ორიოდე დღის წინ ტელეჟურნალისტმა, მერაბ მეტრეველმა, საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ერთპიროვნული ვერდიქტი გამოუტანა. კერძოდ, სიციალურ ქსელში მან დაწერა, რომ:
უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან სააკაშვილის თანამდებობაზე დანიშვნა, ეს ნიშნავს საქართველოს მთავრობაზე დაჯ..ს (ბოდიშს ვიხდი ასეთი ლექსიკისთვის, მაგრამ, ეს ანგაჟირებული ტელეჟურნალისტის სიტყვებია და იძულებული ვარ, გავიმეორო)!
კაცმა რომ თქვას, მთლად უმაგისობაც არ არის, მაგრამ, ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა უკრიტიკოდ მისაღები, საქართველოს საკუთარი ხელისუფლება რომ ჰყავდეს.
ეს იმ შემთხვევაში იქნებოდა სერიოზული პოლიტიკური (დიპლომატიური) სკანდალის საფუძველი, ხალხისა და ხელისუფლების გაგება ერთმანეთის იდენტური რომ იყოს, ანუ, ხელისუფლება ხალხის მიერ იყოს არჩეული და მას (ხალხს) ვინმე რამეს ეკითხებოდეს!
ადრე დავწერე და კიდევ გავიმეორებ: სააკაშვილის დანიშვნა ზელენსკის ახირება ნამდვილად არ არის და არც არის გამორიცხული, მალე საკუთარი თავის ტკივილადაც ექცეს, მაგრამ, რა ქნას, როცა თავს ზემოთ ძალა არა აქვს?! დავალება უნდა შეასრულოს!
არადა, ეს ის ზელენსკია, გაპრეზიდენტებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე საკუთარ შოუში სააკაშვილს ბოლომდე რომ ამასხრავებდა და კორუფციის მამად მოიხსენიებდა. წარმოიდგინეთ ახლა მის მიერვე კორუფციის მამად წოდებული სააკაშვილი, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა!
თანამედროვე ბინძურ პოლიტიკაში, სადაც სახელმწიფოთა ნომინალურ მეთაურებს ბნელი ძალები (უკვე ასპარეზზე გამოსულნი) ნიშნავენ, ზნეობაზე და ღირსებაზე საუბარიც ზედმეტია.
სხვათაშორის, ფორმალური იყო უკრაინის რადას მიერ სააკაშვილის მთავრობის ვიცე-პრემიერად წარდგენილი კანდიდატურის დაბლოკვაც.
ამით უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ სააკაშვილზე „ზრუნვა“ ერთპიროვნულად ზელენსკის გადაულოცა და პასუხისმგებლობაც პრეზიდენტს აჰკიდა!
ნიშანდობლივია, რომ ეს მოხდა მაშინ, როცა მსოფლიო ფაქტიურად დაპაუზებულია - ხალხი თვითიზოლაციის პირობებში გმინავს და შიშით გაჰყურებს მომავალს.
ისმება კითხვა: არის თუ არა უკრაინის პრეზიდენტის მხრიდან გადადგმული ნაბიჯი საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს უფლებების შელახვა და შეურაცხყოფა, რადგან, ის თანამდებობაზე ნიშნავს საქართველოს მართლმსაჯულების მიერ გასამართლებულ პრეზიდენტყოფილ სააკაშვილს?!
ფორმალურად, რა თქმა უნდა, არის. თუმცა, მხოლოდ ფორმალურად...
საქმე ისაა, რომ როგორც უკრაინაში, ასევე საქართველოში, ნომინალურ ხელისუფლებებს არც სააკაშვილის დაპატიმრებას ეკითხებიან და არც თანამდებობაზე დანიშვნას!
ასე რომ არ იყოს, საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა საშუალება მოეთხოვა სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება და აღესრულებინა მართლმსაჯულება, მაგრამ, არ გააკეთა, ან არ გააკეთებინეს.
მავანთა აზრით, ივანიშვილის მთავრობას არ აწყობდა დილეგში გამოკეტილი სააკაშვილი, რადგან, მისი სახით საფრთხობელას დაკარგავდა და ხელისუფლებას ამდენ ხანს ვერ შეინარჩუნებდა.
გამოვტყდები, ადრე მეც ასე მეგონა, მაგრამ, კორონაისტერიამ არსებითად შეცვალა ჩემი შეხედულებებიც - ნებისმიერი ხელისუფლება იმდენხანს რჩება სახელმწიფოს სათავეში, რამდენ ხანსაც აწყობთ ძლიერთა ამა სამყაროისათა. მათთვის სახელებსა და გვარებს რა მნიშვნელობა აქვს, როცა „ეროვნული ხელისუფლებები“ დავალებებს ზედმიწევნით ასრულებენ!
კორონავირუსის ისტერია, რომელმაც მესამე მსოფლიო ომის კვალიფიკაცია უკვე შეიძინა, გვაიძულებს არსებითად შევცვალოთ საკუთარი ცნობიერება და რაც შეიძლება ჩქარა გამოვიდეთ ილუზიის ტყვეობიდან.
თუ სამყაროს გადარჩენა უწერია, მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეს შესაძლებელი, როცა უსიტყვო მორჩილებიდან მოვლენების კრიტიკულ შეფასებაზე გადავალთ და ყველაფერს თავის სახელს დავარქმევთ!
რა თქმა უნდა, ბრძოლა სამკვდრო-სასიცოცხლო იქნება, მაგრამ ყურთბალიშზე ჯდომით და ბრმა მორჩილებით ისედაც ვერ გადავრჩებით. აღარაფერს ვამბობ სახელმწიფოთა ეკონომიკების სრული მოშლის პერსპექტივაზე და მოსალოდნელ მასობრივ შიმშილობებზე!
მადლობა ღმერთს, ნელ-ნელა ფარდა აეხადა ამ მზაკვრულ ჩანაფიქრს, გაშიშვლდა კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებიც, რომელსაც ბოროტი ძალები ახორციელებდნენ თურმე ასეულ ათასობით ბავშვების და სხვა უდანაშაულო ადამიანების მიმართ.
დღეს აშკარა ომში ვართ ჩართული - გაბრძოლების გარეშე უსიტყვო კაპიტულაციის გამოცხადება უფალთან მისასვლელ გზასაც გვიღობავს. როგორც არასდროს, სამყაროში უკვე არა მარტო ხორცის გადარჩენის პრობლემა დგას, არამედ, სულის, რაც დროულად უნდა გავაცნობიეროთ.
სამწუხაროდ, წინ სერიოზული დილემა გველოდება!
P.S. სასაცილოა, საქართველოს მთავრობის მხრიდან უკრაინიდან ელჩის საკონსულტაციოდ გამოწვევა. ეს ჩხუბის შემდეგ მუშტის ქნევასაც არ ნიშნავს უკვე. უბრალოდ, კიდევ ერთი სანახაობაა, რომლის მიზანი არაარსებითზე ჩვენი ყურადღების გადატანაა და მეტი არაფერი!
P.S.S. ბევრი მსაყვედურობს, რატომ ვზაფრავ ადამიანებს, ხომ არ სჯობს ვწერო პოზიტივზე, უფრო ნათლად დავინახო მომავალი.
პასუხი ცალსახაა, ილუზიებში ყოფნამ მოგვიყვანა სწორედ აქამდე და სჯობს რეალობას პირდაპირ შევხედოთ თვალებში, თუნდაც ის მიუღებელი და საგანგაშო იყოს ჩვენთვის!