თუ ოპოზიცია აკრძალულ, ყოვლად უზნეო ილეთებს იყენებს ხელისუფლებაში მოსასვლელად („ნაციონალ-ევროპელების“ შემთხვევაში, დასაბრუნებლად), მმართველი პარტია საზოგადოებას დასცინის და პირდაპირ გვეუბნება, რომ მას საკუთარ არასახელმწიფოებრივ (ავანტიურისტულ) გადაწყვეტილებებზე ჩვენი რეაქცია არ აინტერესებს!
ამის დასტურია თუნდაც ირაკლი შოთაძის გენერალურ პროკურორად დაბრუნება და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვის გახმაურებული პროცედურები.
თუ „ნაციონალებმა“ („ევრონაცებიანად“)თავიანთი რევანშისტული პოლიტიკით დაამტკიცეს, რომ მათ ხელისუფლებაში დაბრუნების სხვა რესურსი არ გააჩნიათ, დანარჩენი ოპოზიცია შალვა ნათელაშვილის რეზიდენციაში ხშირი სტუმრობითა და „ნაციონალების “თანამოაზრეობით გვარწმუნებს, რომ ბოლომდე გაკოტერბულია და საზოგადოებაში მათი მხარდაჭერის ნიშნული ნულს უტოლდება.რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ადმინისტრაციული რესურსების, „ნაციონალებისა“ და დანარჩენი ოპოზიციისადმი საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულების იმედზეა და ფიქრობს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებშიც „მე მხარს თუ არ დამიჭერთ, ნაციონალები “ დაბრუნდებიან“ლოზუნგი იმუშავებს!
ndi-ს კვლევასაც რომ ვერწმუნოთ, რომლის ობიექტურობაში ეჭვიც მეპარება, დაახლოებით ამომრჩეველთა 60 პროცენტს, არც ერთი უნდა იყოს ხელისუფლებაში და არც მეორე!
რა უნდა ვქნათ, ასეთ დროს?
კარგია თუ ცუდი, მოღალატეა თუ სამშობლოს ერთგული, სახელმწიფო ფორმალურად მაინც პოლიტიკოსემა უნდა მართონ.ასეთ შემთხვევაში, თუნდაც სოციოლოგიური კვლევის ობიექტურობა ვაღიაროთ, 60 პროცენტი ყოველთვის მეტია 40-ზე, ანუ, საზოგადოებაში არსებობს რესურსი, რომ მისი წიაღიდან იშვას ახალი პოლიტიკური ძალა, რომელიც თავისი მრწამსით, სახელმწიფოებრივი ხედვითა და არააგრესიული პოლიტიკით არსებითად იქნება განსხვავებული დღემდე არსებული პოლიტიკური წარმონაქმნებისგან.
ვერ ვიტყვი, რომ ამის სურვილი დღემდე არ ყოფილა,მაგრამ, მთავარი ბარიერი ყოველთვის ან ქართულ პრაქტიკაში დამკვიდრებული არჩევნებისთვის საჭირო ფინანსური რესურსების უქონლობა იყო, ან, საზოგადოებაში დამკვიდრებული ნიჰილიზმი პოლიტიკური პარტიების მიმართ. საზოგადოების ვერდიქტი პარტიების მიმართ კი დაახლოებით ასეთია:ყველა საკუთარ განდიდებაზე და საკუთარი კუჭის ამოვსებაზე ფიქრობს!
ბუნებრივია, ასეთი განწყობით ქვეყანას უფრო ღრმა კრიზისში შევიყვანთ, რადგან, გამოსავალი არა ცუდთან (მიუღებელთან) შეგუებაში, არამედ, მის გამოსწორებაშია!
დღეს არ მეგულება ადამიანთა ჯგუფი, „ნაციონალების“ მიერ ნაძარცვ, ან ივანიშვილის მილიარდებს ფინანსურად დაუპირისპირდეს, მაგრამ, აქაც არსებობს გამოსავალი: თვითონ ხალხი დაინტერესდეს საკუთარი სახელმწიფოს ბედით, შვას თავისივე წიაღიდან სახელმწიფოებრივად მოაზროვნეთა პოლიტიკური ერთობა და თავადვე შეუწყოს ხელი აღნიშნული ერთობას მოვიდეს ხელისუფლებაში.
არის მეორე ფაქტორიც, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია: მთავარი ოპოზიციის, ანუ ხელისუფლების საქმიანობაზე კონტროლის ფუნქცია უნდა იკისროს თავად ხალხმა, რაც ავტომატურად ნიშნავს, მის მონაწილეობას სახელმწიფოს მართვაში.
მიხარია, რომ გვიან, მაგრამ, მაინც, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში გამოჩნდა ახალი პოლიტიკური ერთობა, რომელიც ჯერჯერობით ფორმირების პროცესშია. ეს გახლავთ პირველი ქართული ინეტერნეტ პარტია- „სხვა საქართველოსთვის“. პარტია, რომელსაც არა აქვს ფული, მაგრამ, აქვს სახელმწიფოს განვითარების მკაფიოდ ჩამოყალიბებული პროგრამა და სტრატეგია და რაც მთავარია სურვილი, აქტიურად იბრძოლოს „სხვა საქართველოსთვის“, ანუ უკეთესი მომავლისთვის“
ვფიქრობ, უახლოეს ხანებში ფორმირების პროცესში მყოფი პარტია „სხვა საქართველოთვის“ საკუთარ პოლიტიკურ მიზნებს და სახელმწიფოებრივ ხედვას გააჟღერებს.
დანარჩენი საზოგადოების მხარდაჭერაზე იქნება დამოკიდებული.
ზურგის ქარი ვუსურვოთ!!!
ზაურ ნაჭყებია, პუბლიცისტი