ივერიონი / სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის სახელფასო დანამატი არ გაუქმდება

სერტიფიცირებული პედაგოგებისთვის სახელფასო დანამატი არ გაუქმდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე სერთიფიცირებული პედაგოგებისთვის 75-ლარიანი დანამატის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

 

ალუდა გოგლიჩიძის თქმით, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და არც მომავალში გეგმავენ.

 

სერთიფიცირებული პედაგოგებისთვის დანამატის გაუქმების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელებში გავრცელდა.

 

შეგახსენებთ, რომ მასწავლებელთა სერთიფიცირება პირველად 2010 წელს ჩატარდა. 2010 წელს, გამოცდაზე 10 000 -ზე მეტი პედაგოგი გავიდა. სერთიფიკატი 1200-მა პედაგოგმა აიღო. 2011 წელს  გამოცდაზე 22 000 პედაგოგი გავიდა,  რომელთაგან სერთიფიკატი 2 500-მა აიღო. 2012 წელს კი  5000-მდე პედაგოგმა მიიღო სერთიფიკატი.

 

25-11-2012, 15:37
უკან დაბრუნება