი, აშშ-შია უკიდურესად გავლენიანი ორგანო, რადგან იგი აშშ-ს მოსახლეობას, მისი წარმომავლობის სტრუქტურას და ტრადიციებსაა მორგებული და არა, საქართველოსას!
ბუნებრივია, ბ-ნი შეპარდის მიერ ნახსენები „გულმავიწყი ადამიანები“ ჩვენ-ქართველები ვართ, მაგრამ, მიუხედავად, საქართველოს საკითხებში ღრმად განსწავლულობისა, მას მაინც ავიწყდება (ან არ უსწავლებიათ), რომ, ჩვენ „არაფერი გვავიწყდება“ და მისმა „წყალგაუვალმა და უცერემონიო დასკვნამ“ მისი შორეული, სულიერი წინაპარი, რუსი ბოლშევიკი „სუსლოვი“ გაგვახსენა.
ბატონი შეპარდისა არ იყოს, სუსლოვების და მათი ძმების თავგამოდებაც „უკეთილშობილესი კომუნისტური მომავლით“ ინათლებოდა, რაც, მათი აზრით, ქართველებს არ ესმოდათ და ქართველი ერის წინააღმდეგობას მიჰყავდა ისინი უმკაცრეს გადაწყვეტილებამდე, ურჩი ქართველები საქართველოდან გაესახლებინათ, მათ ადგლზე კი:
„შორეულ აღმოსავლეთში მცხოვრებ გენერლებს უნდა მივცეთ ცხოვრების ნორმალური საშუალება. მათ ჩამოსასახლებლად დაგვჭირდება შავი ზღვის სასაზღვრო ტერიტორია, სადაც როგორც მოგეხსენებათ, ქართველები ცხოვრობენ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართველები ჩვენგან ძლიერ განსხვავდებიან, ადრე თუ გვიან საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხს დააყენებენ და თავისუფლებას მოითხოვენ. მათთან ბრძოლა უნდა დავიწყოთ აფხაზეთიდან. აფხაზეთის გამოყენებით სამეგრელოს, სვანეთს, აჭარასა და სხვა კუთხეებს უნდა მივცეთ დამოუკიდებლობა. მათში ცალ-ცალკე უნდა გავაღვივოთ კუთხურ ეროვნული გრძნობა. დასავლეთ საქართველო უნდა დავუპირისპიროთ აღმოსავლეთს, ამის შემდეგ მათ შორის მომრიგებლის ფუნქცია უნდა შევასრულოთ. პარალელურად, ქართველები მეცნიერულად უნდა დავარწმუნოთ, რომ ისინი სხვა და სხვა ქვეყნებიდან ჩამოსახლებულნი, სხვა და სხვა ერის წარმომადგენლები არიან, რაც მათი საქართველოს ტერიტორიიდან საბოლოოდ გაძევების საშუალებას მოგვცემს.“
(პარიზის ეროვნული საბჭოს ჟურნალიდან, “მებრძოლი საქართველო” (26 მაისი, 2003 წელი).
ბოდიშს ვიხდი ასეთი ვრცელი ამონარიდისთვის, მაგრამ სხვაგვარად ვერ მოვახერხე ბ-ნი შეპარდისთვის გამეცნო მისი შორეული, სულიერი წინაპარი, „ბოლშევიკი სუსლოვი“, რომელიც „არა მტრობის, არამედ კეთილი სურვილების“ გამო უპირებდა ქართველებს შორეულ აღმოსავლეთში გადასახლებას!
ისე რიხიანად დაიწყო ბატონმა შეპარდმა ჩვენი დამოძღვრა-ჭკუის სწავლება, იგი უსათუოდ მივა სუსლოვის იდეამდე (თუ დროზე არ შევაჩერეთ) და დრო რომ არ დაკარგოს ქართველთა მომავლის „ფორმირებაში“, მზა მასალას ვთავაზობ მას, მშვიდობაში მოსახმარად!
თავის დროზე, ჩვენი ამერიკელი მოკეთეებისგან განსხვავებით, ბოლშევიკებიც კი უფრთხოდნენ საქართველოზე პირდაპრი და ღია ტექსტებით თავდასხმას.
მოუსმინეთ რას ამბობდა მგზნებარე და მსხვილი კალიბრის ბოლშევიკი კიროვი:
„1921 წელს კპ ცკ-ის ბიუროს მდივანი ს.კიროვი ამბობდა: "არ შეიძლება ვუცადოთ და ვიმედოვნოთ, რომ საქართველოში თავისთავად მოხდება აფეთქება. ამისათვის არაა საჭირო გახსნილად დავესხათ თავს საქართველოს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავიწყოთ მოძრაობა აფხაზეთსა და აჭარაში, შევუქმნათ საქართველოს შიდა პრობლემები, რომლებიც წელში გაწყვეტენ მას" (გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა", 6. VI. 1991).“
ყურადღება მიაქციეთ ბოლშევიკ კიროვის მინიშნებას ბატონო შეპარდ, რომელიც, თქვენმა გაწვრთნილმა და საქართველოს მაოხარმა მიხეილ სააკაშვილმა, ჯერ კიდევ 2008 წელს აღასრულა, როცა არა მარტო აფხაზეთი, სამაჩაბლო, თქვენებურად „სამხრეთ ოსეთიც“ ზედ მიაყოლა და რუსებს ჩააბარა!
დიდებული მინიშნებაა:
"არ შეიძლება ვუცადოთ და ვიმედოვნოთ, რომ საქართველოში თავისთავად მოხდება აფეთქება.“
ასი წლის წინანდელი კიროვის „მიგნების“ დონეზე ხომ არ დარჩება, აშშ-ს, თანამედროვე, საინფორმაციო-პროვოკაციის დონეზე აღჭურვილი ბ-ნი შეპარდი?!
ბუნებრივია, ეს ასე არ დარჩება, საქართველოს მედიასაშუალებებს, განსაკუთრებით ტელევიზიას ეტყობა აშკარად აშშ-ს ხელი, როცა მთავრობის (არა აქვს მნიშვნელობა იგი კანონმორჩილია თუ პირიქით) დამხობისკენ მოუწოდებს ქვეყნის მოსახლეობას!
ყოველივე ამის ფონზე, ჩვენ გვიჩნდება კითხვა:
ამაზე უარესი რა უნდა დაგვმართოთ ბატონო შეპარდ, რაც ახლა საქართველოში ხდება?
თქვენ პირდაპირ შეტევაზე გადადიხართ საქართველოს ხელისუფლებაზე, რომელიც არც ჩვენ გვახატია გულზე, მაგრამ ჩვენი არჩეულია! თქვენ კი იმას არ გვეუბნებით, ვის უკაფავთ გზას ხელისუფლებისკენ?
სიმართლე გითხრათ, არც აქ გვჭირდება თქვენი გულახდილობა!
უთქვენოდაც კარგად ვხედავთ, ვის უსუფთავებთ გზას, ქვეყნის საბოლოო დაქცევისთვის და არა მისი აღმშენებლობისთვის (თქვენს მიერ „ანაკლია პორტის“ ათასწლეულის პროექტის ჩაშლაა ამისი ნათელი მაგალითი), არა ზნეობისა და სამართლის დამკვიდრებისთვის (თქვენგან მხარდაჭერილი უზნეონი და უსამართლობის დამმკვიდრებელნი აქოთებენ ქვეყანას ყველა საშუალებით), არა ბოლო 30 წლის მანძილზე თქვენს მიერ მხარდაჭერილთა მიერ დაშლილი საქართველოს გაერთიანებისთვის (ქვეყნის მოსახლეობის სურვილი და ყველა ცდა, უპირველეს პრობლემად ქვეყნის გამთლიანება დაისახოს,მყისიერად იბლოკება), არა სიყვარულის და სიმშვიდის დამკვიდრებისთვის, არამედ, ჩვენი სამშობლოს, მუდამ დაძაბულ მდგომარეობაში ყოფნის მიზნით ხელისუფლებისთვის გზას უკაფავთ 1991 წლის „პუტჩის პიონერებს“, რომლებიც კარგა ხანია თქვენს ხელში დავაჟკაცდნენ, ქვეყნის და მისი მოსახლეობის უზნეობაში ჩათრევის პრაქტიკაც გაიარეს და მზად არიან ხელისუფლებაში ხელმეორედ მოსვლის შემთხვევაში, საქართველო მოგიმზადონ ისეთი სახით, „რუს ბოლშევიკ სუსლოვს“ რომ უნდოდა მისი გასახლება, ათასწლეულების წინანდელი მისი წარმოშობის ადგილიდან!
სუსლოვმა ვერ შეიძლო ავი განზრახვის სისრულეში მოყვანა, მას პრაქტიკა, გამოცდილება არ ეყო (მაშინდელმა, ქართველთა სიმტკიცემაც შეუშალა ხელი და უცხოთა მიერ მოსყიდული არც ამდენი მოღალატე ჰყავდა, რამდენიც დღეს), გოლგოთას გზაზე გაეყენებინა უდანაშაულო ქართველი ერი!
თქვენ კი, ბატონო შეპარდ, „რუს ბოლშევიკ სუსლოვთან“ შედაებით დიდი უპირატესობა გაქვთ, რადგან აბორიგენი ხალხების საბუდარიდან აყრის დიდი გამოცდილება გაგაჩნიათ, ჰოლივუდის ფილმებს რომ შერჩენია მათი ისტორია და წარსული მხოლოდ.
თქვენგან გაწვრთნილი და მხარდაჭერილი, თბილისის ქუჩებს (ამჟამად, საწუხაროდ, თითქმის მთელს საქართველოში ) სასტვენებით და მეგაფონებით მოდებული ნეოპუტჩისტების იმედად, არამარტო საქართველოს მთავრობის, ურჩი მეზობელი ქვეყნების ჭკუის სწავლებაც (გამოცდილება აქაც დიდი გაქვთ, მიშა-შეურაცხადის (სააკაშვილის) და მისი სახელმწიფო დამნაშავეების ექსპორტი უკრაინაში) შეგიძლიათ!
ოღონდ, კეთილი განწყობით შეგახსენებთ:
ქართველმა ხალხმა და ზოგადად საქართველოს მოსახლეობამაც ბევრი რამ ისწავლა ამასობაში, თქვენი ძლევამოსილი სამშობლოსა და მისი პოლიტიკური ლიდერების „საგმირო“ საქმეებიდან, რომლებიც ბოლო ათწლეულში ჩვენს თვალწინ განხორციელდა.
ამ მხრივ, მარტო პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, სადაც ჩიტიც კი ვერ გადაფრინდება უნებართვოდ, მიშა-შეურაცხადის (სააკაშვილის) და მას მიბმული ასეულობით ე.წ. „რევოლუციონერის“ შეუჩერებელი მარშით შესვლის გახსენებაც საკმარისია!
ჩვენ, მაშინ, თქვენ _ ამერიკელებს და ამერიკას ტაში დაგიკარით, რადგან დარწმუნებული ვიყავით, რომ:
უცხო ქვეყნიდან (პოლონეთი), უცხო ქვეყანაში (უკრაინა), უცხო ქვეყნის (საქართველო) მოქალაქე სააკაშვილს და ასეულობით „აჯანყებულს“უვიზოდ და უკანონოდ აშშ-ს გარდა ვერავინ შეიყვანდა!
ყოველ შემთხვევაში, რუსეთი ამას ვერ შეძლებდა!
ხშირად, ჩვენ, ქართველები, ფალავნობის მოყვარულნი ვართ და ამიტომ დაგიკარით ტაში და არა იმიტომ რომ, რაც პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე მოხდა, კანონიერი და მისასალმებელი იყო!
ამის გამო, უამრავი, ჩვენი ოპონენტი ნიშნისმოგებით გვეუბნება:
„ხომ ნახეთ აშშ-მ 45 მილიონიან უკრაინას რა უქნა, ჩვენ ვინ ვართ, მათ ნებას წინ აღვუდგეთო?!“
ღრმად პატივცემულო ბატონო შეპარდ,
თქვენ უჩემოდაც კარგად გესმით, ხშირ შემთხვევაში მილიონების სიმრავლეს (მოსახლეობას ვგულისხმობ), გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს საქმის წარმატებისთვის. მითუმეტეს, როცა უცხო ქვეყნის მთავრობას ასე უტიფრად ემუქრებით, როცა ეს მუქარა პირდაპირი მინიშნებაა იმისა,კარსმომდგარ არჩევნებში, რომელი ძალის მოყვანას უჭერთ მხარს ხელისუფლებაში!
ზემოთ, გაკვრით ვახსენე „1991 წლის პუტჩის პიონერები“ ყურადღება მიაქციეთ ამ ფრაზას, ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება 1991 წლის სახელმწიფო გადატრიალების, პუტჩის შედეგია, რაშიც, თქვენს პრეზიდენტყოფილ „მამა ბუშს“ დიდი წვლილი მიუძღვის. როცა მან, საქართველოს ერთადერთ კანონიერ პრეზიდენტთან, ბატონ ზვიად გამსახურდიასთან შეხვედრის შემდეგ საქვეყნოდ განაცხადა:
„საქართველოს პრეზიდენტი დინების საწინააღმდეგოდ მიცურავსო!“
ამ ფრაზით, „მამა ბუშმა“, მწვანე შუქი აუნთო რუსეთს და ედუარდ-უხსენებელს (შევარდნაძეს), ისე ემოქმედათ საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ისინი მიიჩნევდნენ, აშშ მათ საქმეში არ ჩაერეოდა!
რაც ამის შემდეგ მოხდა, უჩემოდაც კარგად იცით, მე მხოლოდ ერთს შეგახსენებთ:
ვისაც თქვენ მომავალ არჩევნებში ლობირებთ და გზას უკვალავთ ხელისუფლებისკენ, სწორედ იმ „პუტჩის პიონერებია“ უკლებლივ, რასაც საქართველოს მოსახლეობა შეაკვდება და არ მიიღებს!
თავს ნუ მოიტყუებთ, აკი გითხარით, იგივე საქართველოს მოსახლეობა, არც ქვეყნის დღევანდელი მთავრობისთვის იკლავს თავს, მაგრამ _ არაერთგზის ქვეყნის და მისი მოსახლეობის ღალატსა და გამყიდველობაში მხილებულს უკან არ დააბრუნებს!
დასასრულს, ბატონო შეპარდ, რახან „ბოლშევიკ სუსლოვს“ შეგადარეთ, არ იფიქროთ, თქვენგანაც საქართველოდან გასახლებას მოველოდეთ, ამას როგორ გაკადრებთ!
ჯერ ერთი, ციმბირში ჩვენ არავინ შეგვიშვებს, დასასჯელად თქვენს სამშობლოში რომ არ გვიზამთ პირს, ესეც კარგად გვესმის!
ამიტომ, ისე მოიქეცით ერთმანეთის გვესმოდეს, დასასჯელი _ მთავრობაც დაისაჯოს და ოპოზიციაც!
წერას ატანილი კონგრესმენები გააფრთხილეთ, მათი სქართველოსადმი „ამოხეთქილი სიყვარულის“ მიზეზი კარგა ხანია ცნობილია!
საკმარისია, მათმა, ერთი პირობაც რომ ვერ შეუსრულონ, თქვნს მიერ გაწრთვნილ ე.წ. „ოპოზიციას“, ისინი მაშინვე, საქვეყნოდ დაამღერებენ, თუ რა თანხა უჯდებოდათ კონგრესმენების მოწერილი წერილები!
დროულად მოაცილეთ პოლიტიკურ სპექტრს, უზნეობაზე და ანტიქართულ საქციელზე ორიენტირებული, თქვენი გაწრთვნილი ძალები, ვიდრე მოსახლეობაში, კარგა ხნის მომწიფებული:
„ჩეთვის რა მნიშვნელობა აქვს „რუსული ჩექმა“ გამსრისავს თუ „ამერიკული ბათინქაო“!
რეალობად იქცეოდეს და „უპირველეს პარტნიორად“ წოდებულ ამერიკელებს, უპირველეს მტრად გამოგაცხადებდნენ, რუსებთან ერთად!
პატივისცემით და კეთილი სურვილებით
დავით ქობალია
საპატიო დოქტორი
ჟურნალისტი, პუბლიცისტი
„ანაკლია პორტის“ ეკომონიტორინგის ჯგუფის
დამფუძნებელი და წევრი
ხალხთა გამაერთიანებელი, ჰუმანიტარული
ორდენის Cordon Bleu du Saint Espri საპატიო წევრი
E-mail: anaklia51@yahoo.de
The Response,
To: Vice President Robin Shepherd of Halifax International Security Forum!
I have thought much whether to respond or not to Vice President of Halifax International Security Forum, to the unceremonious statement he made while speaking to the Voice of America:
“People forget, that Congress is an extremely influential body. If the Congress decides something and it is a unanimous decision, even the President cannot veto it. The legislative process is like an escalator. Writing a letter is the first step of an escalator. If the situation gets worse, The Congress has the levers to make life complicated for the Georgian government."
Of course, I could not leave this unanswered, for Mr. Shepherd's talk is more like a warning-order of our well-known "elder brother" (younger by age, but still "elder") than the worries of a man distressed by the fate of Georgia!
I confirm at the outset, that I have no doubt that "Congress is an extremely influential body", but Mr. Shepherd forgets to explain - the US Congress is an extremely influential body of the United States, as it is tailored for the US population, its structure and traditions, and not for Georgia!
Naturally, the "absent -minded people", mentioned by Mr Shepherd are us-Georgians, but despite being deeply educated in issues of Georgia, he still forgets (or he was not taught) that we "forget nothing", and his "Impermeable and unceremonious conclusion" reminded us of Russian Bolshevik "Suslov", his ancient, spiritual ancestor.
No matter, like Mr. Shepherd, alacrity of the Suslovs and their brethren was christened as " the extremely noble communist future", which in their opinion, was not understood by Georgians and only the resistance of Georgian nation led them to the rigid decision, that insubmissive Georgians should be exiled from Georgia and replaced by:
“We have to give generals living in the Far East a normal way of life. We will need them to move to the Black Sea border, where as you are aware live Georgians. We must take into consideration, that Georgians are very different from us; eventually they will raise the issue of Georgia's independence and demand freedom. We have to start fighting with them from Abkhazia. We must give independence to the regions of Samegrelo, Svaneti, Adjara and other regions, using Abkhazia. We must separately cultivate regional and national sense in them. We have to confront western Georgia with the east, and then we have to act as a conciliator. At the same time, Georgians must be scientifically persuaded that they are displaced persons from different countries and representatives of different nations, this will allow us to expel them from Georgia finally."
(From the Journal of the National Council of Paris, "Mebrdzoli Saqartvelo" (Fighter Georgia) (May 26, 2003).
I apologize for such a long extract, but otherwise I could not introduce to Mr. Shepherd, his ancient, spiritual ancestor, the "Bolshevik Suslov", who, for "not hostility, but good wishes" was going to exile Georgians to the Far East!
Mr. Shepherd has begun our preaching and edification so well, that he will surely come to Suslov's idea (if we do not stop him in time) and in order for him, not to waste time in "shaping" the future of Georgians, I am offering him the ready-made material, to serve him well!
In its time, unlike our American well-wishers, even the Bolsheviks avoided attacking Georgia in direct and open texts.
Listen what passionate Bolshevik of large caliber Kirov was saying:
"In 1921 the secretary of the CP CC Bureau S. Kirov said: 'We cannot wait and hope that an explosion in Georgia will happen itself. We do not need to attack Georgia openly, We have the opportunity to start a movement in Abkhazia and Adjara, to create internal problems for Georgia that will disrupt it"(newspaper "Saqartvelos Respublika" ( Republic of Georgia)", VI. 1991)."
Mr. Shepherd, notice the reference of Bolshevik Kirov, which was fulfilled by the ruiner of Georgia and trained by you Mikheil Saakashvili in 2008, when not only Abkhazia, Samachablo, known to you as "South Ossetia", was also surrendered to Russians by him!
A great hint:
"We cannot wait and hope that the explosion in Georgia will happen itself."
Will Mr. Shepherd, equipped with a modern, information-provocative level, stay at the level of Kirov's "finding" a hundred years ago ?!
Naturally, this will not be the case, the Georgian media, especially television, are clearly in favor of the US when it calls the population of the country (no matter if it is law-abiding or vice versa) to overthrow the government!
In view of all this, we have the question:
What worse can you turn against us Mr. Shepherd, then it is happening in Georgia now?
You are directly attacking the Georgian government of which, we are not fond of too, but it is elected by us! And you are not telling us, whom are you cleaning the way for the government?
To tell the truth, we don't even need your honesty here!
We can see well, even without you, whom you are clearing the way for the country's final destruction and not its rebuilding (your failure of “the Anaklia Port” Millennium Project is an obvious example), not for establishing morality and justice (the founders of immorality and injustice, supported by you are distructing the country by all means), Not for the unification of Georgia, that was separated by the ones supported by you for the last 30 years (the desire and all the attempts of the people of the country, to make the unification of the country, the number one problem is being blocked immediately), not to establish love and peace, but for the purpose of keeping our home country in permanent tension, to clean the way for the authorities of "Pioneers of 1991 Putsch", which for a long time had been grown in your hands. They had passed the practice of dragging down the country and its population into immorality, and in case of coming into power again, to prepare Georgia in such a way," as the Russian Bolshevik Suslov "wanted to exile it from its place of origin, that had been for thousands years!
Suslov could not accomplish his intentions, he had lack of practice and experience (at that time, the fortitude of the Georgians had hindered them, and there were not as many traitors bribed by foreigners, as they are today), to send to Golgotha an innocent Georgian nation!
And you, Mr. Shepherd, have a big advantage over "Russian Bolshevik Suslov," because you have a great experience of getting Aboriginal people out of the nesting place, only Hollywood movies have kept their history and past.
Well-trained and supported by you, in the hope of neo-putschists with whistles and megaphones in the streets of Tbilisi (now, unfortunately almost all over Georgia), not only the government of Georgia, but lecturing of disobedient neighboring countries (you have great experience in this too) to export Misha-Insane (Saakashvili) and his state criminals to Ukraine, so you can!
But we kindly remind you:
Georgian people, and Georgian population in general, have learned a great deal in the meantime, from the "feats" of your mighty homeland and its political leaders, which have been carried out before us in the last decade.
In this regard, only on the Polish-Ukrainian border, where even a bird cannot fly over without permission, It's enough to remember the unstoppable marching of Misha-Insane (Saakashvili) and the hundreds of so-called "revolutionists", tied to him!
We, at that time, have applauded you Americans and America, for we were sure that:
From a foreign country (Poland), to a foreign country (Ukraine), a citizen of foreign country (Georgia), citizen Saakashvili and hundreds of "rebels" could not be brought in illegally and without entry visa by anybody except USA!
Russia could not do that anyway!
Often, we, Georgians, are lovers of wrestling, and so we applauded you, but not because, what happened on the Polish-Ukrainian border was legal and approved!
On this account, many of our opponents are saying mockingly:
"Haven't you seen, what the USA has done to the 45 million Ukrainians, who are we to resist their will?"
Highly Respected Mr. Shepherd,
Without my help, you may well understand that in many cases the multitude of millions (I mean the population) is not crucial to the success of the business. Especially, when you are threatening the government of a foreign country so impudently, when this threat is a direct indication of which force you support to bring to power in the upcoming elections!
I have mentioned above passingly the phrase: "Pioneers of 1991 Putsch". Pay attention to this phrase, everything that is happening in Georgia today is the result of the 1991 coup d'etat, in which your ex-president "father Bush" had contributed greatly. When after meeting with the only legitimate President of Georgia, Mr. Zviad Gamsakhurdia he publicly stated:
"Georgian President is swimming against the current!"
In this phrase, "Father Bush," had lit "the green light" to Russia and Eduard the Serpent (Shevardnadze), for acting against Georgia, as they had thought the USA would not interfere in their affairs!
What happened after that, you know well without me, I can only remind you of one thing:
Those whom you are lobbying in the upcoming elections and clean the way to come to power are exactly the “Pioneers of the Putsch” which the Georgian population will perish, but never accept!
Do not deceive yourself, as I have told you, the same population of Georgia
does not care about the current government of the country, but - it will not turn back the one, who many times was exposed as the traitor and the seller of the country and its population!
In the end, Mr. Shepherd, as I have compared you to Bolshevik Suslov, do not think we are expecting from you to exile us from Georgia, how I dare to tell you this!
First of all, nobody will allow us to go in Siberia, you won't let us to come into your homeland for punishment as well, so we understand it well!
So do your best to understand each other, to punish - the government and the opposition!
Warn, the congressmen in trouble, because their "gushing love” to Georgia has long been known!
In case if they fail to fulfill even one condition, for the so-called "opposition", trained by you, they will immediately divulge to public, how much the letters written by the congressmen cost them!
Take away from the political spectrum your trained forces, oriented on immorality and Anti-Georgian behavior n time, before the viewpoint, that had been matured in the population long ago:
"What is the difference for me what will trample me a 'Russian Top Boot' or an 'American Jackboot'!
has not become a reality and the Americans, called as the "primary partners", will be declared as the first enemy, along with the Russians!
With respect and kind wishes,
Dr.h.c. David Kobalia
Journalist, Publicist
The Founder and Member of ECO Monitoring Group of "Anaklia Port"
Honorary Member of
Cordon Bleu du Saint Espri (international, humanitarian Order of Knights)
E-mail:anaklia51@yahoo.de