ნათქვამია, ძაღლის კუდი არ გასწორდებაო. როგორც ჩანს, არც „ნაციონალების“ გამოსწორება იქნება!
ვატყობ, კორონაზე უფრო დიდი უბედურება ესენი გახდნენ საქართველოსთვის.
ვცდილობ, ამ კრიზისულ დღეებში საერთოდ არ ვწერო ბინძურ პოლიტიკაზე, მაგრამ, ვინ მოგასვენებს?!
მავნებელი, კორონა, ისიც კვადრატში აყვანილი უნდა იყო, პოლიტიკური ქულების დაწერის მიზნით ქველმოქმედების ნიღბით სამსხვერპლო ავანტიურაზე წახვიდე და საკუთარი ხალხი სერიოზული საშიშროების წინაშე დააყენო.
თან შემეცოდა, თან შემრცხვა ჩემი კუთხის რამდენიმე ასეული წარმომადგელის გამო, რომლებიც 10 თეთრიან პირბადეებს დახარბდნენ და თავი სერიოზული რისკის ქვეშ დააყენეს!
პირდაპირ ვიტყვი: ეს არ იყო საქველმოქმედო აქცია - ეს იყო ავანტურისტული პოლიტიკური პიარ-აქცია, რომლის მიზანი საგანგებო სიტუაციის იგნორირება და დეზორგანიზაციის შეტანა გახლდათ, ღმერთმა ნუ ქნას, მაგრამ მისთვის დამახასიათებელი წინასწარგანზრახული შედეგებით!
არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ, რა გარანტია გვაქვს „ქველმოქმედებში“ სპეციალურად არ იყო ვინმე შეგზავნილი, რომ ვირუსმა იფეთქოს სამეგრელოშიც და ხელისუფლებას დამატებითი ხელოვნური პრობლემები შეექმნას?!
მტკიცება არ უნდა, რომ დღევანდელ კრიზისულ პირობებშიც კი „ნაციონალების“ მიზანი მოქმედი ხელისუფლების დისკრედიტაცია და ნებისმიერი გზით ხელისუფლებაში დაბრუნებაა!!!
თუ ეს არ იყო ზუგდიდში დღევანდელი აქციის მიზანი,მაშინ, წინასწარ რატომ არ მიიღეს სათანადო ზომები საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გათვალისწინებით?!
ან, „გულმხურვალე ქველმოქმედებმა“ რატომ არ გამოიყენეს „კარდაკარის“ მეთოდი და ადგილზე მიტანით არ აღჭურვეს თავიანთი ზომბირებული მხარდამჭერები პირბადეებითა და სადეზინფექციო საშუალებებით?!
თითქმის 200 ათასიან ზუგდიდში 200-მდე ტვინნაღრძობის პოვნა ძნელი არ არის, მაგრამ, ერთი მუჭა ხამების გამო მთელი სამეგრელო ლაფში ამოსვარო, ეს უფრო დიდი დანაშაულია, ვიდრე, „ნაცების“ ავანტურა!!!
ასე, რომ, ვიდრე სამეგრელოზე აუგს იტყოდეთ, ჯერ პირი გამოირეცხეთ იაფფასიან სანახაობებს დადარაჯებულებო!
თითო-ოროლა ცოცხალ-მკვდარი ყველა კუთხეში გამოერევა!